ცხელი ხაზი 599 647050

წალენჯიხაში „წალენჯიხობა-გრანელობა“ და შემოდგომის დღესასწაული მასშტაბურად აღინიშნება

წალენჯიხაში „წალენჯიხობა-გრანელობა“ და შემოდგომის დღესასწაული მასშტაბურად აღინიშნება.
​დღეს, 22 ოქტომბერს, წალენჯიხა ტრადიციულ სახალხო დღესასწაულს- „წალენჯიხობა-გრანელობასა“ და შემოდგომის დღეებს მასპინძლობს. ქალაქში მთელი დღის განმავლობაში პოეტური განწყობა, ცოცხალი მუსიკა და სადღესასწაულო ატმოსფერო სუფევდა.
ღონისძიებების ციკლი ტრადიციულად დიდი პოეტის ხსოვნისადმი პატივის მიგებით დაიწყო. ხელისუფლების წარმომადგენლებმა ტერენტი გრანელის ძეგლი გვირგვინით შეამკეს.
​დღის განმავლობაში ადგილობრივებსა და სტუმრებს მრავალფეროვანი კულტურული და საგანმანათლებლო პროგრამა წარედგინათ:
გუგე ცანავას სახელობის პარკში გაიმართა ღონისძიება ტერენტი გრანელი- „ის აქ არის!..“, სადაც ლექსები ვიოლინოსა და საქსაფონის ჰანგების თანხლებით გაჟღერდა.
​სამეცნიერო-შემეცნებითი შეხვედრის ფარგლებში, წალენჯიხის მთავარ ბიბლიოთეკაში ბორის დავითაიამ ლევან დადიანის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე საინტერესო მოხსენება წაიკითხა.
​გოგი კალანდიას სახელობის ცენტრალურ მოედანზე „მოძრაობის თეატრის“ შთამბეჭდავი მსვლელობა გაიმართა.
​დღესასწაულის ფარგლებში, წალენჯიხის ადმინისტრაციულმა ერთეულებმა შემოდგომის უხვმოსავლიანი და კუთხური ტრადიციებით მდიდარი კუთხეები წარადგინეს. პატარებისთვის მოეწყო სპეციალური გასართობი სივრცეები, ხოლო სპორტის მოყვარულთათვის სხვადასხვა აქტივობები გაიმართა.
ღია ცის ქვეშ გამართულ კონცერტზე მაყურებლის წინაშე ადგილობრივი ვოკალური და ქორეოგრაფიული ანსამბლები წარსდგნენ.
​დღევანდელ საზეიმო ღონისძიებებს ოფიციალური სტუმრები ესწრებიან, მათ შორის: საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელი პირები, ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა, თბილისის საკრებულოს წევრები, რეგიონის მერები, საკრებულოების წარმომადგენლები და სხვა პირები.
ოქტომბერი 2026
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

მსგავსი ჩანაწერები

წალენჯიხობა-გრანელობა საპატიო წალენჯიხელის დაჯილდოვების საზეიმო ცერემონიალით გაგრძელდა

წალენჯიხობა-გრანელობა საპატიო წალენჯიხელის დაჯილდოვების საზეიმო ცერემონიალით გაგრძელდა. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა გუბა საჯაიამ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ, მარტვილის, აბაშის, წალენჯიხისა

გაგრძელება

ნაგურუს უბანში საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს

საჩინოს ადმინისტრაციული ერთეულის ნაგურუს უბანში საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს. ​საუბნო გზაზე პროექტის ფარგლებში ბეტონის საფარი იგება და სანიაღვრე

გაგრძელება

ქალაქ ჯვარში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ამბულატორია გაიხსნა

ქალაქ ჯვარში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ამბულატორია გაიხსნა. ახალი სამედიცინო დაწესებულება ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ დაათვალიერა. მინისტრის განცხადებით, ახალი ამბულატორია რეგიონში

გაგრძელება