ცხელი ხაზი 599 647050

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში დილიდან სხვადასხვა სახის ღონისძიებები მიმდინარეობს

მუნიციპალიტეტის მერმა გუბა საჯაიამ მერის მოადგილეებთან, საქართველოს პარლამენტის წევრთან ირაკლი ზარქუასთან, მარტვილის,აბაშის,წალენჯიხისა და ჩხოროწყუს დელეგატთან ილია ინჯიასთან, მინისტრთა კაბინეტის წევრებთან, საკრებულოს წევრებთან და სხვა ოფიციალურ პირებთან ერთად საქართველოს პირველი პრეზიდენტის,ზვიად გამსახურდიას ძეგლი თაიგულებით შეამკო.
ღონისძიების ფარგლებში ასევე სემინარი გაიმართა წალენჯიხის მთავარ ბიბლიოთეკაში,სადაც ისაუბრეს დამოუკიდებლობის დღის მნიშვნელობაზე.
გუგე ცანავას სახელობის პარკში სხვადასხვა სახის სპორტული და კულტურული ღონისძიებები მიმდინარეობს.
ასევე, მოეწყო ხელთნაკეთი ნივთების, ნახატებისა და ყვავილების გამოფენა, მეწარმე- ფერმერთა ნაწარმისა და კოლეჯ “ლაკადა”-ს მიერ შექმნილი ნამუშევრების გამოფენა.
ქალაქის ცენტრში მოქალაქეებს ასევე შესაძლებლობა აქვთ სამხედრო ტექნიკა დაათვალიერონ.
სადღესასწაულო ღონისძიებების ფარგლებში, 17:10 საათიდან 1918 წლის 26 მაისის ისტორიული დროის აღსანიშნავად, საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი შესრულდება.
17:20 საათზე ფლეშმობი გაიმართება.
17:30 საათზე კონცერტი ადგილობრივი მუსიკოს-შემსრულებლების მონაწილეობით გაიმართება,რომელიც 20:30 საათზე ულამაზესი ფოიერვერკით დასრულდება.
სექტემბერი 2026
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

მსგავსი ჩანაწერები

წალენჯიხაში „სტუდენტური დღეები 2026“ შემაჯამებელი ღონისძიებებითა და ფოიერვერკით დასრულდა

წალენჯიხაში „სტუდენტური დღეები 2026“ შემაჯამებელი ღონისძიებებითა და ფოიერვერკით დასრულდა. პროექტი წალენჯიხის ა(ა)იპ სახელოვნებო-საგანმანათლებლო, კულტურის, სასპორტო და ფეხბურთის ცენტრების ორგანიზებითა და

გაგრძელება

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საჩინოს ადმინისტრაციულ ერთეულში ახალი ამბულატორია გაიხსნა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საჩინოს ადმინისტრაციულ ერთეულში ახალი ამბულატორია გაიხსნა. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აშენებული სამედიცინო დაწესებულება ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ დაათვალიერა. მინისტრმა

გაგრძელება

ხელისუფლების წარმომადგენლები, წალენჯიხაში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნენ

წალენჯიხაში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა, აბაშის, მარტვილის, ჩხოროწყუსა და წალენჯიხის დელეგატ ილია ინჯიასთან, წალენჯიხის მერ

გაგრძელება