ცხელი ხაზი 599 647050

წალენჯიხაში ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვეს

წალენჯიხაში ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვეს.
​ნიკოლოზ შენგელაიას სახელობის წალენჯიხის კულტურის სახლში საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ და მუნიციპალიტეტის მერმა გუბა საჯაიამ მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვეს.
​მრავალწლიანი პროფესიული საქმიანობისთვის, საქმისადმი ერთგულებისა და განათლების სფეროში შეტანილი გამორჩეული წვლილისთვის დაჯილდოვდნენ:
​მაია ნაჭყებია-ფიზიკის წამყვანი პედაგოგი;
​სალომე ზარქუა- ინგლისური ენის მენტორ-მასწავლებელი;
​შორენა გოგოხია- ქართული ენისა და ლიტერატურის უფროსი პედაგოგი;
​ნანა ჯაბურია- საბუნებისმეტყველო საგნების მენტორი, პედაგოგი.
ლია ზანთარაია-ფიზიკოსი, მენტორი პედაგოგი.
​მინისტრმა გივი მიქანაძემ, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა გუბა საჯაიამ, საქართველოს პარლამენტის წევრმა ილია ინჯიამ და წალენჯიხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა ლირა ღურწკაიამ მასწავლებლებს მომავალი თაობების აღზრდასა და განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობა გადაუხადეს და შემდგომი წარმატებები უსურვეს.
​გივი მიქანაძემ პედაგოგებსა და დამსწრე საზოგადოებას ზოგადი განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმები, განხორციელებული პროექტები და სამომავლო გეგმები გააცნო.
​ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ცოტნე შონია, მერის მოადგილეები, საკრებულოს წევრები, ადგილობრივი თვითმმართველობისა და საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლები.
​საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის, გივი მიქანაძის გადაწყვეტილებით, მასწავლებლის ეროვნულ დღესთან დაკავშირებით, ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ცერემონია ქვეყნის ყველა რეგიონში გაიმართება.
ოქტომბერი 2026
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

მსგავსი ჩანაწერები

საჩინოს ადმინისტრაციულ ერთეულში უფასო სკრინინგ -აქცია ჩატარდა.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საჩინოს ადმინისტრაციულ ერთეულში უფასო სკრინინგ -აქცია ჩატარდა. კვლევები მოიცავდა: B და C ჰეპატიტების,აივ ინფექცია/შიდსის სკრინინგის კვლევები 18 წლისა

გაგრძელება

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ობუჯის, ზღვაიასა და ლიას დასახლებებში ახალი საბავშვო ბაღები გაიხსნა

დღეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ობუჯის, ზღვაიასა და ლიას დასახლებებში ახალი საბავშვო ბაღები გაიხსნა. ​ახალი საბავშვო ბაღები მუნიციპალიტეტის მერმა, დელეგატ ილია ინჯიასთან,

გაგრძელება

ჩქვალერის ადმინისტრაციული ერთეულის ლეშამუგეს უბანში შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია დაიწყო

ჩქვალერის ადმინისტრაციული ერთეულის ლეშამუგეს უბანში შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია დაიწყო. აღნიშნული მონაკვეთზე გრუნტოვანი საფარი იყო, რაც ადგილობრივ მოსახლეობას გადაადგილებისას პრობლემებს

გაგრძელება