ცხელი ხაზი 599 647050

წალენჯიხაში ტერენტი გრანელისადმი მიძღვნილი ტრადიციული ღონისძიება- „გრანელობა“ გაიმართა

წალენჯიხაში ტერენტი გრანელისადმი მიძღვნილი ტრადიციული ღონისძიება- „გრანელობა“ გაიმართა
დღეს, ​10 ოქტომბერს, წალენჯიხის კულტურის ცენტრისა და სახელოვნებო-საგანმანათლებლო ცენტრის ორგანიზებით, დიდი პოეტის, ტერენტი გრანელისადმი მიძღვნილი ტრადიციული ღონისძიება- „გრანელობა“ გაიმართა.
​ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა,საზოგადოების წევრებმა პოეტის ძეგლი ყვავილებით შეამკეს და მის ხსოვნას პატივი მიაგეს. დეკანოზმა, ილია სარიამ პოეტის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა.
ღონისძიების ფარგლებში, ტერენტი გრანელის სახლ-მუზეუმში მხატვრულ-ლიტერატურული კომპოზიცია წარადგინეს, ხოლო დღის პროგრამა წალენჯიხის მთავარი ბიბლიოთეკის დარბაზში ფილმის ჩვენებით, “ტერენტი” -თ დასრულდა.
​კვირეულის ფარგლებში ღონისძიებები კვლავ გაგრძელდება, დაგეგმილია სხვადასხვა გამოფენა და საინფორმაციო შეხვედრა, რომლებიც 22 ოქტომბერს , საზეიმოდ, “წალენჯიხობა-გრანელობა 2026 “-ით დასრულდება.
ოქტომბერი 2026
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

მსგავსი ჩანაწერები

საჩინოს ადმინისტრაციულ ერთეულში უფასო სკრინინგ -აქცია ჩატარდა.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საჩინოს ადმინისტრაციულ ერთეულში უფასო სკრინინგ -აქცია ჩატარდა. კვლევები მოიცავდა: B და C ჰეპატიტების,აივ ინფექცია/შიდსის სკრინინგის კვლევები 18 წლისა

გაგრძელება

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ობუჯის, ზღვაიასა და ლიას დასახლებებში ახალი საბავშვო ბაღები გაიხსნა

დღეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ობუჯის, ზღვაიასა და ლიას დასახლებებში ახალი საბავშვო ბაღები გაიხსნა. ​ახალი საბავშვო ბაღები მუნიციპალიტეტის მერმა, დელეგატ ილია ინჯიასთან,

გაგრძელება

წალენჯიხაში ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვეს

წალენჯიხაში ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვეს. ​ნიკოლოზ შენგელაიას სახელობის წალენჯიხის კულტურის სახლში საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ და მუნიციპალიტეტის

გაგრძელება