წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი, გუბა საჯაია, წალენჯიხის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძარში, ბრწყინვალე შვიდეულთან დაკავშირებით, საზეიმო წირვას დაესწრო. ღვთისმსახურება ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მიტროპოლიტიმა, მეუფე გერასიმემ (შარაშენიძე) ჩაატარა.
წირვას ასევე ესწრებოდნენ მერის მოადგილე ბესიკ ფარცვანია და საკრებულოს წევრები.
საღმრთო ლიტურგიის დასრულების შემდეგ მეუფე გერასიმემ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, მცხეთა თბილისის, ბიჭვინთისა და ცხუმ- აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია ll-ის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.
წალენჯიხობა-გრანელობა საპატიო წალენჯიხელის დაჯილდოვების საზეიმო ცერემონიალით გაგრძელდა
წალენჯიხობა-გრანელობა საპატიო წალენჯიხელის დაჯილდოვების საზეიმო ცერემონიალით გაგრძელდა. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა გუბა საჯაიამ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ, მარტვილის, აბაშის, წალენჯიხისა