ცხელი ხაზი 599 647050

ადგილობრივი მნიშვნელობის ნაკიფუ-ულურიას საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დაიწყო

ადგილობრივი მნიშვნელობის ნაკიფუ-ულურიას საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დაიწყო.
სამუშაოების მიმდინარეობას წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი გუბა საჯაია, მერის პირველ მოადგილესთან ბესიკ ფარცვანიასთან ერთად გაეცნო.
სარეაბილიტაციო მონაკვეთი 4 კილომეტრზე, ნაკიფუ-ულურია-ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუმითს დაუკავშირდება.
პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და სამუშაოებს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ასრულებს.ამ ეტაპზე გზის ვაკისის მოხსნა-მოშანდაკების სამუშაოები მიმდინარეობს.
აღნიშნულ გზაზე ბოლო 30 წელზე მეტია სარეაბილიტაციო სამუშაოები არ ჩატარებულა, დაზიანებული საფარი კი მოსახლეობის ყოველდღიურ გადაადგილებას მნიშვნელოვნად ართულებდა.
პროექტის ფარგლებში განხორციელდება გზის სრული რეაბილიტაცია, ასფალტო-ბეტონის საფარის მოწყობა, კიუვეტებისა და სანიაღვრე არხების გამართვა.
სექტემბერი 2026
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

მსგავსი ჩანაწერები

წალენჯიხაში „სტუდენტური დღეები 2026“ შემაჯამებელი ღონისძიებებითა და ფოიერვერკით დასრულდა

წალენჯიხაში „სტუდენტური დღეები 2026“ შემაჯამებელი ღონისძიებებითა და ფოიერვერკით დასრულდა. პროექტი წალენჯიხის ა(ა)იპ სახელოვნებო-საგანმანათლებლო, კულტურის, სასპორტო და ფეხბურთის ცენტრების ორგანიზებითა და

გაგრძელება

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საჩინოს ადმინისტრაციულ ერთეულში ახალი ამბულატორია გაიხსნა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საჩინოს ადმინისტრაციულ ერთეულში ახალი ამბულატორია გაიხსნა. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აშენებული სამედიცინო დაწესებულება ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ დაათვალიერა. მინისტრმა

გაგრძელება

ხელისუფლების წარმომადგენლები, წალენჯიხაში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნენ

წალენჯიხაში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა, აბაშის, მარტვილის, ჩხოროწყუსა და წალენჯიხის დელეგატ ილია ინჯიასთან, წალენჯიხის მერ

გაგრძელება