ცხელი ხაზი 599 647050

სამუშაო შეხვედრა სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან

სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა დავით ვერავამ, რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების მერებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
დავით ვერავას განცხადებით, შეხვედრის ეს ფორმატი ყოველკვირეულ სახეს მიიღებს, რათა კიდევ უფრო მეტად მოხდეს კოორდინაცია თვითმმართველობებთან, რაც ხელს შეუწყობს ადგილზე არსებულ პრობლემებზე დროულ რეაგირებას და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი უწყებების მყისიერ ჩართულობას.
დღეს სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული საკითხები განიხილეს, ყურადღება გამახვილდა ეკონომიკური საკითხებსა და სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელ სამუშაოებზე.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები და რწმუნებულის ადმინისტრაციის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები.
მსგავსი ტიპის შეხვედრები თვეში ერთხელ გაფართოებული შემადგენლობით გაიმართება და მას მერებთან ერთად მუნიციპალიტეტების საკრებულოს თავმჯდომარეები დაესწრებიან.
სექტემბერი 2026
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

მსგავსი ჩანაწერები

წალენჯიხაში „სტუდენტური დღეები 2026“ შემაჯამებელი ღონისძიებებითა და ფოიერვერკით დასრულდა

წალენჯიხაში „სტუდენტური დღეები 2026“ შემაჯამებელი ღონისძიებებითა და ფოიერვერკით დასრულდა. პროექტი წალენჯიხის ა(ა)იპ სახელოვნებო-საგანმანათლებლო, კულტურის, სასპორტო და ფეხბურთის ცენტრების ორგანიზებითა და

გაგრძელება

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საჩინოს ადმინისტრაციულ ერთეულში ახალი ამბულატორია გაიხსნა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საჩინოს ადმინისტრაციულ ერთეულში ახალი ამბულატორია გაიხსნა. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აშენებული სამედიცინო დაწესებულება ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ დაათვალიერა. მინისტრმა

გაგრძელება

ხელისუფლების წარმომადგენლები, წალენჯიხაში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნენ

წალენჯიხაში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა, აბაშის, მარტვილის, ჩხოროწყუსა და წალენჯიხის დელეგატ ილია ინჯიასთან, წალენჯიხის მერ

გაგრძელება