ცხელი ხაზი 599 647050

ადმინისტრაციული სამსახური

ლაშა არქანია – ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი

Tel-599 85 71 70

განათლება-უმაღლესი

1994-98 წწ.დაამთავრა თბილისის სოციალურ-ეკონომიკური ინსტიტუტი

 

 

სამუშაო გამოცდილება:

2025 წლის ნოემბრიდან  ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი.

2013 წლის აპრილიდან წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი.

2000-2006 წწ. საქმიანობდა ვერძო ბიზნესში.

2006-2008 წწ. სს „ოლორი“-ს ეკონომისტი.

2008-2011 წწ. შპს „ვეტერანი“-ს ბუღალტერი.

2021-24 წწ.კერძო ბიზნესით დასაქმებული.

 

სამსახურის ამოცანები და ფუნქციები

სამსახურის ამოცანებია:
ა) მერის, მერიის თანამდებობის პირებისა და მერიის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის ორგანიზაციული და მატერიალურ-ტექნიკური მომსახურება;
ბ) მერის და მერიის თანამდებობის პირების სამართლებრივი აქტებისა და დავალებების შესრულების კოორდინაცია;
გ) მერიაში ადამიანური რესურსების პოლიტიკის მართვა;
დ) მოქალაქეთა მიღების ორგანიზაციული უზრუნველყოფა და კომპეტენციის ფარგლებში მოქალაქეთა მომართვებზე რეაგირების პროცესის კოორდინაცია;
ე) საერთაშორისო ორგანიზაციებთან, დიპლომატიურ წარმომადგენლებთან და უცხო ქვეყნის თვითმმართველობებთან კოორდინაცია;
ვ) მერის, მერიის თანამდებობის პირებისა და მერიის სტრუქტურული ერთეულების სამართლებრივი უზრუნველყოფა და კონსულტირება;
ზ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, საჯარო ინფორმაციის გაცემის უზრუნველყოფა და საჯარო მმართველობის მხარდაჭერა;
თ) ადმინისტრაციული წარმოების განხორციელების სამართლებრივი უზრუნველყოფა.

