ცხელი ხაზი 599 647050

ზედამხედველობის სამსახური

ილია გულუა - წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახური

Email: iliagulua777@gmail.com

ტელეფონი: 597 98 42 00

 

 

განათლება: უმაღლესი

 1995-99 წ. დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
სპეციალობა: საერთაშორისო ბიზნესის,ბიზნეს სამართალი.

სამუშაო გამოცდილება:

2023 წლიდან მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მ/შ

2008-10 წწ. საქართველოს ეროვნული გვარდიის ოცეულის მეთაური.
2014-17 წწ. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე.
2018 წლიდან ზედამხედველობის სამსახურის უფროსი სპეციალისტი.

ენები:

ქართული, რუსული,ინგლისური.

კომპიუტერული პროგრამები:

Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office PoverPoint,Internet Explorer,Windous7

ზედამხედველობის სამსახურის ამოცანები და ფუნქციები

1. სამსახურის ამოცანებია ამ დებულებით მის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ სფეროებში დადგენილი წესების დაცვაზე ინსპექტირების განხორციელება, დარღვევათა გამოვლენა და კანონმდებლობის შესაბამისად მათზე რეაგირება, დარღვევათა თავიდან ასაცილებლად პრევენციულ ღონისძიებათა დაგეგმვა და განხორციელება.

2. სამსახურის ფუნქციებია:

ა) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის დადგენილი წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენა, დარღვევით მშენებარე ობიექტების შეჩერება ან/და დემონტაჟი, საჯარიმო სანქციების გამოყენება;

ბ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სამშენებლო, სარემონტო და საავარიო სამუშაოების წარმოების წესების დაცვაზე (სამშენებლო და სარემონტო ტერიტორიების შემოღობვა, მიწისქვეშა კომუნიკაციათა ჩაწყობა-გადაკეთებისა და მიწის გათხრასთან დაკავშირებული სხვა სამუშაოების ჩატარება, სამუშაოების დამთავრების შემდეგ ობიექტის კეთილმოწყობა-მოწესრიგება და სხვა), მუნიციპალიტეტის დაზიანებული ქუჩებისა და მაგისტრალების მოწესრიგების ღონისძიებათა დროულ და ხარისხიან შესრულებაზე კონტროლის დაწესება;

გ) უკანონო, უსახური და ამორტიზებული ჯიხურების, პავილიონების, მცირე არქიტექტურული ფორმის მანქანა-დანადგარების, დახლების, სხვადასხვა კონსტრუქციების, სტელაჟების, სარეკლამო და საინფორმაციო სტენდების, დაფების, აბრების, აფიშების, პლაკატებისა და სხვა სარეკლამო ატრიბუტების უკანონო განთავსების ფაქტების გამოვლენა, მათი აღკვეთისა და სადემონტაჟო ღონისძიებების განხორციელება;

დ) რეკლამის, აბრის განთავსების წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენა. მათ დადგენილ წესებთან შესაბამისობაში მოყვანაზე კონტროლის განხორცილება, აგრეთვე, რეკლამაზე, აბრაზე სახელმწიფო ენის დაცვის მოთხოვნებისა და ტრანსლიტერაციის შესაბამისობაზე კონტროლი;

ე) საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვის, გარე ვაჭრობისა და ავტოტრანსპორტის პარკირების დადგენილი წესის დარღვევის ფაქტების გამოვლენა და მათ შესრულებაზე კონტროლი;

ვ) საქართველოს კანონით ,,ნარჩენების მართვის კოდექსი“ გათვალისწინებული ცალკეული სამართალდარღვევების გამოვლენა და კონტროლი;

ზ) აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ზღვრის გადაჭარბებისა და პიროტექნიკური ნაკეთობის გამოყენების ფაქტების გამოვლენა და კონტროლი;

თ) საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, დამრღვევი ფიზიკური ან/და იურიდიული პირების მიმართ „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“, საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, საქართველოს კანონით „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“ და საქართველოს კანონით „ნარჩენების მართვის კოდექსი“ დადგენილი ზომების განხორციელება;

ი) მშენებარე, რეკონსტრუქციაში მყოფი, ლანდშაფტური და მცირე არქიტექტურული ფორმების ინსპექტირება;

კ) მშენებლობადამთავრებული ობიექტების ექსპლუატაციაში მიღება;

ლ) კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში გარემოსდაცვითი კანონმდებლობის შესრულებაზე კონტროლი.

 

სამსახურის დებულების გადმოწერა

 

ზედამხედველობის სამსახურიპირველადი სტრუქტურული ერთეულის
ხელმძღვანელი-
სამსახურის უფროსი
რეაგირებისა და მონიტორინგის განყოფილებამეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი- განყოფილების უფროსიილია გულუა599 098870
რეაგირებისა და მონიტორინგის განყოფილება I კატეგორიის უფროსი სპეციალისტილევან ბელქანია595 761481
რეაგირებისა და მონიტორინგის განყოფილება II კატეგორიის უფროსი სპეციალისტიგიორგი კაკაჩია599 857097
რეაგირებისა და მონიტორინგის განყოფილება III კატეგორიის უფროსი სპეციალისტილევან ჟვანია591 929986
საორგანიზაციო და სამშენებლო ინსპექტირების განყოფილებამეორადი სტრუქტურული ერთეულის
ხელმძღვანელი- განყოფილების უფროსი
ჯემალ კვარაცხელია599 857140
საორგანიზაციო და სამშენებლო ინსპექტირების განყოფილება I კატეგორიის უფროსი სპეციალისტიაზა სახოკია595 506792
საორგანიზაციო და სამშენებლო ინსპექტირების განყოფილება II კატეგორიის უფროსი სპეციალისტივლადიმერ ზარქუა597 539779
საორგანიზაციო და სამშენებლო ინსპექტირების განყოფილება I კატეგორიის უმცროსი სპეციალისტილევან ეგია591 934599