ცხელი ხაზი 599 647050

24 აგვისტოდან წალენჯიხაში „სტუდენტური დღეები 2026“ იწყება

24 აგვისტოდან წალენჯიხაში „სტუდენტური დღეები 2026“ იწყება.
ღონისძიების მაღალ დონეზე ორგანიზებისა მიზნით, მერის მოადგილე გიორგი კვარაცხელია შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელებთან ერთად სტუდენტებს შეხვდა.​ შეხვედრაზე პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები განიხილეს.
​სტუდენტებმა შეხვედრაზე საკუთარი ინიციატივები და წინადადებები წარადგინეს, რომლებიც ,,სტუდენტური დღეების” პროგრამაში აისახება.
​შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელებმა მზადყოფნა გამოთქვეს ღონისძიებების შეუფერხებელი და უსაფრთხოდ ჩატარებისთვის.
შეხვედრის მონაწილეთა განცხადებით, სტუდენტებს წინ დაუვიწყარი, ენერგიული და მრავალფეროვანი დღეები ელოდებათ, სადაც ახალგაზრდებს საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენისა და ერთმანეთის გაცნობის საუკეთესო შესაძლებლობა ექნებათ.
სტუდენტურ დღეებში მონაწილეობის მისაღებად, მსურველებს შეუძლიათ 24 აგვისტოს, 12:00 საათზე გამოცხადდნენ ნიკოლოზ შენგელაიას სახელობის კინოთეატრის დარბაზში და რეგისტრაცია გაიარონ.
სექტემბერი 2026
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

მსგავსი ჩანაწერები

წალენჯიხაში „სტუდენტური დღეები 2026“ შემაჯამებელი ღონისძიებებითა და ფოიერვერკით დასრულდა

წალენჯიხაში „სტუდენტური დღეები 2026“ შემაჯამებელი ღონისძიებებითა და ფოიერვერკით დასრულდა. პროექტი წალენჯიხის ა(ა)იპ სახელოვნებო-საგანმანათლებლო, კულტურის, სასპორტო და ფეხბურთის ცენტრების ორგანიზებითა და

გაგრძელება

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საჩინოს ადმინისტრაციულ ერთეულში ახალი ამბულატორია გაიხსნა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საჩინოს ადმინისტრაციულ ერთეულში ახალი ამბულატორია გაიხსნა. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აშენებული სამედიცინო დაწესებულება ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ დაათვალიერა. მინისტრმა

გაგრძელება

ხელისუფლების წარმომადგენლები, წალენჯიხაში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნენ

წალენჯიხაში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა, აბაშის, მარტვილის, ჩხოროწყუსა და წალენჯიხის დელეგატ ილია ინჯიასთან, წალენჯიხის მერ

გაგრძელება