Email:
ტელეფონი:
განათლება:
სპეციალობა:
ბიოგრაფია
კომპიუტერული პროგრამები-
ოჯახური მდგომარეობა:
სამუშაო გამოცდილება:
ეკონომიკისა და სტრატეგიული განვითარების სამსახურის ამოცანები და ფუნქციები
სამსახურის ფუნქციები სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების აღრიცხვას და რეგისტრაციას; ბ) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საკადასტრო მონაცემების მონიტორინგს; გ) მუნიციპალიტეტის სარგებლობაში არსებული ქონების რეგისტრაციას; დ) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადებას მუნიციპალიტეტის ქონებისათვის კატეგორიის შეცვლის თაობაზე; ე) მუნიციპალური ქონების განკარგვასთან დაკავშირებით შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადებას; ვ) მუნიციპალური ქონების პრივატიზაციის გეგმის შემუშავებას და განხორციელებას; ზ) სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში სხვადასხვა სფეროზე ორიენტირებული პროექტებისა და პროგრამების განხილვასა და მომზადებას;
თ) ინოვაციური პროექტებისა და პროგრამების მომზადებას, მათი განხორციელების ხელშეწყობასა და სამართლებრივი დოკუმენტების პროექტების მომზადებას;
ი) მუნიციპალური სერვისების განვითარებას და მომსახურების ინოვაციური პროდუქტების შემუშავებას; კ) მუნიციპალური სტატისტიკისა და მონაცემთა ციფრული ბაზების შემუშავებას; ლ) თანამშრომლობას საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსთან, ინვესტიციების და ინოვაციური პროექტების მოზიდვის მიზნით; მ) მუნიციპალიტეტის საინვესტიციო პოტენციალის იდენტიფიცირებასა და შესაბამისი აქტივობების მხარდაჭერას; ნ) საინვესტიციო პორტფელის, პუბლიკაციებისა და ციფრული კატალოგის შექმნას; ო) საინვესტიციო პოტენციალის მქონე დარგების შესახებ საჭირო ინფორმაციის თავმოყრასშემდგომში ინვესტორებისთვის გაცნობის მიზნით;
პ) საინვესტიციო ფორუმებში, კონფერენციებში და ტურისტულ გამოფენა-გაყიდვებში მონაწილეობის მიღებას; ჟ) საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან, არასამთავრობო სექტორთან, ურთიერთობას; http://www.matsne.gov.ge 01025005035104016621 რ) დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობასა და საგრანტო განაცხადების წარდგენას; ს) მუნიციპალიტეტის თანამშრომლობის ორგანიზებას საქართველოსა და უცხო ქვეყნების სხვა მუნიციპალიტეტებთან. ტ) თავისუფალი პროექტების, პროგრამების, ინოვაციური და სხვა ღონისძიებების მხარდაჭერას. უ) ტურიზმისა და შემოქმედებითი ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობას; ფ) განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სფეროს განვითარების მიზნით მუნიციპალური, საინვესტიციო და დონორული პროგრამების/პროექტების შემუშავება, განხორციელება და მიმდინარეობის მონიტორინგი;
ქ) მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების (ააიპ) საქმიანობის, სამუშაო გეგმებისა და ბიუჯეტის პროექტების განხილვა, შეთანხმება;
ღ) სოციალურად დაუცველ და შეზღუდული შესაძლებლობის მქონეპირთა (მათშორის,ბავშვებისადა ახალგაზრდების) საზოგადოებრივი ინტეგრაციის, კულტურულ-საგანმანათლებლო, სპორტული და ინკლუზიური პროექტების კოორდინაცია;
ყ) საგანმანათლებლო, სკოლამდელი, სახელოვნებო, საბიბლიოთეკო დაკულტურული მემკვიდრეობის ინფრასტრუქტურის, ასევე ტურისტული პოტენციალისა და მარშრუტების განვითარების ხელშეწყობა/პოპულარიზაცია;
შ) ფიზიკური აღზრდის, მასობრივი სპორტის, სტუდენტური/ახალგაზრდული ინიციატივების, სტაჟირებისა და დასაქმების პროგრამების მხარდაჭერა და კერძო თუ საჯარო სექტორთან თანამშრომლობა;
ჩ) განყოფილების კომპეტენციის ფარგლებში შემოსული განცხადებების განხილვა, მერის სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება, პროგრამული ბიუჯეტის შემუშავებაში მონაწილეობა და ანგარიშგება;
ც) სამსახურებრივი უფლებამოსილების ფარგლებში ინფორმაციის შეუფერხებლადგამოთხოვა/მიღება, შესაბამის სპეციალისტთა მოწვევა და თათბირების, სამუშაო შეხვედრებისა თუ სხვა ორგანიზაციული ღონისძიებების გამართვა;
ძ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
| ეკონომიკისა და სტრატეგიული განვითარების სამსახური | პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი- სამსახურის უფროსი | ||
| ქონების მართვისა და ეკონომიკის, სტრატეგიული განვითარების განყოფილება | მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი- განყოფილების უფროსი | ||
| პროექტებისა და პროგრამების მართვის განყოფილება | |||
| მოსაკრებლების აღრიცხვისა და მართვის განყოფილება
| |||