ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე ქალაქ წალენჯიხის №5 საჯარო სკოლის მშენებლობის დასკვნით სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.
მინისტრთან ერთად იმყოფებოდნენ ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეები, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შონია, საქართველოს პარლამენტის წევრები ირაკლი ზარქუა, ილია ინჯია და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი გუბა საჯაია.
120 მოსწავლეზე გათვლილი თანამედროვე სკოლის შენობის მშენებლობა დასრულებულია. ამჟამად მიმდინარეობს გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრა, რის შემდეგაც ობიექტი ექსპლუატაციაში მიღებისთვის მზად იქნება.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მერიის სტრუქტურული ერთეულებისა და ა(ა)იპ-ების მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშები მოისმინეს
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მერიის სტრუქტურული ერთეულებისა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული ა(ა)იპ-ების მიერ 2026 წლის პირველი ექვსი თვის განმავლობაში გაწეული საქმიანობის