წალენჯიხის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით მოსახლეობასთან შეხვედრები და საერთო კრებები დაიწყო.
გუშინ შეხვედრები გაიმართა ზღვაიას, ქვედა და ზედა მაზანდარას, ლუღერა-სამცაცხვისა და ხვითერი-საკალანდიოს ადმინისტრაციულ ერთეულებში.
კონსულტაციებში მონაწილეობდნენ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები, მათ შორის საკრებულოს თავმჯდომარე ცოტნე შონია, მერი გუბა საჯაია და მერის პირველი მოადგილე ბესიკ ფარცვანია.
2026 წელს, პროგრამის ფარგლებში, მუნიციპალიტეტისთვის რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 644 000 ლარია გათვალისწინებული.
მოსახლეობამ პრიორიტეტებად ძირითადად ინფრასტრუქტურული პროექტები — გზების, განათების, სანიაღვრე სისტემების, სპორტული და საზოგადოებრივი სივრცეების მოწყობა — დაასახელა.
საკონსულტაციო შეხვედრები 13-დან 27 თებერვლის ჩათვლით ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში გაგრძელდება, რის შემდეგაც შერჩეული პროექტები დასამტკიცებლად საკრებულოს წარედგინება.