ცხელი ხაზი 599 647050

საფინანსო – საბიუჯეტო  სამსახური

თეა სარია - წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საფინანსო - საბიუჯეტო  სამსახური

დაბადების  თარიღი1976 წ.

Email: teasaria@gmail.com

ტელეფონი599 85 71 17

განათლებაუმაღლესი

სპეციალობაეკონომისტი

ბიოგრაფია

1994-1998 წწ. თბილისის საფინანსო-იურიდიული აკადემია. სპეციალობა-ეკონომისტი, ფინანსები და  საბანკო საქმე.
ენები: ქართული,ინგლისური, რუსული.

სამუშაო გამოცდილება:

2019 წლიდან საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი.

2006 წ. წალენჯიხის  მუნიციპალიტეტის გამგეობის სახაზინო  მომსახურებისა და  შემოსავლების  განყოფილების  უფროსი

2018 წ.  საფინანსო  განყოფილების  უფროსი.

ტრენინგები: 2017 წ. ა.ი.პ. საქართველოს ადგილობრივი  ერთეულების  ფინანსისტთა  ასოციაცია-პროგრამული ბიუჯეტი.
ა.ი.პ. საქართველოს ადგილობრივი ერთეულების ფინანსისტთა  ასოციაცია-ბუღალტერია
ფინანსთა სამინისტროს აკადემია-ბიუჯეტის მართვის ელექტრონული სისტემა, სახაზინო  მომსახურების სისტემა.

კომპიუტერული პროგრამები: MICROSOFT OFFICE WORD,MICROSOFT OFFICE EXCEL,ORIS,MICROSOFT OFFICE ACCESS

 

 

