|
| წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის და სპორტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ |
| საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,გ.ბ“ ქვეპუნქტის, 54-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ა.ბ“ ქვეპუნქტის და 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს ორგანული კანონის ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
| დამტკიცდეს თანდართული „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის და სპორტის სამსახურის დებულება“. |
| მუხლი 2 |
| ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებწალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 13 ივნისის №22 დადგენილება. |
| მუხლი 3 |
| დადგენილება ამოქმედდეს 2026 წლის ……… |
|
| დანართი |
| წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის და სპორტის სამსახურის დებულება |
| თავი I ზოგადი დებულებანი
|
| მუხლი 1. მერიის განათლების, კულტურის და სპორტის სამსახური |
| 1. მერიის განათლების, კულტურის და სპორტის სამსახური: |
| ა) წარმოადგენს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის პირველად სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში მოქმედებს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის (შემდგომში – მუნიციპალიტეტი) მთელ ტერიტორიაზე; |
| ბ) თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს ორგანული კანონით ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე სამართლებრივი აქტებით, ,,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით, ამ დებულებით და მუნიციპალიტეტის ორგანოების სხვა სამართლებრივი აქტებით; |
| გ) ანგარიშვალდებულია მერიის წინაშე. |
| 2. სამსახურს საჭირო რეკვიზიტებით. |
| 3. სამსახურის: |
| ა) საქმიანობაზე საერთო ხელმძღვანელობასა და ზედამხედველობას ახორციელებს მუნიციპალიტეტის მერი ან/და მუნიციპალიტეტის მერის ერთ-ერთი მოადგილე; |
| ბ) ადგილსამყოფელია: ქ. წალენჯიხა, სალიას ქ. №5. |
| თავი II სამსახურის საქმიანობა |
| მუხლი 2. სამსახურის ამოცანები და ფუნქციები |
| 1. სამსახურის ამოცანებია: |
| ა) განათლების, კულტურის და სპორტის სამსახურის განვითარების მუნიციპალურ პროგრამათა შემუშავება, კოორდინაცია, განხორციელება და მონიტორინგი მათ შესრულება/მიმდინარეობაზე; |
| ბ) კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმის, ახალგაზრდულ საქმეთა და ძეგლთა დაცვის განვითარების მუნიციპალურ პროგრამათა შემუშავება, კოორდინაცია, განხორციელება და მონიტორინგი მათ შესრულება/მიმდინარეობაზე; |
| გ) წინადადებების შემუშავება სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ სფეროში კერძო სამართლის სამეწარმეო და არასამეწარმეო იურიდიული პირების დაფუძნების, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის საკითხებზე; |
| დ) კულტურულ-საგანმანათლებლო დაახალგაზრდულ ღონისძიებათა ჩატარების, ხალხური შემოქმედების, თეატრალური, მუსიკალური, მხატვრული და ხელოვნების სხვა დარგების განვითარების ხელშეწყობა, გასატარებელ ღონისძიებათა დაგეგმვა; |
| ე) მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი კულტურის, განათლების, სასპორტო ინფრასტრუქტურის ობიექტების რეაბილიტაციისა და განვითარებისთვის აუცილებელი პროგრამების მომზადება და დამტკიცებულ პროგრამათა განხორციელების კოორდინაცია; ვ) კულტურის, განათლების (მათ შორის, ადრეული და სკოლამდელი განათლების) და სპორტის სფეროში მუნიციპალიტეტის მიერ შექმნილი დაწესებულებების საქმიანობის კოორდინაცია და მათ საქმიანობაში გამოყენებული, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ობიექტების მართვა; |
| ზ) სამსახურის: |
| ზ.ა) სფეროს მიკუთვნებულ კულტურის, საგანმანათლებლო და ახალგაზრდულ დაწესებულებაში მონიტორინგის ჩატარება და წინადადებების შემუშავება მათი ფუნქციონირებისთვის საჭირო პირობების შესაქმნელად; |
