ცხელი ხაზი 599 647050

9 აპრილი – ტრაგედიისა და გამარჯვების დღე!

9 აპრილი – ტრაგედიისა და გამარჯვების დღე!
დღეს, 9 აპრილს, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, ეროვნული ერთიანობის, სამოქალაქო თანხმობისა და სამშობლოსთვის დაღუპულთა მოგონების დღე აღინიშნა.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ცოტნე შონიამ, თავმჯდომარის მოადგილეებმა, საკრებულოს წევრებმა, მარტვილი, აბაშა, წალენჯიხა და ჩხოროწყუს მაჟორიტარმა დეპუტატმა ილია ინჯიამ, წალენჯიხის მერმა გუბა საჯაიამ, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა და მოქალაქეებმა 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს და ქ. წალენჯიხაში მდებარე 9 აპრილის სკვერი ყვავილებით შეამკეს.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პარლამენტის წევრმა – მარტვილი, აბაშა, წალენჯიხა და ჩხოროწყუს მაჟორიტარმა დეპუტატმა ილია ინჯიამ ხაზი გაუსვა 9 აპრილის განსაკუთრებულ მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ 1989 წლის 9 აპრილს დაღვრილი უდანაშაულო ადამიანების სისხლი იქცა ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის ბრძოლის საფუძვლად, რომელმაც 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენით ჰპოვა თავისი ლოგიკური გაგრძელება.
1989 წლის 9 აპრილს საბჭოთა კავშირის სადამსჯელო სამხედრო ნაწილებმა მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რის შედეგადაც 21 ადამიანი დაიღუპა და ასობით დაშავდა.
1991 წლის 9 აპრილს კი მაშინდელმა უზენაესმა საბჭომ ეს თარიღი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ გამოაცხადა.
1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 37 წელი შესრულდა..
ოქტომბერი 2026
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

მსგავსი ჩანაწერები

წალენჯიხობა-გრანელობა საპატიო წალენჯიხელის დაჯილდოვების საზეიმო ცერემონიალით გაგრძელდა

წალენჯიხობა-გრანელობა საპატიო წალენჯიხელის დაჯილდოვების საზეიმო ცერემონიალით გაგრძელდა. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა გუბა საჯაიამ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ, მარტვილის, აბაშის, წალენჯიხისა

გაგრძელება

წალენჯიხაში „წალენჯიხობა-გრანელობა“ და შემოდგომის დღესასწაული მასშტაბურად აღინიშნება

წალენჯიხაში „წალენჯიხობა-გრანელობა“ და შემოდგომის დღესასწაული მასშტაბურად აღინიშნება. ​დღეს, 22 ოქტომბერს, წალენჯიხა ტრადიციულ სახალხო დღესასწაულს- „წალენჯიხობა-გრანელობასა“ და შემოდგომის დღეებს მასპინძლობს. ქალაქში

გაგრძელება

ნაგურუს უბანში საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს

საჩინოს ადმინისტრაციული ერთეულის ნაგურუს უბანში საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს. ​საუბნო გზაზე პროექტის ფარგლებში ბეტონის საფარი იგება და სანიაღვრე

გაგრძელება