ქალაქ ჯვარში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ამბულატორია გაიხსნა
ქალაქ ჯვარში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ამბულატორია გაიხსნა. ახალი სამედიცინო დაწესებულება ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ დაათვალიერა. მინისტრის განცხადებით, ახალი ამბულატორია რეგიონში პირველადი ჯანდაცვის განვითარების თვალსაჩინო მაგალითია.