ცხელი ხაზი 599 647050

კომუნიკაციების კომისიამ, ზუგდიდის ტექნოპარკში, სახელმწიფო ინტერნეტიზაციის თემაზე შეხვედრა გამართა

კომუნიკაციების კომისიამ, ზუგდიდის ტექნოპარკში, სახელმწიფო ინტერნეტიზაციის თემაზე შეხვედრა გამართა.
შეხვედრას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი გუბა საჯაია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები ესწრებოდნენ.
შეხვედრის მთავარი თემა ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამა იყო. კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ მერებს, პროექტის ფარგლებში, რეგიონში ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარებისა და „ციფრული მხარდაჭერის პროგრამის“ შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა და უკვე არსებული შედეგები გააცნო.
„აღნიშნული პროექტის შედეგად, იმ დასახლებულ პუნქტებში, სადაც აქამდე მსგავსი მომსახურება არ ყოფილა, მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი გახდება ისეთი სერვისები, როგორებიცაა ელექტრონული მმართველობა, ელექტრონული განათლება, ელექტრონული ჯანდაცვა, ელექტრონული კომერცია და სხვა თანამედროვე სერვისები,“ – განაცხადა გოგა გულორდავამ.
შეხვედრის ბოლოს, კომისიის თავმჯდომარე და მერები ერთობლივ თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ იმისთვის, რომ რეგიონის მოსახლეობის საჭიროებები მაქსიმალურად იყოს დაკმაყოფილებული.
სექტემბერი 2026
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

მსგავსი ჩანაწერები

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მერიის სტრუქტურული ერთეულებისა და ა(ა)იპ-ების მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშები მოისმინეს

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მერიის სტრუქტურული ერთეულებისა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული ა(ა)იპ-ების მიერ 2026 წლის პირველი ექვსი თვის განმავლობაში გაწეული საქმიანობის

გაგრძელება

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ყველა საბავშვო ბაღში ახალი, 2026-2027 სასწავლო-სააღმზრდელო წელი ოფიციალურად დაიწყო

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ყველა საბავშვო ბაღში ახალი, 2026-2027 სასწავლო-სააღმზრდელო წელი ოფიციალურად დაიწყო. წელს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები 700-მდე აღსაზრდელს უმასპინძლებს. ​სასწავლო პროცესის

გაგრძელება

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში 2026-2027 სასწავლო წელი საზეიმო ვითარებაში განახლდა

დღეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში 2026-2027 სასწავლო წელი საზეიმო ვითარებაში განახლდა. ​სასწავლო პროცესის დაწყება მოსწავლეებსა და პედაგოგებს მიულოცეს ადგილობრივი ხელისუფლების

გაგრძელება