ცხელი ხაზი 599 647050

კულტურისა და სოციალური სამსახური

ლაშა ზარქუა - კულტურისა და სოციალური სამსახურის უფროსი

Email: lashazarkua@gmail.com

ტელეფონი: 591 78 00 77

განათლება: უმაღლესი

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

დაბადების თარიღი: 28.04.1974

განათლება და აკადემიური ხარისხი:

1991 – 07.1995 წწ. ქ.თბილისის ბუნებათსარგებლობის ინსტიტუტი
ეკოლოგ -მენეჯერი, რეგიონის ეკონომიკური მართვა
მაგისტრთან გათანაბრებული

მოვალეობები:

01.2012 – 25.02.2013 წწ. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი.
05.2009- 05.01.2012 წწ. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსი.
02.2009 – 28.05.2009 წწ. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსის მ.შ
10.2007- 10.02.2009 წწ. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსი.
03.2007 – 18.10.2007წწ. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსის მ.შ.
01.2007- 01.03.2007 წწ. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტისა დაახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსი.
10.2005 – 06.12.2006 წწ. წალენჯიხის რაიონის გამგეობის მთავარი სპეციალისტი ახალგაზრდობის საქმეთა საკითხებში
07.2002 – 05.07.2004წწ. ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის წალენჯიხის რაიონული განყოფილების გამგე, საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტი.
06.1999 -28.06.2002 წწ. წალენჯიხის რაიონის გამგებლის თანაშემწე.

ენები:

ქართული (მეტყველება: C2, წერა: C2) ინგლისური (მეტყველება: B1, წერა: B1) რუსული
(მეტყველება: B2, წერა: B1)

კომპიუტერული პროგრამები:

Microsoft Office Word (ძალიან კარგი), Microsoft Office Excel (ძალიან კარგი), Microsoft
Office PowerPoint (ძალიან კარგი)

სამსახურის ამოცანები და ფუნქციები

სამსახურის ამოცანებია:
ა) ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და დასაქმების მუნიციპალური პროგრამების შემუშავება და განხორციელება;
ბ) სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს კანონმდებლობით მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებულ უფლებამოსილებათა განხორციელების ხელშეწყობა;
გ) ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის ღონისძიებების განხორციელება მუნიციპალიტეტის მერიის საკუთარი და დელეგირებული უფლებამოსილებების ფარგლებში.
დ) „სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ღონისძიებების განხორციელება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე.
ე) კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმის, ახალგაზრდულ საქმეთა და ძეგლთა დაცვის განვითარების მუნიციპალურ პროგრამათა შემუშავება, კოორდინაცია, განხორციელება და მონიტორინგი მათ შესრულება/მიმდინარეობაზე;
ვ) კულტურის, განათლების (მათ შორის, ადრეული და სკოლამდელი განათლების) და სპორტის სფეროში მუნიციპალიტეტის მიერ შექმნილი დაწესებულებების საქმიანობის კოორდინაცია და მათ საქმიანობაში გამოყენებული, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ობიექტების მართვა;
ზ) წინადადებების შემუშავება სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ სფეროში კერძო სამართლის სამეწარმეო და არასამეწარმეო იურიდიული პირების დაფუძნების, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის საკითხებზე;
თ) კულტურულ-საგანმანათლებლო, სპორტულ და ახალგაზრდულ ღონისძიებათა ჩატარების, ხალხური შემოქმედების, თეატრალური, მუსიკალური, მხატვრული და ხელოვნების სხვა დარგების განვითარების ხელშეწყობა, გასატარებელ ღონისძიებათა დაგეგმვა;
ი) მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი კულტურის, განათლების, სასპორტო ინფრასტრუქტურის ობიექტების რეაბილიტაციისა და განვითარებისთვის აუცილებელი პროგრამების მომზადება და დამტკიცებულ პროგრამათა განხორციელების კოორდინაცია;
კ) სამსახურის სფეროს მიკუთვნებულ კულტურის, საგანმანათლებლო, სასპორტო და ახალგაზრდულ დაწესებულებაში მონიტორინგის ჩატარება და წინადადებების შემუშავება მათი ფუნქციონირებისთვის საჭირო პირობების შესაქმნელად;
ლ) სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ სფეროში განსახორციელებელი საქმიანობის უზრუნველყოფის მიზნით შექმნილი მუნიციპალიტეტის კერძო სამართლის იურიდიული პირების სამუშაო გეგმების, პროგრამებისა და ბიუჯეტის პროექტების განხილვა-შეთანხმებას, ბიუჯეტის ხარჯვის მიზნობრიობის შეფასებას და საჭიროების შემთხვევაში სათანადო რეკომენდაციებისა და წინადადებების მომზადებას;
მ) შესაბამის უწყებებთან კოორდინირებით სოციალურად დაუცველთა კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტების შემუშავება-ორგანიზება;
ნ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული შესაბამისი სფეროს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების საქმიანობის კოორდინაცია;
ო) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისა და ახალგაზრდების საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩაბმის ხელშეწყობისთვის აუცილებელი პროექტების შემუშავება ან/და წარმოდგენილ პროექტებში მონაწილეობის მიღება;
პ) განათლების, კულტურის და კულტურული მემკვიდრეობის სფეროში საინვესტიციო და საქველმოქმედო საქმიანობის განხორციელების ხელშეწყობა;
ჟ) სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებული საინფორმაციო-საგამომცემლო საქმიანობის ხელშეწყობა;
რ) მისი საქმიანობის სფეროსთან დაკავშირებით საქართველოში მოქმედ ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობა, ამ სფეროს განვითარების მიზნით თანამშრომლობის განმტკიცება;
ს) გენდერული თანასწორობის მდგომარეობის შესწავლისა და გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვაში მონაწილეობის მიღება;