სამსახური ძირითადი ფუნქციების შესრულების მიზნით დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) მერიის სრულყოფილი ფუნქციონირებისათვის საჭირო საორგანიზაციო საკითხთა მოგვარებას და აუცილებელი სამუშაო პირობების შექმნას; მერიის საჯარო მოსამსახურეებზე მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა და თანამდებობის პირთა მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებაში ორგანიზაციული დახმარების გაწევას;
ბ) მერიაში ერთიან საქმისწარმოებას და ამ მიზნებისათვის საქმისწარმოების ავტომატიზებული სისტემების მართვას; მერიისა და მერიის თანამდებობის პირების სახელზე შემოსული წერილების, განცხადებებისა და სხვა შესასრულებელი დოკუმენტაციის განსახილველად კანონით დადგენილი
ვადების კონტროლს; მერის დავალებების რეგისტრაციას და კონტროლს; კორესპონდენციის გადაგზავნას, საარქივო მასალების დამუშავებას და არქივის წარმოებას;
გ) მერიის:
გ.ა) სტრუქტურული ერთეულების მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას;
გ.ბ) საჯარო მოსამსახურეთა პირადი საქმეების წარმოებას, მათი საჯარო სამსახურში მიღების, საჯარო სამსახურიდან გათავისუფლების, შვებულებაზე გასვლის, სამივლინებო, საპენსიო და სხვა დოკუმენტების მომზადებას;
გ.გ) საკადრო პოლიტიკისა და ადამიანური რესურსების მართვის მიზნით შესაბამისი წინადადებების შემუშავებასა და წარდგენას;
გ.დ) სტრუქტურის, მასში ცვლილებების შესახებ წინადადებების შემუშავებას;
გ.ე) საჯარო მოსამსახურეთა ვაკანტურ თანამდებობებზე კონკურსის გამოცხადებასა და ჩატარებას;
გ.ვ) საჯარო მოხელეთა მიერ პროფესიული განვითარების, წახალისების და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების შესახებ წინადადებებისა და შესაბამისი ადმინისტრაციულ-
სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას; საჯარო მოხელეთა პროფესიული განვითარების მიზნით შესაბამისი წინადადებების მომზადებას;
გ.ზ) საჯარო მოხელეთა პროფესიული განვითარების ხარჯებთან დაკავშირებით წინადადებების შემუშავებას ადგილობრივ ბიუჯეტის პროექტში გათვალისწინების მიზნით;
გ.თ) საჯარო მოხელეთა თანამდებობრივი ინსტრუქციების და სამუშაო აღწერილობების მომზადებას; საჯარო მოხელეთათვის დამატებითი საკვალიფიკაციო კრიტერიუმების დადგენის თაობაზე წინადადებების წარდგენას;
გ.ი) მოსამსახურეთა მიერ ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონისა და მერიის შინაგანაწესის შესრულების კონტროლს.
დ) სამსახურის სამუშაოთა გეგმების მომზადებას; მერიის სამსახურების სამუშაოთა გეგმების საფუძველზე მერიის სამუშაო გეგმის პროექტის მომზადებას;
ე) მერიის:
ე.ა) კავშირურთიერთობების ორგანიზებას სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან, დაწესებულებებთან, საწარმოებთან, საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და მოქალაქეებთან;
ე.ბ) საქმიანობის შესახებ ოფიციალური ინფორმაციის გავრცელებას, მერიაში დაგეგმილი შეხვედრების, თათბირების, პრესკონფერენციების, ბრიფინგების, ჟურნალისტებთან შეხვედრებისა და სოციოლოგიური გამოკითხვების ჩატარებას;
ე.გ) საქმიანობის ამსახველი საინფორმაციო-საცნობარო, ანალიტიკურ და პროგრამულ მომსახურებას; ვიდეოთეკისა და ფოტოთეკის შექმნას;
ე.დ) საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემების ფუნქციონირებას, ინტერნეტპორტალის, საიტებისა და ინტერნეტვებგვერდის შექმნას, მათ განახლებასა და საჯარო ინფორმაციის მათზე განთავსებას.
ვ) საზოგადოების ჩართულობას და მოქალაქეთა თანამონაწილეობას ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების პროცესში; ამ მიზნებისათვის მერის ხელშეწყობას მუნიციპალიტეტის დასახლებებში განსახორციელებელ საქმიანობასთან დაკავშირებით; დასახლებების საერთო კრებების ორგანიზებას წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს (შემდგომში -
საკრებულო) მიერ დამტკიცებული მუნიციპალიტეტის დასახლების საერთო კრების ტიპური დებულებით დადგენილი წესის შესაბამისად; ახორციელებს ადმინისტრაციულ ერთეულებში დანიშნული მერის წარმომადგენლების საქმიანობის კოორდინაციას;
ზ) საპროტოკოლო ღონისძიებების ფარგლებში მუნიციპალიტეტის ოფიციალური ღონისძიებების, ოფიციალური დელეგაციების მიღებასა და საგარეო ვიზიტების დაგეგმვას და ორგანიზებას;
თ) საჯარო ინფორმაციის გაცემას (ხელმისაწვდომობა), მერიის სტრუქტურულ ერთეულებთან კოორდინაციით საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყენებას და საჯარო ინფორმაციის გაცემის შესახებ ანგარიშების წარდგენას; მოქალაქეთა საინფორმაციო მომსახურებას ,,ერთი ფანჯრის“ პრინციპის დაცვით;
ი) მერიის თანამდებობის პირებისა და მოსამსახურეების საკონსულტაციო-სამართლებრივი დახმარების გაწევას, სამართლებრივი დასკვნების მომზადებას;
კ) მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირთა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას, მათ შედგენაში მონაწილეობის მიღებას და სამართლებრივი აქტების პროექტების იურიდიულ ექსპერტიზას, მათ ვიზირებას და განსახილველ საკითხებზე შესაბამისი დასკვნების მომზადებას; მუნიციპალიტეტის ან მერიის მიერ დასადები ხელშეკრულებების პროექტების მომზადებას (მომზადებაში მონაწილეობის მიღება), სამართლებრივ ექსპერტიზას და ვიზირებას, კომპეტენციის ფარგლებში;
ლ) სამსახურში შემოსული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების, ადმინისტრაციული გარიგებებისა და სხვა დოკუმენტების სამართლებრივ გამართულობას, მათ შესაბამისობაში მოყვანას მოქმედ კანონმდებლობასთან და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ნორმატიულ აქტებთან;
მ) თავის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების სრულყოფილი განხილვა-გადაწყვეტისათვის ურთიერთობის წარმოებას მერიის სხვა სამსახურებთან, ადმინისტრაციულ ორგანოებთან, დაწესებულებებთან, ორგანიზაციებთან;
ნ) საჭიროების შემთხვევაში, მერიის სამსახურებში მიმდინარე ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობას და ამ მიზნებისათვის დადგენილი წესებისა და პროცედურების დაცვას (მერიაში შემოსული ადმინისტრაციული საჩივრების განხილვა (ზეპირი მოსმენის გამართვა) თავისი კომპეტენციის ფარგლებში და შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მომზადება);
ო) სათანადო ღონისძიებების გატარებას მერიის სამსახურებს შორის ცალკეული პროექტისა და საკითხის თაობაზე შეთანხმების მისაღწევად;
პ) მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის სამართლებრივ საკითხებზე კონსულტაციებისა და განმარტებების მიცემას;
ჟ) მერიის საქმიანობასთან დაკავშირებით გამოთქმული შენიშვნების, მოსაზრებების შესწავლას და მერისათვის შესაბამისი რეაგირებისათვის წინადადებების წარდგენა;
რ) შესაბამისი დავალების შემთხვევაში მერის წარმომადგენლობის განხორციელებას სახელმწიფო ორგანოებთან, კერძო და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებთან ურთიერთობის დროს (მათ შორის ამ ორგანოთა სხდომებზე, თათბირებზე და ა.შ.);
ს) სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმის შედგენას, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულების მიერ დადგენილი ფორმით მოწოდებული წლიური მოთხოვნების საფუძველზე, აღნიშნულ გეგმაში საჭიროებიდან და მოთხოვნებიდან გამომდინარე, ცვლილებების შეტანასა და სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში განთავსებას;
ტ) წლის განმავლობაში სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების განხორციელებას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულების მიერ წარმოდგენილი, მუნიციპალიტეტის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურთან შეთანხმებული მოთხოვნის შესაბამისად შესყიდვის საშუალების შერჩევასა და ხელშეკრულებების მომზადებას;
უ) შერჩეული საშუალების კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტაციის შედგენას, შესყიდვის პროცედურების მომზადებას, სატენდერო/საკონკურსო კომისიის აპარატის ფუნქციების შესრულებასა და სატენდერო/საკონკურსო პროცედურების ჩატარების ტექნიკურ უზრუნველყოფას;
ფ) შესყიდვის გეგმით განსაზღვრული საქონლის, მომსახურებისა და სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებას, სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე სამართლებრივი აქტების შესაბამისად; სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ანგარიშების მომზადებას;
ქ) სამსახურის:
ქ.ა) საქმიანობასთან დაკავშირებული მერის მიერ გამოსაცემი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას;
ქ.ბ) კომპეტენციის ფარგლებში ბიუჯეტისა და სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვაში მონაწილეობის მიღებას და მათი შესრულების უზრუნველყოფას;
ღ) დადგენილი წესით სამსახურის ფუნქციებს მიკუთვნებულ საკითხებზე შესაბამისი დოკუმენტაციის, გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშის მომზადებას და ინფორმაციის წარდგენას მუნიციპალიტეტის შესაბამის ორგანოებსა და მის თანამდებობის პირებთან;
ყ) კომპეტენციის შესაბამისად სამსახურში შემოსული განცხადებების, მიმართვების (წერილების) განხილვას;
შ) მოქმედი კანონმდებლობით, მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა და თანამდებობის პირთა სამართლებრივი აქტებით, ამ დებულებით და მერის დავალებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.

