|
| წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ |
| საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, 54-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტის და 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 და 25-ე მუხლების შესაბამისად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
| დამტკიცდეს თანდართული „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულება“. |
| მუხლი 2 |
| ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 13 ივნისის №18 დადგენილება; |
| მუხლი 3 |
| დადგენილება ამოქმედდეს 2026 წლის ………….. . |
|
| დანართი |
| წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულება |
| თავი I ზოგადი დებულებანი |
| მუხლი 1. მერიის ადმინისტრაციული სამსახური |
| 1. მერიის ადმინისტრაციული სამსახური: ა) წარმოადგენს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის პირველად სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში მოქმედებს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის (შემდგომში – მუნიციპალიტეტი) მთელ ტერიტორიაზე; ბ) თავის საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე სამართლებრივი აქტებით, „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით, ამ დებულებით და მუნიციპალიტეტის ორგანოების სხვა სამართლებრივი აქტებით; გ) სამსახური ანგარიშვალდებულია მერის წინაშე. 2. სამსახურს აქვს ბეჭედი და ბლანკი საკუთარი სახელწოდებით და სხვა საჭირო რეკვიზიტებით. 3. სამსახურის: ა) საქმიანობაზე საერთო ხელმძღვანელობასა და ზედამხედველობას ახორციელებს მუნიციპალიტეტის მერი; ბ) საქმიანობის და მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების დაფინანსება ხორციელდება წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან; გ) ადგილსამყოფელია: ქ. წალენჯიხა, სალიას ქ. №5. |
| თავი II სამსახურის საქმიანობა |
| მუხლი 2. სამსახურის ამოცანები და ფუნქციები |
| 1. სამსახურის ამოცანებია: ა) მერის, მერიის თანამდებობის პირებისა და მერიის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის ორგანიზაციული და მატერიალურ-ტექნიკური მომსახურება; ბ) მერის და მერიის თანამდებობის პირების სამართლებრივი აქტებისა და დავალებების შესრულების კოორდინაცია; გ) მერიაში ადამიანური რესურსების პოლიტიკის მართვა; დ) მოქალაქეთა მიღების ორგანიზაციული უზრუნველყოფა და კომპეტენციის ფარგლებში მოქალაქეთა მომართვებზე რეაგირების პროცესის კოორდინაცია; ე) მერიის საერთაშორისო ორგანიზაციებთან, დიპლომატიურ წარმომადგენლებთან და უცხო ქვეყნის თვითმმართველობებთან ურთიერთობის კოორდინაცია; ვ) მერის, მერიის თანამდებობის პირებისა და მერიის სტრუქტურული ერთეულების სამართლებრივი უზრუნველყოფა და კონსულტირება; ზ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, საჯარო ინფორმაციის გაცემის უზრუნველყოფა და საჯარო მმართველობის მხარდაჭერა; თ) ადმინისტრაციული წარმოების განხორციელების სამართლებრივი უზრუნველყოფა. 2. სამსახური ძირითადი ფუნქციების შესრულების მიზნით დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) მერიის სრულყოფილი ფუნქციონირებისათვის საჭირო საორგანიზაციო საკითხთა მოგვარებას და აუცილებელი სამუშაო პირობების შექმნას; მერიის საჯარო მოსამსახურეებზე მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა და თანამდებობის პირთა მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებაში ორგანიზაციული დახმარების გაწევას; ბ) მერიაში ერთიან საქმისწარმოებას და ამ მიზნებისათვის საქმისწარმოების ავტომატიზებული სისტემების მართვას; მერიისა და მერიის თანამდებობის პირების სახელზე შემოსული წერილების, განცხადებებისა და სხვა შესასრულებელი დოკუმენტაციის განსახილველად კანონით დადგენილი ვადების კონტროლს; მერის დავალებების რეგისტრაციას და კონტროლს; კორესპონდენციის გადაგზავნას, საარქივო მასალების დამუშავებას და არქივის წარმოებას; გ) მერიის: გ.ა) სტრუქტურული ერთეულების მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას; გ.ბ) საჯარო მოსამსახურეთა პირადი საქმეების წარმოებას, მათი საჯარო სამსახურში მიღების, საჯარო სამსახურიდან გათავისუფლების, შვებულებაზე გასვლის, სამივლინებო, საპენსიო და სხვა დოკუმენტების მომზადებას; გ.გ) საკადრო პოლიტიკისა და ადამიანური რესურსების მართვის მიზნით შესაბამისი წინადადებების შემუშავებასა და წარდგენას; გ.დ) სტრუქტურის, მასში ცვლილებების შესახებ წინადადებების შემუშავებას; გ.ე) საჯარო მოსამსახურეთა ვაკანტურ თანამდებობებზე კონკურსის გამოცხადებასა და ჩატარებას; გ.ვ) საჯარო მოხელეთა მიერ პროფესიული განვითარების, წახალისების და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების შესახებ წინადადებებისა და შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას; საჯარო მოხელეთა პროფესიული განვითარების მიზნით შესაბამისი წინადადებების მომზადებას; გ.ზ) საჯარო მოხელეთა პროფესიული განვითარების ხარჯებთან დაკავშირებით წინადადებების შემუშავებას ადგილობრივ ბიუჯეტის პროექტში გათვალისწინების მიზნით; გ.თ) საჯარო მოხელეთა თანამდებობრივი ინსტრუქციების და სამუშაო აღწერილობების მომზადებას; საჯარო მოხელეთათვის დამატებითი საკვალიფიკაციო კრიტერიუმების დადგენის თაობაზე წინადადებების წარდგენას; გ.