სამსახურის ძირითადი ფუნქციებია:
ა) უმუშევართა რეგისტრაცია, მათი პროფესიული გადამზადებისა და სოციალური რეაბილიტაციის ხელშეწყობა;
ბ) წინადადებების შემუშავება, სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ სფეროში (სფეროებში) განსახორციელებელი საქმიანობის უზრუნველყოფის მიზნით შექმნილი მუნიციპალიტეტის იურიდიული პირების საქმიანობის კოორდინაცია მათი სამუშაო გეგმების, პროგრამებისა და ბიუჯეტის პროექტების განხილვა-შეთანხმება, ბიუჯეტის ხარჯვის მიზნობრიობის შეფასება და საჭიროების შემთხვევაში სათანადო რეკომენდაციებისა და წინადადებების მომზადება;
გ) უსახლკაროთა რეგისტრაცია და მათი თავშესაფრით უზრუნველყოფისათვის სათანადო წინადადებების შემუშავება;
დ) წინადადებების და პროგრამების შემუშავება უმწეო კატეგორიას მიკუთვნებულ მოქალაქეთათვის სოციალური პროგრამით გათვალისწინებული კვებით უზრუნველყოფისა და სხვა სახის სოციალური მომსახურების გაწევა და კონტროლი მათ განხორციელებაზე;
ე) წინადადებების შემუშავება, სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე დამტკიცებული წესების, სტანდარტების დანერგვა, დაცვა, დამტკიცებული სახელმწიფო და ადგილობრივი (მუნიციპალური) პროგრამების ხელშეწყობა;
ვ) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით შრომის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ვეტერანთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საქმიანობაში არსებული სისტემის, დაფინანსების საკითხებისა და სამართლებრივი ურთიერთობების საზოგადოებისთვის მიწოდება;
ზ) მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობის, სოციალური დაცვის, სოციალური ინფრასტრუქტურის ობიექტების რეაბილიტაციისა და მათი განვითარების პროგრამების შემუშავება და მათი განხორციელების კოორდინაცია;
თ) მოსახლეობის ეპიდკეთილსაიმედო მდგომარეობის უზრუნველყოფის მიზნით, გარემოს ფაქტორთა და მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგი, ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრების ხელშეწყობა;
ი) დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროში გასატარებელ ღონისძიებათა შემუშავება და მათი განხორციელების კოორდინაცია;
კ) ჯანმრთელობის დაცვის, სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური მომსახურების, მუნიციპალურ პროგრამათა განხორციელება;
ლ) მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის, მასზე სოციალური გავლენის პირობების შესწავლა და შესაბამის ღონისძიებათა დაგეგმვა;
მ) ჯანმრთელობის დაცვისა და სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური მომსახურების მუნიციპალურ პროგრამათა პროექტების მომზადება და დამტკიცებულ პროგრამათა განხორციელებისათვის ხელშეწყობა;
ნ) სოციალურად დაუცველი პირების აღრიცხვა, მათზე სოციალური დახმარების და სხვა სახის შეღავათების დაწესების შესახებ წინადადებების მომზადება;
ო) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სოციალური დაცვისა და დემოგრაფიის ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებისათვის ხელშეწყობა;
პ) სამზრუნველო ქსელის განვითარება, თავშესაფრის მოწყობის ორგანიზება და მოსახლეობის ადაპტაციისათვის საჭირო ღონისძიებების გატარება;
