ცხელი ხაზი 599 647050

შეხვედრები საჩინოს ადმინისტრაციულ ერთეულში

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით დასახლებების საერთო კრებები და მოსახლეობასთან კონსულტაციები გრძელდება.
პროგრამის ფარგლებში შეხვედრები საჩინოს ადმინისტრაციულ ერთეულში გაიმართა.
შეხვედრებს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე – ბესიკ ფარცვანია, საკრებულოს წევრი,სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ნანა კეკუა და სხვა შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
2026 წელს, მუნიციპალიტეტში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 644 000 ლარი დაიხარჯება.
მოსახლეობის მიერ შერჩეული პრიორიტეტები:
ზედა-საჩინო გარე-განათებების მოწყობა ლეშელიე,ლეგულორდე,ლეშეროზიეს უბნებში;
წისქვილის რეაბილიტაცია ლეშელიეს უბანში.
საჩინო-გარეგანათებების მოწყობა;
წყალგაყვანილობის მილის რეაბილიტაცია;
სასმელი წყლის ავზის შეძენა;
სანიაღვრე არხების მოწყობა;
საბავშვო ბაღისთვის ეზოს სათამაშოების შეძენა.
კუხეში-საბავშვო ბაღში იატაკის მოწყობა-რეაბილიტაცია;
სანიაღვრე არხის მოწყობა; მოსაცდელის მშენებლობა.
ნაგურუ-სანიაღვრე არხის მოწყობა;
წისქვილის რეაბილიტაცია.
ჩქვალერი-სასაფლაოს შემოღობვა, ლეფიფიეში გარე-განათებების მოწყობა, ლებაღეში სანიაღვრე არხებისა და პანდუსის მოწყობა, ლეშეროზიეში გარე-განათებები,ლექუხილეში კი სანიაღვრე არხების მოწყობა.
საკონსულტაციო შეხვედრები 27 თებერვალს დასრულდება. შერჩეული პროექტები კი დასამტკიცებლად საკრებულოს წარედგინება.
ნოემბერი 2026
ოსოხპშკ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

მსგავსი ჩანაწერები

სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების მართვისა და ადმინისტრირების კომისიის მორიგი სხდომა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის გიორგი კვარაცხელიას თავმჯდომარეობით სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების მართვისა და ადმინისტრირების კომისიის სხდომა გაიმართა. კომისიამ მოქალაქეების მიერ

გაგრძელება

წალენჯიხელი პირველკლასელები „ჩემი პირველი ნერგის“ აქციას შეუერთდნენ

წალენჯიხელი პირველკლასელები „ჩემი პირველი ნერგის“ აქციას შეუერთდნენ, რომლის ფარგლებშიც 238-მა პირველკლასელმა პირველი ნერგი დარგო. პატარებთან ერთად ნერგების დარგვის პროცესში მონაწილეობა

გაგრძელება

წალენჯიხობა-გრანელობა საპატიო წალენჯიხელის დაჯილდოვების საზეიმო ცერემონიალით გაგრძელდა

წალენჯიხობა-გრანელობა საპატიო წალენჯიხელის დაჯილდოვების საზეიმო ცერემონიალით გაგრძელდა. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა გუბა საჯაიამ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ, მარტვილის, აბაშის, წალენჯიხისა

გაგრძელება