ცხელი ხაზი 599 647050

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი გუბა საჯაია, მერის პირველ მოადგილე ბესიკ ფარცვანიასთან ერთად, მუნიციპალიტეტში მიმდინარე სამუშაოებს პირადად გაეცნო

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი გუბა საჯაია, მერის პირველ მოადგილე ბესიკ ფარცვანიასთან ერთად, მუნიციპალიტეტში მიმდინარე სამუშაოებს პირადად გაეცნო.
ობუჯის ადმინისტრაციული ერთეულის სამესხიოს უბანში განახლდა ობუჯი-სამესხიოს დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია. ამ ეტაპზე ინტენსიურად მიმდინარეობს მოხრეშვა-მოშანდაკების სამუშაოები. პროექტის ფარგლებში, 2,2 კმ. მანძილზე ბეტონის საფარი დაიგება და ბეტონის სანიაღვრე არხები მოეწყობა.
​ფოთის ქუჩაზე საგზაო სამუშაოების ფარგლებში, უკვე დაიგო ასფალტის საფარის პირველი ფენა. ამჟამად ბეტონის სანიაღვრე არხებისა და ცხაურების მოწყობა მიმდინარეობს.
​გამსახურდიას ქუჩაზე ,მულტიფუნქციურ ადმინისტრაციულ შენობასთან წყალარინების სეპტიკისა და სისტემის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს. გაუმართავი სისტემა წლების მანძილზე აზიანებდა შენობის სარდაფსა და უკანა ეზოს. დამონტაჟდა საკანალიზაციო ჭები, ახლა კი სისტემის დაერთება და ახალი სეპტიკის ამოქმედება მიმდინარეობს.
სამუშაოებს წალენჯიხის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახურის ტექნიკური ჯგუფი ასრულებს.
​სამესხიოს უბნის საჯარო სკოლაში გათბობის საქვაბის მშენებლობა მიმდინარეობს.
სოციალურად დაუცველთა საცხოვრისით უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში, კი მუნიციპალიტეტში ერთდროულად სამი ახალი საცხოვრებელი სახლი შენდება. მერი გუბა საჯაია, მერის პირველ მოადგილესთან ბესიკ ფარცვანიასთან, საკრებულოს წევრ ნანა კეკუასთან და მერის წარმომადგენელთან ერთად, საჩინოს ადმინისტრაციულ ერთეულში იმყოფებოდა, სადაც სოციალურად დაუცველ ერთ-ერთ ოჯახს ახალი, თანამედროვე სტანდარტების დონეზე კეთილმოწყობილი სახლი უშენდება.
სექტემბერი 2026
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

მსგავსი ჩანაწერები

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მერიის სტრუქტურული ერთეულებისა და ა(ა)იპ-ების მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშები მოისმინეს

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მერიის სტრუქტურული ერთეულებისა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული ა(ა)იპ-ების მიერ 2026 წლის პირველი ექვსი თვის განმავლობაში გაწეული საქმიანობის

გაგრძელება

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ყველა საბავშვო ბაღში ახალი, 2026-2027 სასწავლო-სააღმზრდელო წელი ოფიციალურად დაიწყო

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ყველა საბავშვო ბაღში ახალი, 2026-2027 სასწავლო-სააღმზრდელო წელი ოფიციალურად დაიწყო. წელს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები 700-მდე აღსაზრდელს უმასპინძლებს. ​სასწავლო პროცესის

გაგრძელება

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში 2026-2027 სასწავლო წელი საზეიმო ვითარებაში განახლდა

დღეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში 2026-2027 სასწავლო წელი საზეიმო ვითარებაში განახლდა. ​სასწავლო პროცესის დაწყება მოსწავლეებსა და პედაგოგებს მიულოცეს ადგილობრივი ხელისუფლების

გაგრძელება