ჟ) იმ პირთა აღრიცხვის ორგანიზება, რომელთა დახმარებაც ხდება ადგილობრივი ბიუჯეტიდან;
რ) ჯანმრთელობის, სოციალური დაცვის, მოსახლეობის შრომითი მოწყობის და უმუშევართა დახმარების მუნიციპალურ პროგრამათა პროექტების მომზადება და დამტკიცებულ პროგრამათა განხორციელება;
ს) ღონისძიებათა დაგეგმვა დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნის მიზნით;
ტ) შრომითი ბაზრის ანალიზი და შესაბამისი წინადადებების მომზადება;
უ) დევნილთა და იძულებით გადადგილებულ პირთა აღრიცხვა;
ფ) დევნილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა პრობლემების შესწავლა, მათი განზოგადება,
შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა, მათი სოციალური უფლებების დაცვა, შესაბამისი მუნიციპალური პროგრამების შემუშავება და განხორციელება;
ქ) ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა, მათთან გათანაბრებულ პირთა და შესაბამისი კატეგორიის მოქალაქეთა სააღრიცხვო-საინფორმაციო ბაზის შექმნა და წარმოება;
ღ) ვეტერანთა და მათი ოჯახის წევრთა მუნიციპალური სოციალური პროგრამების შემუშავება და განხორციელებაში მონაწილეობის მიღება;
ყ) საქართველოს კანონით „ბავშვის უფლებათა კოდექსი“ გათვალისწინებული ბავშვის უფლებების დაცვის ღონისძიებების განხორციელება, საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში;
შ) საქართველოს კანონით „ბავშვის უფლებათა კოდექსი“ გათვალისწინებული ბავშვის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამების განხორციელება, განხორციელების პროცესის მონიტორინგი და შეფასება დელეგირებული უფლებამოსილებების ფარგლებში;
ჩ) ბავშვის მხარდაჭერის მუნიციპალური პროგრამების მომზადება, მათი განხორციელება, განხორციელების პროცესის მონიტორინგი და შეფასება;
ც) „სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბავშვთა დაცვისა და მხარდაჭერის სოციალური მუშაკის ქსელის შექმნა და სამოქმედო უბნების განსაზღვრა;
ძ) სოციალური მუშაობის ჩატარება, მუნიციპალიტეტის სამოქმედო ტერიტორიაზე, „სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 56-ე მუხლით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში;
წ) ბავშვის დაცვისა და მხარდაჭერის მუნიციპალური და სახელმწიფო პროგრამების განხორციელების მიზნით კოორდინირებული მუშაობა შესაბამის სახელმწიფო დაწესებულებებთან, კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან;
ჭ) არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ განსახორციელებელი ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამების განხორციელების კოორდინაცია;
ხ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამოვლენა, შესაბამისი ოქმების შედგენა, სახდელის შეფარდება, ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვაზე უფლებამოსილი ორგანოსათვის გადაგზავნა;
ჯ) ბავშვის უფლებების დაცვის პროგრამების განხორციელების მიზნით შესაბამისი კერძო სამართლის იურიდიული პირების შერჩევის, მათი რეგისტრაციისა და სახელშეკრულებო პირობების განსაზღვრის პროცესის უზრუნველყოფა;
ჰ) ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის დამტკიცებული პროგრამების შესაბამისად სტატისტიკური ინფორმაციის წარმოება; ბავშვთა დაცვისა და მხარდაჭერის მონაცემთა ერთიანი ბაზის
შექმნა და წარმოება.

