ცხელი ხაზი 599 647050

შეხვედრა ქალაქ ჯვარში, დევნილ მოქალაქეებთან.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი გუბა საჯაია,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძესთან, აფხაზეთის ა/რ იძლებით გადაადგილებულ პირთა მინისტრ დავით ფაცაციასთან, სამეგრელო-ზემო სვანეთის რწმუნებულთან დავით ვერავასთან, მერის პირველ მოადგილე ბესო ფარცვანიასთან, საკრებულოს თავმჯდომარე ცოტნე შონიასთან და საკრებულოს წევრებთან ერთად წალენჯიხის მუნიციპალიტეტის, ქალაქ ჯვარში დევნილ მოქალაქეებს შეხვდა, სადაც მათ საჭიროებებს გაეცნენ და აფხაზეთის მთავრობის მიერ განხორციელებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერეს.
ქალაქ ჯვარში, სარალიძის ქუჩა N1-ში, სადაც აფხაზეთიდან დევნილი 19 ოჯახი ცხოვრობს, სახურავის სრული რეაბილიტაცია ჩატარდა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს, დევნილთა კომპაქტური განსახლების ადგილებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს.
მოსახლეობასთან შეხვედრა დიალოგის რეჟიმში წარიმართა და სამომავლოდ დაგეგმილ პროექტებზეც ისაუბრეს.
ნოემბერი 2026
ოსოხპშკ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

მსგავსი ჩანაწერები

სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების მართვისა და ადმინისტრირების კომისიის მორიგი სხდომა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის გიორგი კვარაცხელიას თავმჯდომარეობით სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების მართვისა და ადმინისტრირების კომისიის სხდომა გაიმართა. კომისიამ მოქალაქეების მიერ

გაგრძელება

წალენჯიხელი პირველკლასელები „ჩემი პირველი ნერგის“ აქციას შეუერთდნენ

წალენჯიხელი პირველკლასელები „ჩემი პირველი ნერგის“ აქციას შეუერთდნენ, რომლის ფარგლებშიც 238-მა პირველკლასელმა პირველი ნერგი დარგო. პატარებთან ერთად ნერგების დარგვის პროცესში მონაწილეობა

გაგრძელება

წალენჯიხობა-გრანელობა საპატიო წალენჯიხელის დაჯილდოვების საზეიმო ცერემონიალით გაგრძელდა

წალენჯიხობა-გრანელობა საპატიო წალენჯიხელის დაჯილდოვების საზეიმო ცერემონიალით გაგრძელდა. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა გუბა საჯაიამ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ, მარტვილის, აბაშის, წალენჯიხისა

გაგრძელება