ცხელი ხაზი 599 647050

საჩინოს ადმინისტრაციულ ერთეულში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება აქტიურ ფაზაშია

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საჩინოს ადმინისტრაციულ ერთეულში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება აქტიურ ფაზაშია.
ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს ახალი საავტომობილო ხიდის მშენებლობის სამუშაოები, რაც ადგილობრივი საგზაო ინფრასტრუქტურის განახლებისა და უსაფრთხოების სტანდარტების უზრუნველყოფისთვის არის მიმართული.
​მშენებლობის პერიოდში მოსახლეობის შეუფერხებელი, კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველსაყოფად, ადგილზე ეწყობა დროებითი სათადარიგო ხიდი.
ახალი ძირითადი ხიდის აშენებამდე, მოქალაქეები აღნიშნული სათადარიგო ხიდით მსუბუქი ავტომობილებით შეძლებენ გადაადგილებას.
​მიმდინარე სამუშაოებს მუნიციპალიტეტის მერი გუბა საჯაია, პირველ მოადგილესთან ბესიკ ფარცვანიასთან და მერის წარმომადგენელთან ირაკლი შელიასთან ერთად გაეცნო.
ხელმძღვანელი პირები მშენებელი კომპანიის წარმომადგენლებს გაესაუბრნენ და პროექტის მიმდინარეობის, ხარისხისა და შესრულების ვადების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს.
საჩინოს გზაზე საავტომობილო ხიდის მშენებლობის პროექტი ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოყოფილი დაფინანსებით ხორციელდება, რაც კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია ადგილობრივი ინფრასტრუქტურის გაძლიერებასა და მოსახლეობის საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებაში.
ოქტომბერი 2026
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

მსგავსი ჩანაწერები

საჩინოს ადმინისტრაციულ ერთეულში უფასო სკრინინგ -აქცია ჩატარდა.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საჩინოს ადმინისტრაციულ ერთეულში უფასო სკრინინგ -აქცია ჩატარდა. კვლევები მოიცავდა: B და C ჰეპატიტების,აივ ინფექცია/შიდსის სკრინინგის კვლევები 18 წლისა

გაგრძელება

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ობუჯის, ზღვაიასა და ლიას დასახლებებში ახალი საბავშვო ბაღები გაიხსნა

დღეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ობუჯის, ზღვაიასა და ლიას დასახლებებში ახალი საბავშვო ბაღები გაიხსნა. ​ახალი საბავშვო ბაღები მუნიციპალიტეტის მერმა, დელეგატ ილია ინჯიასთან,

გაგრძელება

წალენჯიხაში ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვეს

წალენჯიხაში ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვეს. ​ნიკოლოზ შენგელაიას სახელობის წალენჯიხის კულტურის სახლში საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ და მუნიციპალიტეტის

გაგრძელება