ცხელი ხაზი 599 647050

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში სასაფლაოების და მიმდებარე ტერიტორიების მოწესრიგების სამუშაოები გრძელდება

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში სასაფლაოების და მიმდებარე ტერიტორიების მოწესრიგების სამუშაოები გრძელდება.
ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში აქტიურად მიმდინარეობს სასაფლაოებამდე მისასვლელი გზების მოწესრიგება, მიმდებარე ტერიტორიები იწმინდება ეკალ-ბარდებისგან და საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან.
დღეს, ქალაქ ჯვარში, ეწერში, მიქავასა და მუჟავას ადმინისტრაციულ ერთეულებში სასაფლაოსთან მისასვლელი გზის მოხრეშვის სამუშაოები მიმდინარეობს. აღნიშნული სახის სამუშაოები ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში განხორციელდება.
ტერიტორიების მოწესრიგება კი აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულამდე დასრულდება. სამუშაოებში აქტიურად არიან ჩართულები მერის წარმომადგენლები ადმინისტრაციულ ერთეულებში, მაჟორიტარი დეპუტატები და ა(ა)იპ დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახურები .
სექტემბერი 2026
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

მსგავსი ჩანაწერები

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მერიის სტრუქტურული ერთეულებისა და ა(ა)იპ-ების მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშები მოისმინეს

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მერიის სტრუქტურული ერთეულებისა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული ა(ა)იპ-ების მიერ 2026 წლის პირველი ექვსი თვის განმავლობაში გაწეული საქმიანობის

გაგრძელება

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ყველა საბავშვო ბაღში ახალი, 2026-2027 სასწავლო-სააღმზრდელო წელი ოფიციალურად დაიწყო

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ყველა საბავშვო ბაღში ახალი, 2026-2027 სასწავლო-სააღმზრდელო წელი ოფიციალურად დაიწყო. წელს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები 700-მდე აღსაზრდელს უმასპინძლებს. ​სასწავლო პროცესის

გაგრძელება

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში 2026-2027 სასწავლო წელი საზეიმო ვითარებაში განახლდა

დღეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში 2026-2027 სასწავლო წელი საზეიმო ვითარებაში განახლდა. ​სასწავლო პროცესის დაწყება მოსწავლეებსა და პედაგოგებს მიულოცეს ადგილობრივი ხელისუფლების

გაგრძელება