ცხელი ხაზი 599 647050

შეხვედრები ნაკიფუს ადმინისტრაციულ ერთეულში

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით დასახლებების საერთო კრებები და მოსახლეობასთან კონსულტაციები გრძელდება.
შეხვედრები დღეს,18 თებერვალს, ნაკიფუს ადმინისტრაციულ ერთეულში გაიმართა.
შეხვედრებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი გუბა საჯაია, მერის პირველი მოადგილე – ბესიკ ფარცვანია, საკრებულოს თავმჯდომარე ცოტნე შონია, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები გივი კაჭარავა და ბაკურ სონგულია, საკრებულოს წევრები და სხვა შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
2026 წელს, მუნიციპალიტეტში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 644 000 ლარი დაიხარჯება.
მოსახლეობამ ხმათა უმრავლესობით უბნების მიხედვით
შიდა-საუბნო გზების მოხრეშვა-მოშანდაკება, გარე-განათებების მოწყობა,წისქვილის რეაბილიტაცია და სანიაღვრე არხების მოწყობა დაასახელა.
შეხვედრაზე ხელმძღვანელმა პირებმა მოსახლეობის მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხეს და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.
მოსახლეობასთან შეხვედრები გაიმართა ასევე მიქავას ადმინისტრაციულ ერთეულში, სადაც პრიორიტეტებად საფეხბურთო მოედნის მოწყობა, სასმელი წყლის ავზის შეძენა, შიდა-საუბნო გზების მოხრეშვა-მოშანდაკება,გარე-განათებების მოწყობა და საბავშვო ბაღისთვის გაზქურის შეძენა დასახელდა.
საკონსულტაციო შეხვედრები 13 თებერვლიდან 27 თებერვლის ჩათვლით მუნიციპალიტეტის ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში გაიმართება, შერჩეული პროექტები კი დასამტკიცებლად საკრებულოს წარედგინება.
ოქტომბერი 2026
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

მსგავსი ჩანაწერები

წალენჯიხობა-გრანელობა საპატიო წალენჯიხელის დაჯილდოვების საზეიმო ცერემონიალით გაგრძელდა

წალენჯიხობა-გრანელობა საპატიო წალენჯიხელის დაჯილდოვების საზეიმო ცერემონიალით გაგრძელდა. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა გუბა საჯაიამ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ, მარტვილის, აბაშის, წალენჯიხისა

გაგრძელება

წალენჯიხაში „წალენჯიხობა-გრანელობა“ და შემოდგომის დღესასწაული მასშტაბურად აღინიშნება

წალენჯიხაში „წალენჯიხობა-გრანელობა“ და შემოდგომის დღესასწაული მასშტაბურად აღინიშნება. ​დღეს, 22 ოქტომბერს, წალენჯიხა ტრადიციულ სახალხო დღესასწაულს- „წალენჯიხობა-გრანელობასა“ და შემოდგომის დღეებს მასპინძლობს. ქალაქში

გაგრძელება

ნაგურუს უბანში საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს

საჩინოს ადმინისტრაციული ერთეულის ნაგურუს უბანში საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს. ​საუბნო გზაზე პროექტის ფარგლებში ბეტონის საფარი იგება და სანიაღვრე

გაგრძელება