ცხელი ხაზი 599 647050

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან შეხვედრები და კონსულტაციები დასრულდა

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან შეხვედრები და კონსულტაციები დასრულდა.
მოსახლეობის მიერ პრიორიტეტების შერჩევის მიზნით გამართული საკონსულტაციო შეხვედრები და საერთო კრებები დღეს, 27 თებერვალს ოჭანეში, ქვედა ჯვარში, ნაკასა და ჯვარში გაიმართა.
შეხვედრებს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი გუბა საჯაია, მერის პირველი მოადგილე ბესიკ ფარცვანია, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე დარეჯან დადიანი და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ადგილობრივებმა ძირითად პრიორიტეტად შემდეგი პროექტები დაასახელეს:
ოჭანე-მინი-მოედნის მშენებლობა, ქვედა-ჯვარი-საბავშვო ბაღისთვის ფანჯრების შეცვლა, სანიაღვრე არხების მოწყობა, წისქვილის რეაბილიტაცია, ნაკა-საუბნო გზაზე ბეტონის საფარის მოწყობა, ჯვარი-პირველი საჯარო სკოლის ტერიტორიაზე სანიაღვრე არხისა და ცხაურების მოწყობა.
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში მცირე ინფრასტრუქტურული პროექტები ფინანსდება. მოსახლეობის მიერ შერჩეული პროექტები დასამტკიცებლად მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარედგინება.
დასახლებების საერთო კრებები და მოსახლეობასთან კონსულტაციები ყველა ადმინისტრაციულ ერთულში ჩატარდა.
ოქტომბერი 2026
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

მსგავსი ჩანაწერები

საჩინოს ადმინისტრაციულ ერთეულში უფასო სკრინინგ -აქცია ჩატარდა.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საჩინოს ადმინისტრაციულ ერთეულში უფასო სკრინინგ -აქცია ჩატარდა. კვლევები მოიცავდა: B და C ჰეპატიტების,აივ ინფექცია/შიდსის სკრინინგის კვლევები 18 წლისა

გაგრძელება

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ობუჯის, ზღვაიასა და ლიას დასახლებებში ახალი საბავშვო ბაღები გაიხსნა

დღეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ობუჯის, ზღვაიასა და ლიას დასახლებებში ახალი საბავშვო ბაღები გაიხსნა. ​ახალი საბავშვო ბაღები მუნიციპალიტეტის მერმა, დელეგატ ილია ინჯიასთან,

გაგრძელება

წალენჯიხაში ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვეს

წალენჯიხაში ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვეს. ​ნიკოლოზ შენგელაიას სახელობის წალენჯიხის კულტურის სახლში საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ და მუნიციპალიტეტის

გაგრძელება