ნანა უბილავა – შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი
Email: ubilava66@gmail.com
ტელეფონი: 555 33 61 03
განათლება: უმაღლესი
სამუშაო გამოცდილება:
1990 წელი წალენჯიხის რაიკომის საფინანსო განყოფილების სპეციალისტი
1990-1994წალენჯიხის საგადასახადო ინსპექციის საგადასახადო დაბეგვრის შემოწმების წარმომადგენელი.
2022 წლიდან შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი.
1997-2004 გადამხდელთა მომსახურების განყოფილების უფროსი.
2004-2008 ფოთის საგადასახადო ინსპექციის უფროსი ინსპექტორი.
2011-2013 ფინანსთა სამინისტროს , შემოსავლების სამსახურის საგადასახადო დეპარტამენტის ც კატეგორიის ალტერნატიული აუდიტორი.
2013 წლიდან შიდა აუდიტის განყოფილების უფროსი.
სამსახურის ამოცანები და ფუნქციები
1. სამსახური ახორციელებს დაწესებულების საქმიანობის გაუმჯობესებისკენ, მისი მიზნების მიღწევის უზრუნველყოფისა და მისი ამოცანების სრულყოფილად შესრულებისკენ მიმართულ დამოუკიდებელ, ობიექტურ, მარწმუნებელ და საკონსულტაციო საქმიანობას, რომელიც სისტემატიზებული, დისციპლინებული და ორგანიზებული მიდგომით აფასებს და აუმჯობესებს რისკის მართვის, კონტროლისა და მმართველობითი პროცესების ეფექტიანობას;
2. სამსახურის ამოცანას წარმოადგენს მერი უზრუნ¬ველყოს ინფორმაციით დაწესებულებაში არსებული მართვისა და კონტროლის მექანიზმების ადეკვატურობის, ეკონომიურობის, ეფექტიანობის, მოქმედ სტანდარტებთან და საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის შესახებ.
სამსახურის ძირითადი ფუნქციებია:
1. სამსახური ეხმარება დაწესებულებას მიზნების მიღწევაში შემდეგი საქმიანობების განხორციელებით:
ა) დაწესებულების წინაშე არსებული რისკების მართვის ხარისხის შეფასება;
ბ) ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ადეკვატურობისა და ეფექტიანობის შეფასება;
გ) დაწესებულების საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან, არსებულ წესებთან და მარეგულირებელ აქტებთან შესაბამისობის შეფასება;
დ) დაწესებულების საქმიანობის ეკონომიურობის, ეფექტიანობისა და პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება;
ე) ფინანსური და სხვა ინფორმაციის სანდოობის, სიზუსტისა და სისრულის შეფასება;
ვ) დაწესებულების აქტივების, სხვა რესურსებისა და ინფორმაციის ადეკვა¬ტურად დაცულობის შეფასება;
ზ) სხვა საქმიანობები, რომლებიც გამომდინარეობს დაწესებულების საქმიანობის სპეციფიკიდან და არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, „სახელმწიფო შიდა ფინასური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებს და შიდა აუდიტორის დამოუკიდებლობის პრინციპებს.
2. სამსახური, შესაბამისი მეორადი სტრუქტურული ერთეულების (განყოფილებების) მეშვეობით, ახორციელებს გაცემული რეკომენდაციების შესრულების უწყვეტ მონიტორინგს და შესაბამის ანგარიშგებას, რაც წარმოადგენს შიდა აუდიტის განუყოფელ და უმნიშვნელოვანეს ეტაპს.
3. რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგი ხორციელდება შიდა აუდიტის განყოფილების მიერ - შიდა აუდიტორული შემოწმების ფარგლებში ან/და აუდიტის რეკომენდაციებისა და მონიტორინგის განყოფილების მიერ - ცალკე მონიტორინგის განხორციელების სახით.
4. სამსახური აწარმოებს სამუშაო დოკუმენტაციის (მიმოწერა, ანგარიშები, რეკომენდაციები, შემუშავებული პროექტები, სხვა სახის კორესპონდენცია და ა.შ.) სისტემატიზაციას (ფიზიკური ან/და ელექტრონული ფორმით, ქრონოლოგიური, თემატური ან სხვა ნიშნით) და შენახვას. დოკუმენტაციის სისტემატიზაციის მიზანია საჭიროების შემთხვევაში, ჩატარებული აუდიტორული შემოწმებისა და მონიტორინგის შედეგების ამსახველი და სხვა ცალკეული დოკუმენტის დროული მოძიება, სამსახურებრივი ანგარიშების მომზადებისა და სტატისტიკის წარმოების გამარტივება, სამსახურის ფუნქცია - მოვალეობების შესრულების ხელშეწყობა და გაადვილება.
| შიდა აუდიტის სამსახური | პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი- სამსახურის უფროსი | ნანა უბილავა | 599 442890 |
| შიდა აუდიტის განყოფილება | მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი- განყოფილების უფროსი | ბაჩანა ფიფია | 511 432595 |
| შიდა აუდიტის განყოფილება | I კატეგორიის უფროსი სპეციალისტი | ანდრია ცანავა | 574 835051 |
| შიდა აუდიტის განყოფილება | II კატეგორიის უფროსი სპეციალისტი | მანუჩარ კაკაჩია | 595 952972 |
| აუდიუტის რეკომენდაციებისა და მონიტორინგის განყოფილება | მეორადი სტრუქტურული ერთეულის ელმძღვანელი- განყოფილების უფროსი | თეიმურაზ შანავა | 599 857179 |
| აუდიუტის რეკომენდაციებისა და მონიტორინგის განყოფილება | II კატეგორიის უფროსი სპეციალისტი | მანანა გულუა | 591 911418 |