| ზ.ბ) კომპეტენციას მიკუთვნებულ სფეროში განსახორციელებელი საქმიანობის უზრუნველყოფის მიზნით შექმნილი მუნიციპალიტეტის კერძო სამართლის იურიდიული პირების სამუშაო გეგმების, პროგრამებისა და ბიუჯეტის პროექტების განხილვა-შეთანხმებას, ბიუჯეტის ხარჯვის მიზნობრიობის შეფასებას და საჭიროების შემთხვევაში სათანადო რეკომენდაციებისა და წინადადებების მომზადებას; |
| თ) შესაბამის უწყებებთან კოორდინირებით სოციალურად დაუცველთა და შშმ პირთა კულტურულ-საგანმანათლებლო და სპორტული პროექტების შემუშავება-ორგანიზება; |
| ი) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული შესაბამისი სფეროს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების საქმიანობის კოორდინაცია; |
| კ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისა და ახალგაზრდების საზოგადოებრივ ცხოვრებაში ადაპტირების ხელშეწყობისთვის აუცილებელი პროექტების შემუშავება ან/და წარმოდგენილ პროექტებში მონაწილეობის მიღება; |
| ლ) განათლების, კულტურის და კულტურული მემკვიდრეობის სფეროში საინვესტიციო და საქველმოქმედო საქმიანობის განხორციელების ხელშეწყობა; |
| მ) სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებული საინფორმაციო-საგამომცემლო საქმიანობის ხელშეწყობა; |
| ნ) მისი საქმიანობის სფეროსთან დაკავშირებით საქართველოში მოქმედ ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობა, ამ სფეროს განვითარების მიზნით თანამშრომლობის განმტკიცება. |
| 2. სამსახური ძირითადი ამოცანებისა და ფუნქციების შესრულების მიზნით დადგენილი წესით უზრუნველყოფს: |
| ა) განათლების სფეროში: |
| ა.ა) მუნიციპალიტეტში ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების და სასკოლო მზაობის მიწოდების მონიტორინგის, შეფასებისა და ანგარიშგების სისტემის შემუშავებას და განხორციელებას; ამ მიზნით, მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის (პირების) საქმიანობის კოორდინაციას, შიდა მონიტორინგის შედეგების შესწავლას; წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერისთვის (შემდგომ – მერი) წინადადებების წარდგენას ინტერდისციპლინარული სამუშაო ჯგუფის შექმნისა და ჯგუფის წევრობის კანდიდატურების შესახებ, სტანდარტით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად; |
| ა.ბ) სკოლამდელი და სკოლის გარეშე საგანმანათლებლო და სახელოვნებო დაწესებულებების საქმიანობას; |
| ა.გ) საჭიროების შემთხვევაში, პრობლემური საკითხების გადასაჭრელად მერთან წინადადებების წარდგენას; |
| ა.დ) მუნიციპალიტეტში საგანმანათლებლო რესურსცენტრთან ერთად საჯარო სკოლების ფინანსურ ხელშეწყობას და სარეაბილიტაციო პროგრამებში მონაწილეობას; |
| ა.ე) კომპეტენციის ფარგლებში, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საბიბლიოთეკო სისტემის განვითარებას, ლიტერატურული და საგამომცემლო საქმიანობის ხელშეწყობას, მუნიციპალური დაქვემდებარების ბიბლიოთეკების მატერიალური უზრუნველყოფის ზედამხედველობას; |
| ა.ვ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ბიბლიოგრაფიული მასალების შეგროვებას, სისტემატიზებას, დაგეგმილი და დასაგეგმი ღონისძიებების შეთანხმება-კოორდინაციას; |
| ა.ზ) განსაკუთრებით ნიჭიერ ბავშვთა და შემოქმედთა მხრდაჭერას, შესაბამისი გარემოს შექმნას და მათი საქმიანობის პოპულარიზაციას; |
| ა.თ) ბავშვებსა და ახალგაზრდებს შორის დამნაშავეობისა და სამართალდარღვევის წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდების შესამუშავებლად სხვა შესაბამის უწყებებთან ერთად სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებისათვის ხელშეწყობას. |
| ბ) კულტურისა და ძეგლთა დაცვის სფეროში: |
| ბ.ა) მატერიალური და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის, კულტურის უძრავი და მოძრავი ძეგლების შესწავლას, შენარჩუნებას; სხვადასხვა ისტორიულ-კულტურული და შემოქმედებითი ნიმუშების (ფოლკლორის, ისტორიული, არქეოლოგიური, ეთნოლოგიური და ა.შ.) აღრიცხვას, დაცვას, შენარჩუნებას და პოპულარიზაციას; |
