წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა გუბა საჯაიამ ქალაქ ჯვარის ქალთა ფრენბურთის კლუბი “ალტაირი”-ს წევრები მედლებითა და თასებით დააჯილდოვა.
დასავლეთ საქართველოს ჩემპიონი,ქალთა ფრენბურთის კლუბი “ალტაირი” 2026 წლის 3–6 თებერვალს ქალაქ ოზურგეთში გამართულ „დასავლეთის პირველობაზე“მონაწილეობდა, რომელმაც ჩელენჯერ ლიგაში სამი თამაშიდან სამივე მოიგო და პირველი ადგილი დაიკავა.
ამ გამარჯვებით ფრენბურთის კლუბი „ალტაირი“ ოფიციალურად ჩელენჯერ ლიგაში პირველი ადგილის მფლობელია.
გამარჯვებულებს მწვრთნელებთან ერთად, თასები მედლები და სიგელები წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა გუბა საჯაიამ და მერის მოადგილეებმა ბესიკ ფარცვანიამ და გიორგი კვარაცხელიამ გადასცეს.
მერმა ნორჩ სპორტსმენებს მიღწეული წარმატებები მიულოცა და აღნიშნა,რომ გამარჯვებულებს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ფულადი ჯილდო გადაეცემათ.
ასევე, მერმა გუბა საჯაიამ კუდოს ფედერაციის ჩემპიონატზე გამარჯვებული მარიამ ლემონჯავა და მწვრთნელი ჯაბა ხარჩილავა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირზე მიღწეული წარმატებისთვის სამახსოვრო თასითა და დიპლომებით დააჯილდოვა.
აღსანიშნავია,რომ მარიამ ლემონჯავა 28 თებერვალს საქართველოს სახელით ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსში იასპარეზებს.