ცხელი ხაზი 599 647050

საჩინოს ადმინისტრაციულ ერთეულში საექიმო ამბულატორიის მშენებლობის სამუშაოები

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი გუბა საჯაია, პირველ მოადგილესთან ბესიკ ფარცვანიასთან ერთად საჩინოს ადმინისტრაციულ ერთეულში საექიმო ამბულატორიის მშენებლობის სამუშაოებს გაეცნო.
პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია თანამედროვე სტანდარტებზე გათვლილი ერთსართულიანი შენობის აშენება, ეზოს კეთილმოწყობა და შენობის თანამედროვე სტანდარტებზე აღჭურვა. პროექტი საჩინოსა და მიმდებარე სოფლებში პირველადი ჯანდაცვის ხელმისაწვდომობას კიდევ უფრო გაზრდის. პირველადი ჯანდაცვის რგოლის ეფექტური მუშაობა გარდამტეხ როლს ასრულებს დროულ დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე.
საჩინოსა და ქალაქ ჯვარში ამბულატორიის მშენებლობის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ წალენჯიხაში ვიზიტის დროს განაცხადა.
ამბულატორიების მშენებლობის პროგრამას, საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ა(ა)იპ ,,საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგი” ახორციელებს.
ივნისი 2026
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

მსგავსი ჩანაწერები

ფახულანის ადმინისტრაციულ ერთეულში უფასო სკრინინგ -აქცია ჩატარდა

დღეს, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ფახულანის ადმინისტრაციულ ერთეულში უფასო სკრინინგ -აქცია ჩატარდა. კვლევები მოიცავდა: B და C ჰეპატიტების,აივ ინფექცია/შიდსის სკრინინგის კვლევები 18

გაგრძელება

მერიის ინიციატივითა და მხარდაჭერით საგანმანათლებლო რესურსცენტრმა სკოლებში “მხიარულთა და საზრიანთა”კლუბი აღადგინა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივითა და მხარდაჭერით საგანმანათლებლო რესურსცენტრმა სკოლებში “მხიარულთა და საზრიანთა”კლუბი აღადგინა. წალენჯიხის ნიკოლოზ შენგელაიას სახელობის კინოთეატრის დარბაზში ”

გაგრძელება

მუნიციპალიტეტის მერი გუბა საჯაია მერის პირველ მოადგილესთან ბესიკ ფარცვანიასთან ერთად წალენჯიხის ცენტრალურ სტადიონზე მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი გუბა საჯაია მერის პირველ მოადგილესთან ბესიკ ფარცვანიასთან ერთად წალენჯიხის ცენტრალურ სტადიონზე მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო. პროექტის ფარგლებში ხელოვნურსაფარიანი

გაგრძელება