წალენჯიხის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრთან არსებული, მთავარი ბიბლიოთეკის წალენჯიხის ამერიკულ თაროს დღეს ამერიკის შეერთებული შტატების საქართველოს საელჩოს კულტურის ატაშე ივენ კალი და ამერიკული სივრცეების რეგიონული მრჩეველი ემი სმიტი სტუმრობდნენ.
შეხვედრას წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გიორგი კვარაცხელია ესწრებოდა.
ამერიკულ თაროში სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამები ხორციელდება. შეხვედრაზე ერთობლივად განსახორციელებელი სამომავლო პროექტები განიხილეს.