ცხელი ხაზი 599 647050

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში იმყოფება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში იმყოფება.
საქართველოს გაქრისტიანებიდან 1700 წლის იუბილესთან დაკავშირებული ღონისძიებების ფარგლებში, პარლამენტის თავმჯდომარემ და დეპუტატებმა ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიაში რამდენიმე ეკლესია მოინახულეს.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა დღეს მეუფე გერასიმეს მასპინძლობით ტაძრები, მონასტრები და ეპარქიის ისტორიული სიწმინდეები მოილოცეს.
​ვიზიტის ფარგლებში, ადგილობრივი თვითმმართველობის ლიდერებმა სტუმრებთან ერთად პირადად მოინახულეს და დაათვალიერეს:
​წალენჯიხის მაცხოვრის ფერიცვალების საკათედრო ტაძარი, ჩვენი უმნიშვნელოვანესი ისტორიულ-კულტურული და სულიერი ძეგლი, სადაც ადგილზე შეფასდა ტაძრის მდგომარეობა და მისი კონსერვაცია-პოპულარიზაციის საჭიროებები.
​სქურის ეკლესია და მიმდებარე ტერიტორია- სტუმრებს გააცნეს სქურის უნიკალური გეოგრაფიული, ტურისტული და ბალნეოლოგიური პოტენციალი.
​სქურისკენ მიმავალი გზა-ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა პარლამენტარებს დეტალურად გააცნეს საგზაო ინფრასტრუქტურის მიმდინარე გამოწვევები, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ისე მომლოცველთა და ტურისტთა უსაფრთხო გადაადგილებისთვის.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა გუბა საჯაიამ და საქართველოს პარლამენტის წევრმა ირაკლი ზარქუამ კურორტ „სქურის“ პოტენციალსა და მისი განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრეს. შეხვედრაზე ხაზი გაესვა იმ მიმართულებებს, რომლებიც კუთხეს ახალ ეკონომიკურ და ტურისტულ სტიმულს მისცემს.
​„სქური“ წლების განმავლობაში ცნობილი იყო თავისი უნიკალური სამკურნალო მინერალური წყლებითა და საუცხოო ბუნებით. დღეს კი არსებობს რეალური შანსი, რომ კურორტმა ახალი სიცოცხლე შეიძინოს.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრები სქურში ადგილობრივ მოსახლეობასაც შეხვდნენ და მათი საჭიროებები მოისმინეს.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ეს ულამაზესი ბუნება მეტ ყურადღებას საჭიროებს და საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა კურორტ სქურში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრაზე სქურის მიმართულებით გზის სრული რეაბილიტაციის პროექტის დაწყება ოფიციალურად დააანონსეს.
ნოემბერი 2026
ოსოხპშკ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

მსგავსი ჩანაწერები

სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების მართვისა და ადმინისტრირების კომისიის მორიგი სხდომა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის გიორგი კვარაცხელიას თავმჯდომარეობით სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების მართვისა და ადმინისტრირების კომისიის სხდომა გაიმართა. კომისიამ მოქალაქეების მიერ

გაგრძელება

წალენჯიხელი პირველკლასელები „ჩემი პირველი ნერგის“ აქციას შეუერთდნენ

წალენჯიხელი პირველკლასელები „ჩემი პირველი ნერგის“ აქციას შეუერთდნენ, რომლის ფარგლებშიც 238-მა პირველკლასელმა პირველი ნერგი დარგო. პატარებთან ერთად ნერგების დარგვის პროცესში მონაწილეობა

გაგრძელება

წალენჯიხობა-გრანელობა საპატიო წალენჯიხელის დაჯილდოვების საზეიმო ცერემონიალით გაგრძელდა

წალენჯიხობა-გრანელობა საპატიო წალენჯიხელის დაჯილდოვების საზეიმო ცერემონიალით გაგრძელდა. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა გუბა საჯაიამ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ, მარტვილის, აბაშის, წალენჯიხისა

გაგრძელება