ცხელი ხაზი 599 647050

მერიის ინიციატივითა და მხარდაჭერით საგანმანათლებლო რესურსცენტრმა სკოლებში “მხიარულთა და საზრიანთა”კლუბი აღადგინა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივითა და მხარდაჭერით საგანმანათლებლო რესურსცენტრმა სკოლებში “მხიარულთა და საზრიანთა”კლუბი აღადგინა.
წალენჯიხის ნიკოლოზ შენგელაიას სახელობის კინოთეატრის დარბაზში ” მხიარულთა და საზრიანთა კლუბის” სკოლათაშორისი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც პირველ ეტაპზე წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ოთხმა საჯარო სკოლამ მიიღო მონაწილეობა.
ჟიურის გადაწყვეტილებით, ,,მხიარულთა და საზრიანთა კლუბის” გამარჯვებული ქალაქ წალენჯიხის მესამე საჯარო სკოლის (საკალანდიო) გუნდი გახდა.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის გადაწყვეტილებით, გამარჯვებული გუნდი ორდღიანი საგზურით ქალაქ ბათუმში გაემგზავრება.
ღონისძიებას წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი გუბა საჯაია, მერის მოადგილეებთან,საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსთან, საკრებულოს წევრებთან და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.
ღონისძიების დასასრულს, გუბა საჯაიამ მადლობა გადაუხადა ღონისძიებაში მონაწილე სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს და წარმატებები უსურვა.
აგვისტო 2026
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31 

მსგავსი ჩანაწერები

წალენჯიხაში „მოყვარულთა ლიგის“ ჩემპიონატი დასრულდა და გამარჯვება „ჯვარის“ გუნდმა მოიპოვა

წალენჯიხაში „მოყვარულთა ლიგის“ ჩემპიონატი დასრულდა და გამარჯვება „ჯვარის“ გუნდმა მოიპოვა. საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციის ინიციატივითა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით

გაგრძელება

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ერთდროულად 4 ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია დაიწყო

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ერთდროულად 4 ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია დაიწყო. სამუშაოები ქალაქ წალენჯიხაში თემურ ფიფიას, ეგნატე ფიფიას და ნაპო ხობელიას ქუჩებზე, ქალაქ

გაგრძელება

ნაკიფუს ადმინისტრაციულ ერთეულში წმინდა ილია მართლის სახელობის ეკლესია აშენდება

ნაკიფუს ადმინისტრაციულ ერთეულში წმინდა ილია მართლის სახელობის ეკლესია აშენდება. ​მშენებარე ტაძრის საძირკველი ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე გერასიმემ აკურთხა.

გაგრძელება