დღეს, 28 იანვარს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა საკრებულოს სამანდატო, იურიდიული და საპროცედურო საკითხთა კომისიის სხდომა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე მანანა ჭანია უძღვებოდა.
სხდომაზე კომისიის წევრებმა დღის წესრიგით წარმოდგენილი შემდეგი საკითხი განიხილეს.
დღის წესრიგი:
1. საკრებულოს სამანდატო, იურიდიული და საპროცედურო საკითხთა კომისიის წლიური სამუშაო გეგმის განსაზღვრის თაობაზე.
პროექტის წარმდგენი : მანანა ჭანია, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, იურიდიული და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე.
2. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის სამუშაო გეგმის თაობაზე.
პროექტის წარმდგენი : მანანა ჭანია, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, იურიდიული და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე.
3. სხვადასხვა