სამსახურის დებულების გადმოწერა

 

ადმინისტრაციული სამსახურის საქმისწარმოებისა  და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის  განყოფილება

თანამშრომლები:

ადმინისტრაციული
სამსახური
 პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი - სამსახურის უფროსილაშა არქანია899 857170
საქმისწარმოებისა
და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის  განყოფილება
 I კატეგორიის უფროსი სპეციალისტინანა კვარაცხელია599 857114
საქმისწარმოებისა
და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის  განყოფილება
 I კატეგორიის უფროსი სპეციალისტიბადრი მიქავა599 857061
საქმისწარმოებისა
და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის  განყოფილება
 I კატეგორიის უფროსი სპეციალისტიბელა შანავა599 857112
 საქმისწარმოებისა
და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის  განყოფილებაა
 II კატეგორიის უფროსი სპეციალისტიირმა კალანდია59 857066

 

 

ადმინისტრაციული სამსახურის ადმიანური რესურსების მართვის განყოფილება

ადმიანური რესურსების მართვის განყოფილება I კატეგორიის უფროსი სპეციალისტილელა ნაჭყებია599 857158
ადმიანური რესურსების მართვის განყოფილება I კატეგორიის უფროსი სპეციალისტიმამუკა კვარაცხელია599 857064
ადმიანური რესურსების მართვის განყოფილება II კატეგორიის უფროსი სპეციალისტირუსუდან კვარაცხელია599 295292

 

ადმინისტრაციული სამსახურის იურიდიული განყოფილებამეორადი სტრუქტურული ერთეულის
ხელმძღვანელი-განყოფილების უფროსი
ელენე ბერაია599 193926
იურიდიული განყოფილება I კატეგორიის უფროსი სპეციალისტიგიორგი გოგიბერიძე599 117050

 

ადმინისტრაციული სამსახურის შესყიდვების განყოფილებამეორადი სტრუქტურული ერთეულის
ხელმძღვანელი- განყოფილების
უფროსი
ბაჩანა ზარქუა599 506170
შესყიდვების განყოფილება I კატეგორიის უფროსი სპეციალისტითემურ ფიფია599 193926

 

ადმინისტრაციული სამსახურის ორგანიზაციული ინსპექტირების უზრუნველყოფის განყოფილებამეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი- განყოფილების უფროსიალბერტ ჭანია551 190278
ორგანიზაციული ინცპექტირების განყოფილება I კატეგორიის უფროსი სპეციალისტილევან აფაქიძე

 

ადმინისტრაციული სამსახურის ინფორმაციული უზრუნველყოფისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის
განყოფილება
მეორადი სტრუქტურული ერთეულის
ხელმძღვანელი-განყოფილების უფროსი
ეკატერინე ბელქანია599 857220
ინფორმაციული უზრუნველყოფისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის
განყოფილება
 I კატეგორიის უფროსი სპეციალისტიკობა კაკაჩია599 857065
ინფორმაციული უზრუნველყოფისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის
განყოფილება
 III კატეგორიის უფროსი სპეციალისტიხათუნა თორდია591 918780
ინფორმაციული უზრუნველყოფისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის
განყოფილება
 I კატეგორიის უმცროსი სპეციალისტიდარიკო ბერია599 857197