ცხელი ხაზი 599 647050

წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურთან დაკავშირებულ ცვლილებებზე, საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიაში, წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურთან დაკავშირებულ ცვლილებებზე, საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე, რომელსაც წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი გუბა საჯაია,საკრებულოს თავმჯდომარე ცოტნე შონია, მერის მოადგილეები, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ, წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის ვადებისა და პირობების შესახებ სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების სამეგრელო – ზემო სვანეთის და გურიის რეგიონული ცენტრის უფროსმა, ვიცე-პოლკოვნიკმა კახაბერ ინალიშვილმა ცენტრის სერჟანტმა და მუნიციპალური განყოფილების ხელმძღვანელებმა ისაუბრეს.
კანონმდებლობის თანახმად, 2025 წლიდან წვევამდელთა შერჩევა ყოველწლიური შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ხორციელდება, ხოლო სამხედრო სამსახურის გავლა შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში.
წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის პირობებია:
საბრძოლო ქვედანაყოფი – 6 თვე, ანაზღაურება 765 ლარი;
საბრძოლო მხარდაჭერისა და საბრძოლო უზრუნველყოფის ქვედანაყოფი – 8 თვე, ანაზღაურება 635 ლარი;
უმცროსი სამეთაურო თანამდებობა და წინასწარ განსაზღვრული სპეციალობით სამსახური – 11 თვე, ანაზღაურება სერჟანტებისთვის – 1275 ლარი, ოფიცრებისთვის – 1530 ლარი.
წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში საკუთარი სურვილით წასულ პირებს 30%-ით მეტი ოდენობის ანაზღაურება დაენიშნებათ.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
შეხვედრის ბოლოს კი მუნიციპალიტეტის მერს სიმბოლური საჩუქარი გადაეცა.
სექტემბერი 2026
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

მსგავსი ჩანაწერები

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მერიის სტრუქტურული ერთეულებისა და ა(ა)იპ-ების მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშები მოისმინეს

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მერიის სტრუქტურული ერთეულებისა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული ა(ა)იპ-ების მიერ 2026 წლის პირველი ექვსი თვის განმავლობაში გაწეული საქმიანობის

გაგრძელება

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ყველა საბავშვო ბაღში ახალი, 2026-2027 სასწავლო-სააღმზრდელო წელი ოფიციალურად დაიწყო

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ყველა საბავშვო ბაღში ახალი, 2026-2027 სასწავლო-სააღმზრდელო წელი ოფიციალურად დაიწყო. წელს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები 700-მდე აღსაზრდელს უმასპინძლებს. ​სასწავლო პროცესის

გაგრძელება

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში 2026-2027 სასწავლო წელი საზეიმო ვითარებაში განახლდა

დღეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში 2026-2027 სასწავლო წელი საზეიმო ვითარებაში განახლდა. ​სასწავლო პროცესის დაწყება მოსწავლეებსა და პედაგოგებს მიულოცეს ადგილობრივი ხელისუფლების

გაგრძელება