| ბ.ბ) მატერიალური და არამატერიალური კულტურის ძეგლების მოკვლევისა და დაცვის თვალსაზრისით სპეციალური მუნიციპალური პროგრამების შექმნას, საჭიროების შემთხვევაში სპეციალისტთა მოწვევას; მატერიალურ და არამატერიალური კულტურის ძეგლების მნიშვნელობისა და ღირებულებების შესახებ კონფერენციების მოწვევას და ძეგლების პოპულარიზაციას; სპეციალური საინფორმაციო გამოფენებისა და ფესტივალების დაგეგმვას, ორგანიზებას და კოორდინაციას; |
| ბ.გ) კომპეტენციის ფარგლებში მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული მუზეუმების განვითარების ხელშეწყობას და ტურისტული პოტენციალის წარმოსაჩენად შექმნილი სპეციალური პროექტების შემუშავებას და მართვას, სარეკლამო-საინფორმაციო მასალების შექმნას, ტირაჟირებას და გავრცელებას; |
| ბ.დ) კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების გამოვლენას, მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნას; |
| ბ.ე) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ისტორიული ძეგლების აღრიცხვას, ინფორმაციის დამუშავებას და საჭიროების შემთხვევაში ისტორიული ძეგლების მოვლა- პატრონობის მიზნით შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურებისთვის ინფორმაციის მიწოდებას; |
| ბ.ვ) მასობრივი სპორტულ-გამაჯანსაღებელი ღონისძიებების ჩატარების კოორდინაციას; |
| ბ.ზ) კულტურული, ტრადიციული მემკვიდრეობის შენარჩუნების მიზნით ამ პროფილის საგანმანათლებლო საქმიანობისა და პროფესიული დაოსტატების ხელშეწყობას, პროექტების შემუშავებას ან დამტკიცებული პროექტების კოორდინაციას და მონიტორინგს; |
| გ) ტურიზმის სფეროში: |
| გ.ა) ტურისტული პოტენციალის კვლევის, განვითარების, ტურისტული ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბებისა და განვითარებისთვის ხელშეწყობას; |
| გ.ბ) ტურისტული სახეების მიხედვით ტურისტული მარშრუტების შემუშავებას და მათ პოპულარიზებას; ტურიზმის განვითარებისთვის კულტურული მემკვიდრეობის ღირსშესანიშნაობების წარმოჩენის გზით თემატური ღონისძიებების დაგეგმვას, განხორციელების ორგანიზებას და კოორდინაციას, ასევე, საერთაშორისო და ადგილობრივი გამოფენების ორგანიზებას, კოორდინაციას და მონიტორინგს; |
| გ.გ) ტურიზმის პოპულარიზების მიზნით, ადგილობრივი ტრადიციული დღესასწაულების პოპულარიზებას და ფესტივალების დამკვიდრებას; |
| გ.დ) მუნიციპალური შიდა ტურისტული მარშრუტებით ახალგაზრდების დაინტერესებას, ლაშქრობებისა და სხვადასხვა გამაჯანსაღებელი და კრეატიული ღონისძიებების დაგეგმვას, პროექტების შედგენას და მონიტორინგს. |
| დ) სპორტის სფეროში: |
| დ.ა) მუნიციპალიტეტში ფიზიკური აღზრდის და სპორტის პერსპექტიული განვითარების გეგმების შემუშავებას და განხორციელებას; |
| დ.ბ) მუნიციპალური დაქვემდებარების სპორტული ობიექტების მართვის კოორდინაციას; |
| დ.გ) მასობრივი სპორტულ-გამაჯანსაღებელი ღონისძიებების ჩატარების კოორდინაციას და ხელშეწყობას; მუნიციპალიტეტის სასპორტო ცენტრების სპორტსმენთა და სხვადასხვა ასაკის ნაკრები გუნდებისთვის, საწვრთნელო შეკრების, მუნიციპალური პირველობის და სხვადასხვა რანგების შეჯიბრებებში მონაწილეობის მიღების ორგანიზებას; |
| დ.დ) ფიზიკური აღზრდის და სპორტის სფეროში თანამედროვე მეთოდების დანერგვას, ახალგაზრდობის და მოსახლეობის ფართო მასებში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებას; |
| დ.ე) მუნიციპალიტეტის მმართველობაში არსებული სპორტის ბაზების მოვლა-პატრონობაზე მონიტორინგს; |
| დ.ვ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების შესაბამისი პროგრამების დაგეგმვას და შესაბამის ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობაზე ზრუნვას; |
| დ.ზ) სპორტული კლუბებისა და სამოყვარულო გუნდების საქმიანობის ხელშეწყობას; |
