ცხელი ხაზი 599 647050

კონსულტაციები სოფელ ეწერში

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის ფარგლებში დასახლებების საერთო კრებები და მოსახლეობასთან კონსულტაციები დღეს, 20 თებერვალს სოფელ ეწერში გაიმართა.
შეხვედრას წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გიორგი კვარაცხელია, საკრებულოს წევრები ირაკლი ძაძამია,დიმიტრი ქარდავა და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები დაესწრნენ.
მოსახლეობის მიერ შემდეგი პრიორიტეტები შეირჩა:
ლეძაძამეში-სასმელი წყლის მილებისა და წისქვილის რეაბილიტაცია;
ეწერში-საბავშვო ბაღისთვის ტექნიკის შეძენა(მაცივარი,გაზქურა), მილხიდის მოწყობა და 9 აპრილის სკვერის რეაბილიტაცია;
ლექარდეში- სასმელი წყლის მილის რეაბილიტაცია,სანიაღვრე არხის მოწყობა და წისქვილის რეაბილიტაცია.
საკონსულტაციო შეხვედრები 27 თებერვალს დასრულდება, შერჩეული პროექტები კი დასამტკიცებლად საკრებულოს წარედგინება.
ოქტომბერი 2026
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

მსგავსი ჩანაწერები

წალენჯიხობა-გრანელობა საპატიო წალენჯიხელის დაჯილდოვების საზეიმო ცერემონიალით გაგრძელდა

წალენჯიხობა-გრანელობა საპატიო წალენჯიხელის დაჯილდოვების საზეიმო ცერემონიალით გაგრძელდა. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა გუბა საჯაიამ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ, მარტვილის, აბაშის, წალენჯიხისა

გაგრძელება

წალენჯიხაში „წალენჯიხობა-გრანელობა“ და შემოდგომის დღესასწაული მასშტაბურად აღინიშნება

წალენჯიხაში „წალენჯიხობა-გრანელობა“ და შემოდგომის დღესასწაული მასშტაბურად აღინიშნება. ​დღეს, 22 ოქტომბერს, წალენჯიხა ტრადიციულ სახალხო დღესასწაულს- „წალენჯიხობა-გრანელობასა“ და შემოდგომის დღეებს მასპინძლობს. ქალაქში

გაგრძელება

ნაგურუს უბანში საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს

საჩინოს ადმინისტრაციული ერთეულის ნაგურუს უბანში საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს. ​საუბნო გზაზე პროექტის ფარგლებში ბეტონის საფარი იგება და სანიაღვრე

გაგრძელება