სამსახურის დებულების გადმოწერა

კულტურისა და სოციალური დაცვის სამსახურიპირველადი სტრუქტურული ერთეულის
ხელმძღვანელი-
სამსახურის უფროსი
ლაშა ზარქუა591 780077
ჯანდაცვის,სოციალური მომსახურების, დევნილთა და ბავშვთა უფლებების დაცვის მხარდაჭერის განუოფილებამეორადი სტრუქტურული ერთეულის
ხელმძღვანელი-
განყოფილების უფროსი
მერაბ შონია599 857110
ჯანდაცვის,სოციალური მომსახურების, დევნილთა და ბავშვთა უფლებების დაცვის მხარდაჭერის განუოფილება I კატეგორიის უფროსი სპეციალისტიგიორგი ანთია596 124411
ჯანდაცვის,სოციალური მომსახურების, დევნილთა და ბავშვთა უფლებების დაცვის მხარდაჭერის განუოფილება I კატეგორიის უფროსი სპეციალისტიციალა კვარაცხელია599 857155
ჯანდაცვის,სოციალური მომსახურების, დევნილთა და ბავშვთა უფლებების დაცვის მხარდაჭერის განუოფილება I კატეგორიის უფროსი სპეციალისტიმანანა კაკაჩია599 857115
ჯანდაცვის,სოციალური მომსახურების, დევნილთა და ბავშვთა უფლებების დაცვის მხარდაჭერის განუოფილება II კატეგორიის უფროსი სპეციალისტირუდიკ ჟვანია599 857091
ჯანდაცვის,სოციალური მომსახურების, დევნილთა და ბავშვთა უფლებების დაცვის მხარდაჭერის განუოფილება III კატეგორიის უფროსი სპეციალისტინათია კვარაცხელია595 034785
ჯანდაცვის,სოციალური მომსახურების, დევნილთა და ბავშვთა უფლებების დაცვის მხარდაჭერის განუოფილება III კატეგორიის უფროსი სპეციალისტიმარი მოლაშხია591 019727
ჯანდაცვის,სოციალური მომსახურების, დევნილთა და ბავშვთა უფლებების დაცვის მხარდაჭერის განუოფილება I კატეგორიის უმცროსი სპეციალისტივინარი აბრალავა595 034785
ახალგაზრდულ საქმეთა, სპორტისა და ტურიზმის განყოფილებამეორადი სტრუქტურული ერთეულის
ხელმძღვანელი-
განყოფილების უფროსი
სოფია ბერაძე551 504458
ახალგაზრდულ საქმეთა, სპორტისა და ტურიზმის განყოფილება I კატეგორიის უფროსი სპეციალისტიზაზა გოგოხია595 239797
ახალგაზრდულ საქმეთა, სპორტისა და ტურიზმის განყოფილება II კატეგორიის უფროსი სპეციალისტიოლღა შამუგია591 912161
კულტურის,განათლებისა და ძეგლთა დაცვის განყოფილებამეორადი სტრუქტურული ერთეულის
ხელმძღვანელი-
განყოფილების უფროსი
თეა ქარჩავა599 857107
კულტურის,განათლებისა და ძეგლთა დაცვის განყოფილება I კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
კულტურის,განათლებისა და ძეგლთა დაცვის განყოფილება I კატეგორიის უფროსი სპეციალისტინანა მოლაშხია599 857108
კულტურის,განათლებისა და ძეგლთა დაცვის განყოფილება II კატეგორიის უფროსი სპეციალისტიზაურ სამუშია599 857177
კულტურის,განათლებისა და ძეგლთა დაცვის განყოფილება I კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი