ცხელი ხაზი 599 647050

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი გუბა საჯაია, მერის პირველ მოადგილე ბესიკ ფარცვანიასთან ერთად, მუნიციპალიტეტში მიმდინარე სამუშაოებს პირადად გაეცნო

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი გუბა საჯაია, მერის პირველ მოადგილე ბესიკ ფარცვანიასთან ერთად, მუნიციპალიტეტში მიმდინარე სამუშაოებს პირადად გაეცნო.
ობუჯის ადმინისტრაციული ერთეულის სამესხიოს უბანში განახლდა ობუჯი-სამესხიოს დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია. ამ ეტაპზე ინტენსიურად მიმდინარეობს მოხრეშვა-მოშანდაკების სამუშაოები. პროექტის ფარგლებში, 2,2 კმ. მანძილზე ბეტონის საფარი დაიგება და ბეტონის სანიაღვრე არხები მოეწყობა.
​ფოთის ქუჩაზე საგზაო სამუშაოების ფარგლებში, უკვე დაიგო ასფალტის საფარის პირველი ფენა. ამჟამად ბეტონის სანიაღვრე არხებისა და ცხაურების მოწყობა მიმდინარეობს.
​გამსახურდიას ქუჩაზე ,მულტიფუნქციურ ადმინისტრაციულ შენობასთან წყალარინების სეპტიკისა და სისტემის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს. გაუმართავი სისტემა წლების მანძილზე აზიანებდა შენობის სარდაფსა და უკანა ეზოს. დამონტაჟდა საკანალიზაციო ჭები, ახლა კი სისტემის დაერთება და ახალი სეპტიკის ამოქმედება მიმდინარეობს.
სამუშაოებს წალენჯიხის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახურის ტექნიკური ჯგუფი ასრულებს.
​სამესხიოს უბნის საჯარო სკოლაში გათბობის საქვაბის მშენებლობა მიმდინარეობს.
სოციალურად დაუცველთა საცხოვრისით უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში, კი მუნიციპალიტეტში ერთდროულად სამი ახალი საცხოვრებელი სახლი შენდება. მერი გუბა საჯაია, მერის პირველ მოადგილესთან ბესიკ ფარცვანიასთან, საკრებულოს წევრ ნანა კეკუასთან და მერის წარმომადგენელთან ერთად, საჩინოს ადმინისტრაციულ ერთეულში იმყოფებოდა, სადაც სოციალურად დაუცველ ერთ-ერთ ოჯახს ახალი, თანამედროვე სტანდარტების დონეზე კეთილმოწყობილი სახლი უშენდება.
ივლისი 2026
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

მსგავსი ჩანაწერები

ენგურის თაღოვანი კაშხალი ვიზიტორებს სრულიად ახალ თავგადასავალს სთავაზობს

ენგურის თაღოვანი კაშხალი ვიზიტორებს სრულიად ახალ თავგადასავალს სთავაზობს. 15 ივლისიდან ენგურჰესის ტურისტულ ზონას ოფიციალურად ახალი ატრაქცია- ზიპლაინი შეემატება, რომელიც შემეცნებით

გაგრძელება

ც ნ ო ბ ა

                                  წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი                                                               ცნობა    წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მიმდინარეობს ადმინისტრაციული წარმოება  შემდეგი სამართლებრივი

გაგრძელება

„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 25 ივნისის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს     დადგენილება №……….   „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“  წალენჯიხის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026

გაგრძელება