ცხელი ხაზი 599 647050

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გრძელვადიანი განვითარების სტრატეგიული დოკუმენტის განხილვა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გრძელვადიანი განვითარების სტრატეგიული დოკუმენტი რეგიონული განვითარების მინისტრ კახაბერ გულედანთან და სახელმწიფო რწმუნებულ დავით ვერავასთან ერთად განვიხილეთ.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის ვიცე-სპიკერი ილია ინჯია, პარლამენტის წევრი, ზუგდიდის დელეგატი ედიშერ თოლორაია, რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები და საკრებულოების თავმჯდომარეები, სამინისტროს, სახელმწიფო რწმუნებულოს ადმინისტრაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები.
განხილვაზე დეტალურად წარმოვადგინეთ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2026-2037 წლების განვითარების ხედვა, ძირითადი მიზნები და პრიორიტეტული მიმართულებები.
გრძელვადიანი განვითარების სტრატეგიულ დოკუმენტში ყურადღება ეთმობა ინფრასტრუქტურის განვითარებას, სადაც დაგეგმილია ქალაქის ცენტრალური და შიდა გზების, ასევე ადმინისტრაციულ ერთეულებში არსებული საავტომობილო გზების, სანიაღვრე სისტემების მოწყობა,
ტურიზმის განვითარება.
დოკუმენტი მოიცავს ასევე სპორტული, საგანმანათლებლო და კულტურული ინფრასტრუქტურის განვითარებას.
მუნიციპალიტეტებში სტრატეგიული განვითარების გეგმის შექმნა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის დავალებითა და რეგიონული განვითარების სამინისტროს კოორდინაციით ხორციელდება.
აღნიშნული სტრატეგიული დოკუმენტი თვითმმართველობის მთავარ სახელმძღვანელოს წარმოადგენს და ორიენტირებულია დეცენტრალიზაციის გაძლიერებაზე, მუნიციპალიტეტის ფინანსური დამოუკიდებლობის ეტაპობრივ უზრუნველყოფასა და ეკონომიკური, სოციალური და ტურისტული პოტენციალის ეფექტიან რეალიზაციაზე, რაც საბოლოოდ მიმართულია მდგრადი განვითარებისა და მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდისკენ.
მაისი 2026
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

მსგავსი ჩანაწერები

უფასო სკრინინგული გამოკვლევები

ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებითა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით, შპს ნიქოზის სამედიცინო

გაგრძელება