ცხელი ხაზი 599 647050

7 მარტს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა

დღეს, 27 მარტს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ცოტნე შონია უძღვებოდა.
საკრებულოს წევრებმა განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები:
1. წალენჯიხის მუნიციპლიტეტის საკრებულოს 2026 წლის 27 მარტის მორიგი სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების თაობაზე.
მომხსენებელი: ცოტნე შონია, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე.
2. „ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ” წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 30 დეკემბრის N22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
მომხსენებელი: თეა სარია, მუნიციპალიტეტის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი.
3. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შინაური ბინადარი ცხოველების მოვლა-პატრონობისა და ყოლის წესის დამტკიცების შესახებ.
მომხსენებელი: მანანა ჭანია, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, იურიდიული და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე.
4. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების თაობაზე.
მომხსენებელი: გელა სალია, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსი.
5. „ადგილობრივი თვითმმართველობის პროექტების დაფინანსების ინიცირების მიზნით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის პრიორიტეტების დოკუმენტებთან შესაბამისობაში დადასტურებული წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მიერ მომზადებული წინადადების მოწონების თაობაზე“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 27 თებერვლის N6 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ.
მომხსენებელი: გელა სალია, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსი.
6. მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირებზე და საკრებულოს აპარატზე უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებით დაწესებული საწვავისა და მობილური ტელეფონების ხარჯების ლიმიტის დაწესების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 23 თებერვლის N10 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
მომხსენებელი: გიორგი ქარდავა, საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე.
7. სხვადასხვა
ოქტომბერი 2026
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

მსგავსი ჩანაწერები

წალენჯიხობა-გრანელობა საპატიო წალენჯიხელის დაჯილდოვების საზეიმო ცერემონიალით გაგრძელდა

წალენჯიხობა-გრანელობა საპატიო წალენჯიხელის დაჯილდოვების საზეიმო ცერემონიალით გაგრძელდა. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა გუბა საჯაიამ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ, მარტვილის, აბაშის, წალენჯიხისა

გაგრძელება

წალენჯიხაში „წალენჯიხობა-გრანელობა“ და შემოდგომის დღესასწაული მასშტაბურად აღინიშნება

წალენჯიხაში „წალენჯიხობა-გრანელობა“ და შემოდგომის დღესასწაული მასშტაბურად აღინიშნება. ​დღეს, 22 ოქტომბერს, წალენჯიხა ტრადიციულ სახალხო დღესასწაულს- „წალენჯიხობა-გრანელობასა“ და შემოდგომის დღეებს მასპინძლობს. ქალაქში

გაგრძელება

ნაგურუს უბანში საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს

საჩინოს ადმინისტრაციული ერთეულის ნაგურუს უბანში საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს. ​საუბნო გზაზე პროექტის ფარგლებში ბეტონის საფარი იგება და სანიაღვრე

გაგრძელება