| დ.თ) სპორტის საკითხთან დაკავშირებით საქართველოს მუნიციპალიტეტებთან საქმიანობის კოორდინაციას, მუნიციპალიტეტის დაძმობილებულ ქალაქებსა და სხვა ქვეყნების ქალაქების სპორტის შესაბამის სამსახურებთან კონტაქტების განვითარებას. |
| ე) ახალგაზრდობის სფეროში: |
| ე.ა) სტუდენტურ და ახალგაზრდულ ორგანიზაციათა საქმიანობის მხარდაჭერას და ხელშეწყობას; |
| ე.ბ) ახალგაზრდების პრობლემებთან დაკავშირებით კვლევითი საქმიანობის განხორციელებას, პრიორიტეტული საკითხების გამოვლენას და მათი გადაწყვეტის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების გატარებას, რეკომენდაციების და წინადადებების შემუშავებას; |
| ე.გ) საერთაშორისო და ადგილობრივი ახალგაზრდული პროექტების დაგეგმვას, განხორციელებას; |
| ე.დ) ახალგაზრდებში სპორტისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციის მიზნით მასობრივი ღონისძიებების დაგეგმვას და განხორციელებას; ახალგაზრდებში მოხალისეობის ინსტიტუტისა და სოციალური მეწარმეობის განვითარების მიზნით პროექტების წახალისებას და ხელშეწყობას; |
| ე.ე) ახალგაზრდობის დასაქმებისა და პროფესიული განვითარების ხელშეწყობის მიზნით, სტაჟირების პროგრამების განხორციელებას და აქტიური თანამშრომლობის ჩამოყალიბებას კერძო სექტორთან; |
| ე.ვ) ახალგაზრდული ინიციატივებისა და იდეების მხარდაჭერას, ნიჭიერი ახალგაზრდების წახალისების პროგრამების შემუშავებას; |
| ე.ზ) სოციალურად დაუცველის, ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლის, იძულებით გადაადგილებული და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ახალგაზრდების საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით პროექტების შემუშავებას და განხორციელებას; |
| ე.თ) ახალგაზრდობის საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიურად ჩაბმის მიზნით შესაბამისი პროექტების შემუშავებას და განხორციელებას; |
| ე.ი) მერიის პროგრამებში ახალგაზრდების ჩართულობის ხელშეწყობას; |
| ე.კ) ურთიერთობებისა და თანამშრომლობის განვითარებას სტუდენტურ და ახალგაზრდულ ორგანიზაციებთან. |
| ვ) კომპეტენციის შესაბამისად სამსახურში შემოსული განცხადებების, მიმართვების (წერილების) განხილვას; |
| ზ) სამსახურის: |
| ზ.ა) საქმიანობასთან დაკავშირებული მერის მიერ გამოსაცემი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას; |
| ზ.ბ) სამსახურის ფუნქციებს მიკუთვნებულ საკითხებზე მიიღოს მონაწილეობა მუნიციპალიტეტის პრიორიტეტის დოკუმენტისა და პროგრამული ბიუჯეტის პროექტის შემუშავებაში და მათ შესრულებაში; |
| თ) დადგენილი წესით სამსახურის ფუნქციებს მიკუთვნებულ საკითხებზე შესაბამისი დოკუმენტაციის, გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშის მომზადებას და ინფორმაციის წარდგენას მუნიციპალიტეტის შესაბამის ორგანოებსა და მის თანამდებობის პირებთან; |
| ი) მოქმედი კანონმდებლობით, მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა და თანამდებობის პირთა სამართლებრივი აქტებით, ამ დებულებით და მერის დავალებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას. |
| 3. სამსახური უფლებამოსილია: |
| ა) ისარგებლოს საბიუჯეტო სახსრებით; |
| ბ) შექმნას პირობები საქართველოს და საერთაშორისო სამთავრობო, ასევე არასამთავრობო დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობისთვის; ხელი შეუწყოს საინვესტიციო და საქველმოქმედო საქმიანობის განხორციელებას; |
| გ) უფლება აქვს მოითხოვოს და შეუფერხებლად მიიღოს მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაცია; საჭიროების შემთხვევაში ცალკეულ საკითხთა განხილვის, დაზუსტებისა და დამუშავების მიზნით მოიწვიოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, სახელმწიფო და კერძო დაწესებულებების და საწარმოების წარმომადგენლები, სპეციალისტები და მათგან გამოითხოვოს საჭირო ინფორმაცია; |
| დ) სამსახურის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე ჩაატაროს თათბირები და სხვა ორგანიზებული ღონისძიებები. |
