ცხელი ხაზი 599 647050

დადგენილების პროექტი – წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 4 აგვისტოს №30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

პროექტი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება
„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 4 აგვისტოს №30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 4 აგვისტოს №30 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge 07/08/2014,სარეგ.კოდი 010250020.35.104.016176) და დადგენილებით დამტკიცებული დანართის:
ა) მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
მუხლი 5. აპარატის მეორადი სტრუქტურული ერთეულები

„აპარატის მეორადი სტრუქტურული ერთეულებია:
ა) ადმინისტრირებისა და ორგანიზაციული უზრუნველყოფის განყოფილება;
ბ) იურიდიულ საკითხთა და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება;“
ბ) მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 6. ადმინისტრირება და ორგანიზაციული უზრუნველყოფის განყოფილება
1. ადმინისტრირებისა და ორგანიზაციული უზრუნველყოფის განყოფილება (შემდგომ განყოფილება) ორგანიზაციულ და ადმინისტრაციულ მომსახურებას უწევს საკრებულოს;
2. განყოფილების ძირითადი ფუნქციებია:
ა) საკრებულოს, საკრებულოს ბიუროს, კომისიების, ფრაქციებისა და საკრებულოს სამუშაო ჯგუფების ორგანიზაციული და ადმინისტრაციული უზრუნველყოფა;

ბ) საკრებულოში სხდომებთან და სხვა ღონისძიებებთან დაკავშირებული მასალების მომზადებაში მონაწილეობა და შესაბამისი ორგანიზაციული ღონისძიებების განხორციელება;
გ) საკრებულოს, საკრებულოს, საკრებულოს კომისიებისა და სამუშაო ჯგუფების სხდომებზე განსახილველ საკითხებთან დაკავშირებული მასალების მომზადება, სხდომებზე მოწვეულ პირთა გაფრთხილება და მოწვევა, მათი რეგისტრაცია, სხდომებზე წესრიგის დაცვა, კენჭისყრის პროცედურის ჩატარება, ხმების დათვლის უზრუნველყოფა;
დ) საკრებულოსა და საკრებულოს კომისიების სამუშაო გეგმების პროექტების მომზადება, სამუშაო გეგმით გათვალისწინებული საკითხების ვადების დაცვაზე კონტროლი;
ე) განყოფილებაში შემოსული კორესპოდენციების დამუშავება, ანალიზი და მათზე პასუხების მომზადება;
ვ) საქმისწარმოების, არქივისა და დოკუმენტბრუნვის პროცესების კოორდინაცია კომპეტენციის ფარგლებში;
ზ) საკრებულოს, საკრებულოს კომისიების, საკრებულოს თანამდებობის პირებისა და საკრებულოს წევრების შეხვედრების ორგანიზება მოსახლეობასთან, საკრებულოს წევრებისთვის დახმარების გაწევა კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებაში, მათი საქმიანობის ამსახველი მასალების აღრიცხვა, სისტემატიზაცია და ყოველთვიურად ინფორმაციის მიწოდება აპარატის უფროსისთვის;
თ)კანონმდებლობით დადგენილი წესით, საჯარო ინფორმაციის გაცემის უზრუნველყოფა;
ი) სამართლებრივი აქტების/პროექტების, საკრებულოს თანამდებობის პირების, საკრებულოს წევრების წერილების, მოხსენებების, ანგარიშებისა და სხვა დოკუმენტების ელექტრონული ვერსიების შექმნა, ანგარიშებისა და საჯარო ადმინისტრაციული წარმოების შესახებ ცნობების გამოქვეყნება;
ვ) საქართველოს კანონმდებლობით, საკრებულოს სამართლებრივი აქტებით და აპარატის უფროსის დავალებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.

გ) მე-7 მუხლის:
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 7.იურიდიულ საკითხთა და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება“
ბ) პირველი წინადადება ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ იურიდიულ საკითხთა და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება:“;
გ) „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თ) უზრუნველყოფს საკრებულოს, საკრებულოს ბიუროს, საკრებულოს კომისიებისა და სამუშაო ჯგუფების სხდომების ოქმების შედგენას, მიღებულ გადაწყვეტილებათა გაფორმებას, რედაქტირებას, რეგისტრაციასა და გამოქვეყნებას;“;
დ) „ი“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნას.
დ) მე-8 მუხლი ამოღებულ იქნას.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2026 წლის 31 ივლისიდან.

 

 

სხვა სამსახურები

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს. მიმდინარე სამუშაოებს ფოთის ქუჩაზე წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ბესიკ ფარცვანია,მერის მოადგილე გიორგი

გაგრძელება