ცხელი ხაზი 599 647050

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს სხდომა

დღეს, 31 მარტს, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს სხდომა.
სხდომის დაწყებამდე საბჭოს წევრებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ხსოვნას.
სხდომას საბჭოს თავმჯდომარე დარეჯან დადიანი უძღვებოდა, რომელმაც საბჭოს წევრებს დღის წესრიგით წარმოდგენილი საკითხები გააცნო.
დღის წესრიგი:
1. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს 2026-2028 წლის სამოქმედო გეგმის განხილვის თაობაზე.
2. სხვადასხვა
სხდომის ფარგლებში საბჭოს წევრებმა იმსჯელეს საბჭოს მიზნებსა და ამოცანებზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საბჭოს საქმიანობის წესსა და ორგანიზაციულ საკითხებს.
სხდომაზე გამოიკვეთა საბჭოს საქმიანობის შემდგომი ნაბიჯები, რომლებიც მიზნად ისახავს დებულებით განსაზღვრული ამოცანების ეფექტიან განხორციელებას და ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მუნიციპალური პოლიტიკის კიდევ უფრო გაძლიერებას.
აგვისტო 2026
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31 

მსგავსი ჩანაწერები

საჩინოს ადმინისტრაციულ ერთეულში ახალი სახიდე გადასასვლელის მშენებლობის სამუშაოები მიმდინარეობს

სტიქიური მოვლენების პრევენციისა და ადგილობრივი ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების ფარგლებში, საჩინოს ადმინისტრაციულ ერთეულში ახალი სახიდე გადასასვლელის მშენებლობის სამუშაოები მიმდინარეობს. ახალი ხიდის მშენებლობასთან

გაგრძელება

1700 წლისთავთან დაკავშირებული საგანმანათლებლო და კულტურული კამპანიის ფარგლებში, დღეს, 20 აგვისტოს, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით კინოჩვენება მოეწყო

საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავთან დაკავშირებული საგანმანათლებლო და კულტურული კამპანიის ფარგლებში, დღეს, 20 აგვისტოს, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით

გაგრძელება

24 აგვისტოდან წალენჯიხაში „სტუდენტური დღეები 2026“ იწყება

24 აგვისტოდან წალენჯიხაში „სტუდენტური დღეები 2026“ იწყება. ღონისძიების მაღალ დონეზე ორგანიზებისა მიზნით, მერის მოადგილე გიორგი კვარაცხელია შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელებთან ერთად

გაგრძელება