ცხელი ხაზი 599 647050

შეხვედრები ზღვაიას, ქვედა მაზანდარას,ზედა მაზანდარას,ლუღერა-სამცაცხვისა და ხვითერი საკალანდიოს ტერიტორიაზე

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით დასახლებების საერთო კრებები და მოსახლეობასთან კონსულტაციები დაიწყო.
დღეს შეხვედრები ზღვაიას, ქვედა მაზანდარას,ზედა მაზანდარას,ლუღერა-სამცაცხვისა და ხვითერი საკალანდიოს ტერიტორიაზე გაიმართა.
შეხვედრებს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი გუბა საჯაია ,მერის პირველი მოადგილე ბესიკ ფარცვანია, საკრებულოს თავმჯდომარე ცოტნე შონია, საკრებულოს წევრები და სხვა შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
2026 წელს, მუნიციპალიტეტში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 644 000 ლარი დაიხარჯება.
მოსახლეობამ ხმათა უმრავლესობით შემდეგი სახის პრიორიტეტები დაასახელა:
ზღვაიას დასახლებაში საკანალიზაციო სისტემების მოწყობა, დასასვენებელი სკვერის კეთილმოწყობა და საცხოვრებელი ბინის ფასადის რეაბილიტაცია.
ზედა-მაზანდარა: გაგარინის ქუჩაზე (სასაფლაოსთან მისასვლელი გზის) მოხრეშვა-მოშანდაკება, გარე-განათებებისა და სანიაღვრე არხების მოწყობა. გაგარინის პირველ შესახვევში (საარახამიოს უბანში) გზის მოხრეშვა სანიაღვრე არხის მოწყობით.
ქვედა-მაზანდარა: ბადრი შანავას ქუჩაზე გარე-განათებების მოწყობა სასაფლაოს მიმართულებით და ამავე ტერიტორიაზე საპირფარეშოს მოწყობა.
ლუღერა-სამცაცხვი: ფეხბურთის მოედანზე საფარის მოწყობა და წისქვილის რეაბილიტაცია.
ხვითერი-საკალანდიო: სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე პარკინგის მოწყობა სააბულაძოს უბანში კი სანიაღვრე არხების მოწყობა.
საკონსულტაციო შეხვედრები 13 თებერვლიდან 27 თებერვლის ჩათვლით მუნიციპალიტეტის ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში გაიმართება, შერჩეული პროექტები კი დასამტკიცებლად საკრებულოს წარედგინება.
ოქტომბერი 2026
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

მსგავსი ჩანაწერები

წალენჯიხობა-გრანელობა საპატიო წალენჯიხელის დაჯილდოვების საზეიმო ცერემონიალით გაგრძელდა

წალენჯიხობა-გრანელობა საპატიო წალენჯიხელის დაჯილდოვების საზეიმო ცერემონიალით გაგრძელდა. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა გუბა საჯაიამ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ, მარტვილის, აბაშის, წალენჯიხისა

გაგრძელება

წალენჯიხაში „წალენჯიხობა-გრანელობა“ და შემოდგომის დღესასწაული მასშტაბურად აღინიშნება

წალენჯიხაში „წალენჯიხობა-გრანელობა“ და შემოდგომის დღესასწაული მასშტაბურად აღინიშნება. ​დღეს, 22 ოქტომბერს, წალენჯიხა ტრადიციულ სახალხო დღესასწაულს- „წალენჯიხობა-გრანელობასა“ და შემოდგომის დღეებს მასპინძლობს. ქალაქში

გაგრძელება

ნაგურუს უბანში საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს

საჩინოს ადმინისტრაციული ერთეულის ნაგურუს უბანში საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს. ​საუბნო გზაზე პროექტის ფარგლებში ბეტონის საფარი იგება და სანიაღვრე

გაგრძელება