სამსახურის ფუნქციები

1. სამსახურის ძირითადი ამოცანებია:
ა) წალენჯიხის მუნიციპალიტეტის პრიორიტეტების დოკუმენტისა (შემდგომში– პრიორიტეტის
დოკუმენტი) და ბიუჯეტის პროექტების (ასევე ცვლილებები) შემუშავება, ბიუჯეტის შესრულების
ანგარიშის მომზადება;
ბ) წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის (შემდგომში– ბიუჯეტი) შემოსულობების შესრულების
ანალიზი, შესაბამისი ინფორმაციებისა და წინადადებების მომზადება;
გ) ბიუჯეტის გადასახდელების, აგრეთვემუნიციპალიტეტის საბიუჯეტომოწყობასთან დაკავშირებულ
მონაცემთა ბაზის ფორმირება და მონაცემთა ანალიზი;
დ) წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის (შემდგომში– მერი) წინაშე წინადადების წარდგენა,
ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის მიზნით;
ე) სტატისტიკის ეროვნული ბიუროს მოთხოვნის შესაბამისად სტატისტიკური ინფორმაციის
მომზადება და წარდგენა.
2. სამსახური, თავისი საქმიანობის ძირითადი ამოცანებიდან გამომდინარე, ასრულებს შემდეგ
ფუნქციებს:
ა) ადგენს ბიუჯეტის პროექტს, რისთვისაც:
ა.ა)
პრიორიტეტების დოკუმენტისა და ბიუჯეტის პროექტების ფორმირების მიზნით,
განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ ამზადებს შესაბამისი აქტის პროექტს, რომლითაც
განისაზღვრება წარსადგენი ინფორმაციის ნუსხა და წარდგენის ვადები;
ა.ბ) მერიის სტრუქტურულ ერთეულებთან და მერიისადმი დაქვემდებარებულ დაწესებულებებთან
ერთად, ამზადებს პრიორიტეტების დოკუმენტის პროექტს;
ა.გ) უზრუნველყოფს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საბიუჯეტო ორგანიზაციებიდან (შემდგომში
საბიუჯეტო ორგანიზაციები) განაცხადის ფორმებისა და კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი
ინფორმაციის (მონაცემების) მიღება-დამუშავებას, განხილვას, საჭიროების შემთხვევაში, ბიუჯეტის
პროექტში შეტანამდე ამზადებს წინადადებებს მათ დასაზუსტებლად;
ა.დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს შემოსულობებისპროგნოზირებას საქართველოს
ფინანსთა სამინისტროსა და შესაბამის სამსახურებთან კოორდინაციით;
ა.ე) მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე ადგენს ბიუჯეტის პროექტს, რომელიც მოიცავს:
http://www.matsne.gov.ge
19002002035104016623
ბიუჯეტის შემოსულობების საერთო თანხას, ადგილობრივ ბიუჯეტში ჩასარიცხ მოსაკრებლებს,
სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისაღებ ფინანსურ დახმარებასა და სხვა შემოსულობებს გადასახადების
წყაროების გამოყოფით და გადასახდელების საერთო თანხას საბიუჯეტო ასიგნებების მხარჯავ
დაწესებულებებსა და საბიუჯეტო ორგანიზაციებზე,დასაფინანსებელ პროგრამებსა დაღონისძიებებზე
განაწილებით, ქვეყანაში მოქმედი საბიუჯეტო კლასიფიკაციების შესაბამისად;
ა.ვ) სამსახური, კანონით დადგენილ ვადებში, ბიუჯეტის პროექტს საკრებულოს შესაბამის
დადგენილების პროექტთან ერთად განსახილველად წარუდგენს მერს;
ა.ზ) დადგენილი წესისთანახმად,ამზადებსწალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს(შემდგომში– საკრებულო) დადგენილების პროექტს ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის თაობაზე და მოქმედი
კანონმდებლობის შესაბამისად– მასალებს საბიუჯეტო ორგანიზაციებისა და მხარჯავი
დაწესებულებებისათვის გამოყოფილი ასიგნებების გადანაწილების შესახებ, განწერაში ცვლილების
შესატანად;
ა.თ) საჭიროების შემთხვევაში ამზადებს წინადადებებს, გასული წლის საბიუჯეტო სახსრების
თავისუფალი ნაშთის მიმდინარე წელს გამოყენების თაობაზე;
ა.ი) ადგენს დამტკიცებული ბიუჯეტის შემოსულობებისა და გადასახდელების განწერას კვარტალების
მიხედვით;
ა.კ) უზრუნველყოფს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურიდან შემოსულობების
შესახებ მიღებული ინფორმაციის დამუშავებას;
ა.ლ) უზრუნველყოფს სახელმწიფო ხაზინის ელექტრონული მომსახურების სისტემის (E-Treasury)
მეშვეობით ფინანსური ოპერაციების განხორციელებას;
ა.მ) მერის გადაწყვეტილების საფუძველზე, რომელიც მოიცავს ინფორმაციას თანხის ოდენობისა და
მიზნობრიობის შესახებ, ახორციელებს სარეზერვო ფონდიდან სახსრების გამოყოფას;
ა.ნ) კანონმდებლობით დადგენილ ვადაში ახორციელებს შესაბამისი სამსახურებისა და ბიუჯეტის
დაფინანსებაზე მყოფი დაწესებულებების მხრიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ბიუჯეტის
შესრულების კვარტალური და წლიური ანგარიშის მომზადებას;
ა.ო) არაფინანსური და ფინანსური აქტივების (ვალდებულებების), ასევე დებიტორული და
კრედიტორული დავალიანებების ინვენტარიზაციის ჩატარებაში მონაწილეობა და ინვენტარიზაციის
შედეგად გამოვლენილი მონაცემების აღრიცხვაში სათანადოდ ასახვა;
ა.პ) უზრუნველყოფს კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების დადგენილი ვადების დაცვით
მომზადებას;
ა.ჟ)
უწევს მეთოდოლოგიურ დახმარებას, მისი კომპეტენციის ფარგლებში, საბიუჯეტო
ორგანიზაციებსა და ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ სხვა ორგანიზაციებს საბუღალტრო აღრიცხვა
ანგარიშგების გაუმჯებესებისა და მათთვის ბიუჯეტით გამოყოფილი სახსრების ხარჯვის დროს
კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების სწორად განხორციელების საკითხებზე;
ა.რ) უზრუნველყოფს სამსახურში შექმნილი დოკუმენტების არქივისათვის გადაცემას.
3. სამსახურს უფლება აქვს:
ა)
სამსახურის ფუნქციებს მიკუთვნებული საკითხების შესასრულებლად მოითხოვოს და
შეუფერხებლად მიიღოს მერიის სტრუქტურული ერთეულებიდან, საბიუჯეტოდაწესებულებებისაგან,
მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული ორგანიზაციებისაგან და შესაბამისი სახელმწიფო
ინსტანციებიდან ბიუჯეტის შედგენა-შესრულების პროცესთან დაკავშირებული მონაცემები,
საჭიროების შემთხვევაში ცალკეული საკითხების განხილვისა და დამუშავებისთვის მოიწვიოს მათი
წარმომადგენლები, სპეციალისტები და მოსთხოვოს საჭირო ინფორმაცია;
http://www.matsne.gov.ge
19002002035104016623
ბ) დამატებითი შემოსავლის მიღების მიზნით გახსნას მიმდინარე ან/და სადეპოზიტო ანგარიშები
კომერციულ ბანკებში.
4. სამსახურის მოვალეობაა:
ა) საქმიანობის ძირითადი მიზნებიდან და ფუნქციებიდან გამომდინარე გაწეული მუშაობის შესახებ,
დადგენილი წესით წარუდგინოს პროექტები, ანგარიშები და სხვა სახის ინფორმაციები მერს,
საკრებულოს და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს;
ბ) განიხილოს დაწესებულებებიდან და ორგანიზაციებიდან, სხვადასხვა უწყებიდან მიღებული
წერილები, ინფორმაციები, მოთხოვნები და მოქალაქეთა განცხადებები და საჩივრები, საკუთარი
კომპეტენციის ფარგლებში მოამზადოს შესაბამისი მასალები, წინადადებები, დასკვნები და პასუხები
მოქმედი კანონმდებლობის დაცვით.

საბიუჯეტო დაგეგმვის და ანალიზის
განყოფილება
მეორადი სტრუქტურული ერთეულის
ხელმძღვანელი-
განყოფილების უფროსი
გიორგი ლემონჯავა
ფინანსური ვალდებულებების მართვის, ანგარიშგების და საბუღალტრო აღრიცხვის განყოფილებამეორადი სტრუქტურული ერთეულის
ხელმძღვანელი-განყოფილების უფროსი
ილია სალია
სახაზინო მომსახურების და შემოსულობების ანალიზის განყოფილებამეორადი სტრუქტურული ერთეულის
ხელმძღვანელი-განყოფილების უფროსი
ნანა კვარაცხელია

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

სხვა სამსახურები

სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახური

გელა სალია  სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახური სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი Email: gelasalia@gmail.com ტელეფონი: 599 85 71 18

გაგრძელება