დღეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში ბიუროს სხდომა გაიმართა, სადაც განიხილეს დღის წესრიგით განსაზღვრული შემდეგი საკითხები:
1. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის მიზნით ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე.
მომხსენებელი: ცოტნე შონია, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე.
2. საკრებულოს, საკრებულოს კომისი(ებ)ის სხდომების ჩატარების თარიღის განსაზღვრის თაობაზე.
მომხსენებელი: ცოტნე შონია, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე.
3. სხვადასხვა
ბიუროს სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე ცოტნე შონია უძღვებოდა.