ცხელი ხაზი 599 647050

სტიქიამ (ძლიერი წვიმა) წალენჯიხაში პრობლემები შექმნა

სტიქიამ (ძლიერი წვიმა) წალენჯიხაში პრობლემები შექმნა.
ძლიერი წვიმის შედეგად წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში და ქალაქის ტერიტორიაზე დაიტბორა საკარმიდამო მიწის ნაკვეთები.
სტიქიამ ზიანი მიაყენა ადმინისტრაციულ ერთეულებში შიდა-საუბნო გზებს. უხვმა ნალექმა სანიაღვრე არხებში წყლის დონის ადიდება გამოიწვია.
სტიქიის შედეგად დაზიანდა ელექტროგადამცემი ბოძები, რის შედეგადაც მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი გუბა საჯაია და მერის პირველი მოადგილე ბესიკ ფარცვანია, საკრებულოს წევრებთან ერთად მიყენებულ ზარალს ადგილზე ეცნობიან.
მუშაობს მუნიციპალური ტექნიკა.
შექმნილია სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანის კომისია.
მერიაში ამოქმედებულია ცხელი ხაზი – 599 64 70 50.
ოქტომბერი 2026
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

მსგავსი ჩანაწერები

წალენჯიხობა-გრანელობა საპატიო წალენჯიხელის დაჯილდოვების საზეიმო ცერემონიალით გაგრძელდა

წალენჯიხობა-გრანელობა საპატიო წალენჯიხელის დაჯილდოვების საზეიმო ცერემონიალით გაგრძელდა. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა გუბა საჯაიამ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ, მარტვილის, აბაშის, წალენჯიხისა

გაგრძელება

წალენჯიხაში „წალენჯიხობა-გრანელობა“ და შემოდგომის დღესასწაული მასშტაბურად აღინიშნება

წალენჯიხაში „წალენჯიხობა-გრანელობა“ და შემოდგომის დღესასწაული მასშტაბურად აღინიშნება. ​დღეს, 22 ოქტომბერს, წალენჯიხა ტრადიციულ სახალხო დღესასწაულს- „წალენჯიხობა-გრანელობასა“ და შემოდგომის დღეებს მასპინძლობს. ქალაქში

გაგრძელება

ნაგურუს უბანში საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს

საჩინოს ადმინისტრაციული ერთეულის ნაგურუს უბანში საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს. ​საუბნო გზაზე პროექტის ფარგლებში ბეტონის საფარი იგება და სანიაღვრე

გაგრძელება