ცხელი ხაზი 599 647050

1700 წლისთავთან დაკავშირებული საგანმანათლებლო და კულტურული კამპანიის ფარგლებში, დღეს, 20 აგვისტოს, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით კინოჩვენება მოეწყო

საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავთან დაკავშირებული საგანმანათლებლო და კულტურული კამპანიის ფარგლებში, დღეს, 20 აგვისტოს, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით კინოჩვენება მოეწყო.
​​ღონისძიების ფარგლებში ორი ფილმის ჩვენება მოეწყო.
​„ქრისტიანობა“ ფილმი, რომელიც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ს მოღვაწეობას და მის როლს საქართველოს ისტორიაში, საქართველოს ქრისტიანულ ისტორიას, სულიერ მემკვიდრეობასა და ეროვნულ იდენტობაში მის ფუნდამენტურ როლს ასახავს.
​„ღამე, რომელსაც ტერენტი ერქვა“ (რეჟისორი და სცენარის ავტორი დამსახურებული ჟურნალისტი,ნინო რეხვიაშვილი) დოკუმენტური ნამუშევარი, რომელიც გამოჩენილი ქართველი პოეტის, ტერენტი გრანელის ცხოვრებასა და შემოქმედებით გზას ეძღვნება.
კინოჩვენებას წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი გუბა საჯაია,მერის პირველ მოადგილე ბესიკ ფარცვანიასთან, დელეგატ ილია ინჯიასთან, საკრებულოს თავმჯდომარე ცოტნე შონიასთან, საკრებულოს წევრებთან, კულტურის სფეროს მოღვაწეებთან, საპატრიარქოს წარმომადგენლებთან და საზოგადოების წევრებთან ერთად ესწრებოდა.
დღევანდელ ღონისძიებას ასევე ჟურნალისტთა კავშირის წევრი ნინო რეხვიაშვილი და პოეტი და მსახიობი გივი სიხარულიძე ესწრებოდნენ.
​საგანმანათლებლო და კულტურული კამპანია კი ახალგაზრდა თაობაში ისტორიული მეხსიერების გაღრმავებასა და ეროვნულ-სულიერი ღირებულებების პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.
ოქტომბერი 2026
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

მსგავსი ჩანაწერები

წალენჯიხობა-გრანელობა საპატიო წალენჯიხელის დაჯილდოვების საზეიმო ცერემონიალით გაგრძელდა

წალენჯიხობა-გრანელობა საპატიო წალენჯიხელის დაჯილდოვების საზეიმო ცერემონიალით გაგრძელდა. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა გუბა საჯაიამ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ, მარტვილის, აბაშის, წალენჯიხისა

გაგრძელება

წალენჯიხაში „წალენჯიხობა-გრანელობა“ და შემოდგომის დღესასწაული მასშტაბურად აღინიშნება

წალენჯიხაში „წალენჯიხობა-გრანელობა“ და შემოდგომის დღესასწაული მასშტაბურად აღინიშნება. ​დღეს, 22 ოქტომბერს, წალენჯიხა ტრადიციულ სახალხო დღესასწაულს- „წალენჯიხობა-გრანელობასა“ და შემოდგომის დღეებს მასპინძლობს. ქალაქში

გაგრძელება

ნაგურუს უბანში საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს

საჩინოს ადმინისტრაციული ერთეულის ნაგურუს უბანში საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს. ​საუბნო გზაზე პროექტის ფარგლებში ბეტონის საფარი იგება და სანიაღვრე

გაგრძელება