ცხელი ხაზი 599 647050

მერიის ინიციატივითა და მხარდაჭერით საგანმანათლებლო რესურსცენტრმა სკოლებში “მხიარულთა და საზრიანთა”კლუბი აღადგინა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივითა და მხარდაჭერით საგანმანათლებლო რესურსცენტრმა სკოლებში “მხიარულთა და საზრიანთა”კლუბი აღადგინა.
წალენჯიხის ნიკოლოზ შენგელაიას სახელობის კინოთეატრის დარბაზში ” მხიარულთა და საზრიანთა კლუბის” სკოლათაშორისი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც პირველ ეტაპზე წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ოთხმა საჯარო სკოლამ მიიღო მონაწილეობა.
ჟიურის გადაწყვეტილებით, ,,მხიარულთა და საზრიანთა კლუბის” გამარჯვებული ქალაქ წალენჯიხის მესამე საჯარო სკოლის (საკალანდიო) გუნდი გახდა.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის გადაწყვეტილებით, გამარჯვებული გუნდი ორდღიანი საგზურით ქალაქ ბათუმში გაემგზავრება.
ღონისძიებას წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი გუბა საჯაია, მერის მოადგილეებთან,საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსთან, საკრებულოს წევრებთან და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.
ღონისძიების დასასრულს, გუბა საჯაიამ მადლობა გადაუხადა ღონისძიებაში მონაწილე სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს და წარმატებები უსურვა.
ოქტომბერი 2026
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

მსგავსი ჩანაწერები

საჩინოს ადმინისტრაციულ ერთეულში უფასო სკრინინგ -აქცია ჩატარდა.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საჩინოს ადმინისტრაციულ ერთეულში უფასო სკრინინგ -აქცია ჩატარდა. კვლევები მოიცავდა: B და C ჰეპატიტების,აივ ინფექცია/შიდსის სკრინინგის კვლევები 18 წლისა

გაგრძელება

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ობუჯის, ზღვაიასა და ლიას დასახლებებში ახალი საბავშვო ბაღები გაიხსნა

დღეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ობუჯის, ზღვაიასა და ლიას დასახლებებში ახალი საბავშვო ბაღები გაიხსნა. ​ახალი საბავშვო ბაღები მუნიციპალიტეტის მერმა, დელეგატ ილია ინჯიასთან,

გაგრძელება

წალენჯიხაში ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვეს

წალენჯიხაში ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვეს. ​ნიკოლოზ შენგელაიას სახელობის წალენჯიხის კულტურის სახლში საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ და მუნიციპალიტეტის

გაგრძელება