წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა გუბა საჯაიამ და მერის მოადგილემ გიორგი კვარაცხელიამ სასკოლო ოლიმპიადის ტურნირში გამარჯვებული ახალგაზრდები დააჯილდოვეს.
აღსანიშნავია, რომ სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში, მუნიციპალურ თამაშებში, 30 საჯარო სკოლის 723 მოსწავლე მონაწილეობდა, დაწინაურდა ათი გუნდი.
ახალგაზრდა წალენჯიხელი სპორტსმენები სასკოლო ოლიმპიადის შემდეგ ეტაპზე, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ტურის თამაშებში მიიღებენ მომაწილეობას, სპორტის შემდეგ სახეობებში: მინი-ფეხბურთი, ფრენბურთი, მაგიდის ჩოგბურთი, გეზრბენი და ბადმინტონი.
მერიაში გამართულ შეხვედრაზე წალენჯიხელ სპორტსმენებს სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.