| მუხლი 3. სამსახურის უფლება–მოვალეობები |
| 1. სამსახურს, თავისი კომპეტენციის ფარგლებში უფლება აქვს: |
| ა) მოითხოვოს სამსახურის ფუნქციებს მიკუთვნებული საკითხების შესასრულებლად საჭირო დოკუმენტები და სტატისტიკური ინფორმაცია მერიის შესაბამისი სამსახურების, ორგანიზაციების, დაწესებულებისა და პირებისაგან; |
| ბ) სამსახურის ფუნქციებს მიკუთვნებულ საკითხებზე მიიღოს მონაწილეობა მუნიციპალიტეტის პრიორიტეტის დოკუმენტისა და პროგრამული ბიუჯეტის პროექტის შემუშავებაში; |
| გ) საჭიროების შემთხვევაში ცალკეულ საკითხთა განხილვის, დაზუსტებისა და დამუშავების მიზნით მოიწვიოს სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლები და მათგან გამოითხოვოს ინფორმაცია. |
| 2. სამსახური თავისი კომპეტენციის ფარგლებში ვალდებულია: |
| დადგენილი წესით დროულად უზრუნველყოს სამსახურის ფუნქციებს მიკუთვნებულ საკითხებზე შესაბამისი დოკუმენტაციის, ანგარიშის მომზადება და ინფორმაციის წარდგენა მუნიციპალიტეტის შესაბამის ორგანოებსა და მის თანამდებობის პირებთან. |
| თავი III სამსახურის სტრუქტურა |
| მუხლი 4. სამსახურის სტრუქტურა და შემადგენლობა |
| 1. სამსახური შედგება სტრუქტურული ქვედანაყოფებისაგან (შემდგომში – განყოფილებებისაგან). |
| 2. სამსახურის განყოფილებებია: |
| ა) განათლების, კულტურისა და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილება. |
| ბ) ძეგლთა დაცვის, ტურიზმისა და სპორტის განყოფილება. |
| 3. სამსახურის მუშაობის ხელმძღვანელობას, ორგანიზებას და კოორდინაციას უწევს პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი (შემდგომში – სამსახურის უფროსი), რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი. სამსახურის უფროსის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება მერიის დებულებით, ამ დებულებითა და მერის მიერ დამტკიცებული თანამდებობრივი ინსტრუქციით. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის ბრძანებით, სამსახურის უფროსის ფუნქციის შესრულება ეკისრება სამსახურის ერთ-ერთ მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს (შემდგომში – განყოფილების უფროსს). |
| 4. სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების მოხელ(ეებ)ისაგან. |
| 5. განყოფილების მუშაობას ხელმძღვანელობს, ორგანიზებას და კოორდინაციას უწევს განყოფილების უფროსი, რომელსაც ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი. განყოფილების უფროსის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება მერიის დებულებით, ამ დებულებითა და მერის მიერ დამტკიცებული თანამდებობრივი ინსტრუქციით. |
| 6. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის ბრძანებით, განყოფილების უფროსის ფუნქციის შესრულება ეკისრება განყოფილების უფრო მაღალ იერარქიულ საფეხურზე მყოფ ერთ-ერთ მოხელეს. |
| 7. განყოფილების საჯარო მოხელეთა: |
| ა) უფლება-მოვალეობები განისაზღვრება მერიის დებულებით, ამ დებულებითა და მერის მიერ დამტკიცებული სამუშაოთა აღწერილობითა და თანამდებობრივი ინსტრუქციით; |
| ბ) თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერული განვითარების წესი განისაზღვრება მერიის დებულებით, ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
მუხლი 5. განათლების, კულტურისა და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილება.
მუხლი 6. ძეგლთა დაცვის, ტურიზმისა და სპორტის განყოფილება.
|
| თავი IV დასკვნითი დებულებანი |
| მუხლი 4. სამსახურის დებულების დამტკიცება, ცვლილების შეტანა და რეორგანიზაცია |
| სამსახურის: |
| ა) დებულებას მერის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულო; |
| ბ) დებულებაში ცვლილება შეიძლება შეტანილ იქნეს კანონმდებლობით დადგენილი წესით; |
| გ) რეორგანიზაცია ხორციელდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობითა და მერიის დებულებით დადგენილი წესით. |