ცხელი ხაზი 599 647050

მშენებლობის ნებართვის მოთხოვნის შესახებ განცხადების ელექტრონული ფორმით წარდგენა სავალდებულოა

მიმდინარე წლის 1-ელი თებერვლიდან მოქალაქეებისთვის სავალდებულო ხდება მშენებლობის მოთხოვნისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების შესახებ განცხადების ელექტრონული ფორმით წარდგენა
ეკონომიკის და მდგრადი განვითარების საამინისტროს, სსიპ სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოსა (SUDA) და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ერთობლივი ინიციატივითა და თანამშრომლობით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიაში ქალაქმშენებლობითი, არქიტექტურული და სამშენებლო ზედამხედველობის მიმართულებით დაიწყო ერთი ფანჯრის პრინციპის დანერგვის პროცესი, რაც ორგანიზაციულ ცვლილებებთან ერთად ითვალისწინებს ელექტრონული სისტემების დანერგვას.
აღნიშნულ ინიციატივას საფუძვლად უდევს საქართველოს მთავრობის 2022 წლის 15 თებერვლის N72-ე დადგენილება ,,სივრცის დაგეგმარების საინფორმაციო სისტემის შესახებ”, ასევე საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 431 და 1012 მუხლები, რაც შეეხება განაშენიანების დეტალური გეგმების და მშენებლობის ნებართვის/მშენებლობის შეტყობინების პროცესისი დიგიტალიზაციას. აღნიშნული კანონმდებლობა ამოქმედდება 2026 წლის 1 თებერვლიდან.
ელექტრონული სისტემების დანერგვა უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტში, ქალაქმშენებლობითი, არქიტექტურული და სამშენებლო ზედამხედველობის მიმართულებით არსებული ინფორმაციის საჯაროობას და ხელმისაწვდომობას. ასევე, მოქალაქეებს უქმნის შესაძლებლობას დროის, ფინანსების და ენერგიის დანახარჯის გარეშე, სახლიდან გაუსვლელად განცხადებით მიმართოს მუნიციპალიტეტს.
აღნიშნული მიზნების განხორციელებისთვის გამოყენებულია უკვე არსებული, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, ა(ა)იპ მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს (MSDA) ელექტრონული განცხადებების პლატფორმა MS.GOV.GE.
MSDA-ს ელექტრონული სისტემა შედგება 3(სამი) პლატფორმისგან:
▫️მოქლაქეთა ელექტრონული პორტალი: https://ms.gov.ge
▫️საქართველოს ინტერაქტიული რუკა https://maps.municipal.gov.ge
▫️დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემა: https://apps.gov.ge
მოქლაქეთა ელექტრონული პორტალიდან დარეგისტრირებული განცხადება (I კლასის, სამშენებლო ნებართვები, ქალაქთმშენებლობითი პროექტები, ნაკვეთის გამიჯვნა-გაერთიანება, ობიექტის ექსპლუატაციაში მიღება და კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა განაცხადები) ფენის სახით ავტომატურად აისახება ინტერაქტიულ რუკაზე და არის საჯარო ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის.
აღნიშნული სისტემა ასევე მოიცავს:
▫️მოქალაქის პირად გვერდს (ფიზიკური, იურიდიული);
▫️ელექტრონული განცხადებების კატეგორიებს;
▫️წარსადგენი დოკუმენტაციის ნუსხას;
▫️საქმისწარმოების მსვლელობაზე SMS და Email გზავნილებს;
▫️მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებებს და შეტყობინებებს.
▫️ელექტრონულად გაკეთებული განაცხადის არქივს.
აგვისტო 2026
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31 

მსგავსი ჩანაწერები

წალენჯიხაში „მოყვარულთა ლიგის“ ჩემპიონატი დასრულდა და გამარჯვება „ჯვარის“ გუნდმა მოიპოვა

წალენჯიხაში „მოყვარულთა ლიგის“ ჩემპიონატი დასრულდა და გამარჯვება „ჯვარის“ გუნდმა მოიპოვა. საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციის ინიციატივითა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით

გაგრძელება

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ერთდროულად 4 ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია დაიწყო

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ერთდროულად 4 ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია დაიწყო. სამუშაოები ქალაქ წალენჯიხაში თემურ ფიფიას, ეგნატე ფიფიას და ნაპო ხობელიას ქუჩებზე, ქალაქ

გაგრძელება

ნაკიფუს ადმინისტრაციულ ერთეულში წმინდა ილია მართლის სახელობის ეკლესია აშენდება

ნაკიფუს ადმინისტრაციულ ერთეულში წმინდა ილია მართლის სახელობის ეკლესია აშენდება. ​მშენებარე ტაძრის საძირკველი ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე გერასიმემ აკურთხა.

გაგრძელება