ცხელი ხაზი 599 647050

სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა დავით ვერავამ, რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების მერებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა დავით ვერავამ, რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების მერებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
დღეს სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული საკითხები განიხილეს.
საუბარი შეეხო სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელ სამუშაოებს – რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში საერთო კრებები დასრულდა, მერიების ნაწილმა უკვე მოახდინა შერჩეული პროექტების საკრებულოსთვის წარდგენა, დარჩენილი მუნიციპალიტეტბი კი უახლოეს პერიოდში წარუდგენენ საკრებულოს შერჩეულ პრიორიტეტებს, რის შემდეგაც პროექტირება და შესაბამისი სამუშაოების შესრულება მოხდება.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები და რწმუნებულის ადმინისტრაციის სამსახურების უფროსები.
ამ შემადგენლობით მსგავსი ტიპის შეხვედრები ყოველკვირეულად გაიმართება. თვეში ერთხელ კი შეხვედრებს გაფართოებული ფორმატით მერებთან ერთად მუნიციპალიტეტების საკრებულოს თავმჯდომარეები დაესწრებიან.
სექტემბერი 2026
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

მსგავსი ჩანაწერები

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მერიის სტრუქტურული ერთეულებისა და ა(ა)იპ-ების მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშები მოისმინეს

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მერიის სტრუქტურული ერთეულებისა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული ა(ა)იპ-ების მიერ 2026 წლის პირველი ექვსი თვის განმავლობაში გაწეული საქმიანობის

გაგრძელება

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ყველა საბავშვო ბაღში ახალი, 2026-2027 სასწავლო-სააღმზრდელო წელი ოფიციალურად დაიწყო

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ყველა საბავშვო ბაღში ახალი, 2026-2027 სასწავლო-სააღმზრდელო წელი ოფიციალურად დაიწყო. წელს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები 700-მდე აღსაზრდელს უმასპინძლებს. ​სასწავლო პროცესის

გაგრძელება

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში 2026-2027 სასწავლო წელი საზეიმო ვითარებაში განახლდა

დღეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში 2026-2027 სასწავლო წელი საზეიმო ვითარებაში განახლდა. ​სასწავლო პროცესის დაწყება მოსწავლეებსა და პედაგოგებს მიულოცეს ადგილობრივი ხელისუფლების

გაგრძელება