ი) მოსამსახურეთა მიერ ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონისა და მერიის შინაგანაწესის შესრულების კონტროლს. დ) სამსახურის სამუშაოთა გეგმების მომზადებას; მერიის სამსახურების სამუშაოთა გეგმების საფუძველზე მერიის სამუშაო გეგმის პროექტის მომზადებას; ე) მერიის: ე.ა) კავშირურთიერთობების ორგანიზებას სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან, დაწესებულებებთან, საწარმოებთან, საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და მოქალაქეებთან; ე.ბ) საქმიანობის შესახებ ოფიციალური ინფორმაციის გავრცელებას, მერიაში დაგეგმილი შეხვედრების, თათბირების, პრესკონფერენციების, ბრიფინგების, ჟურნალისტებთან შეხვედრებისა და სოციოლოგიური გამოკითხვების ჩატარებას; ე.გ) საქმიანობის ამსახველი საინფორმაციო-საცნობარო, ანალიტიკურ და პროგრამულ მომსახურებას; ვიდეოთეკისა და ფოტოთეკის შექმნას; ე.დ) საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემების ფუნქციონირებას, ინტერნეტპორტალის, საიტებისა და ინტერნეტვებგვერდის შექმნას, მათ განახლებასა და საჯარო ინფორმაციის მათზე განთავსებას. ვ) საზოგადოების ჩართულობას და მოქალაქეთა თანამონაწილეობას ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების პროცესში; ამ მიზნებისათვის მერის ხელშეწყობას მუნიციპალიტეტის დასახლებებში განსახორციელებელ საქმიანობასთან დაკავშირებით; დასახლებების საერთო კრებების ორგანიზებას წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს (შემდგომში – საკრებულო) მიერ დამტკიცებული მუნიციპალიტეტის დასახლების საერთო კრების ტიპური დებულებით დადგენილი წესის შესაბამისად; ახორციელებს ადმინისტრაციულ ერთეულებში დანიშნული მერის წარმომადგენლების საქმიანობის კოორდინაციას; ზ) საპროტოკოლო ღონისძიებების ფარგლებში მუნიციპალიტეტის ოფიციალური ღონისძიებების, ოფიციალური დელეგაციების მიღებასა და საგარეო ვიზიტების დაგეგმვას და ორგანიზებას; თ) საჯარო ინფორმაციის გაცემას (ხელმისაწვდომობა), მერიის სტრუქტურულ ერთეულებთან კოორდინაციით საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყენებას და საჯარო ინფორმაციის გაცემის შესახებ ანგარიშების წარდგენას; მოქალაქეთა საინფორმაციო მომსახურებას; ი) მერიის თანამდებობის პირებისა და მოსამსახურეების საკონსულტაციო-სამართლებრივი დახმარების გაწევას, სამართლებრივი დასკვნების მომზადებას; კ) მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირთა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას, მათ შედგენაში მონაწილეობის მიღებას და სამართლებრივი აქტების პროექტების იურიდიულ ექსპერტიზას, მათ ვიზირებას და განსახილველ საკითხებზე შესაბამისი დასკვნების მომზადებას; მუნიციპალიტეტის ან მერიის მიერ დასადები ხელშეკრულებების პროექტების მომზადებას (მომზადებაში მონაწილეობის მიღება), სამართლებრივ ექსპერტიზას და ვიზირებას, კომპეტენციის ფარგლებში; ლ) სამსახურში შემოსული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების, ადმინისტრაციული გარიგებებისა და სხვა დოკუმენტების სამართლებრივ გამართულობას, მათ შესაბამისობაში მოყვანას მოქმედ კანონმდებლობასთან და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ნორმატიულ აქტებთან; მ) თავის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების სრულყოფილი განხილვა-გადაწყვეტისათვის ურთიერთობის წარმოებას მერიის სხვა სამსახურებთან, ადმინისტრაციულ ორგანოებთან, დაწესებულებებთან, ორგანიზაციებთან; ნ) საჭიროების შემთხვევაში, მერიის სამსახურებში მიმდინარე ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობას და ამ მიზნებისათვის დადგენილი წესებისა და პროცედურების დაცვას (მერიაში შემოსული ადმინისტრაციული საჩივრების განხილვა (ზეპირი მოსმენის გამართვა) თავისი კომპეტენციის ფარგლებში და შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მომზადება); ო) სათანადო ღონისძიებების გატარებას მერიის სამსახურებს შორის ცალკეული პროექტისა და საკითხის თაობაზე შეთანხმების მისაღწევად; პ) მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის სამართლებრივ საკითხებზე კონსულტაციებისა და განმარტებების მიცემას; ჟ) მერიის საქმიანობასთან დაკავშირებით გამოთქმული შენიშვნების, მოსაზრებების შესწავლას და მერისათვის შესაბამისი რეაგირებისათვის წინადადებების წარდგენას; რ) შესაბამისი დავალების შემთხვევაში მერის წარმომადგენლობის განხორციელებას სახელმწიფო ორგანოებთან, კერძო და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებთან ურთიერთობის დროს (მათ შორის ამ ორგანოთა სხდომებზე, თათბირებზე და ა.შ.); ს) სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმის შედგენას, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულების მიერ დადგენილი ფორმით მოწოდებული წლიური მოთხოვნების საფუძველზე, აღნიშნულ გეგმაში საჭიროებიდან და მოთხოვნებიდან გამომდინარე, ცვლილებების შეტანასა და სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში განთავსებას; ტ) წლის განმავლობაში სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების განხორციელებას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულების მიერ წარმოდგენილი, მუნიციპალიტეტის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურთან შეთანხმებული მოთხოვნის შესაბამისად შესყიდვის საშუალების შერჩევასა და ხელშეკრულებების მომზადებას; უ) შერჩეული საშუალების კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტაციის შედგენას, შესყიდვის პროცედურების მომზადებას, სატენდერო/საკონკურსო კომისიის აპარატის ფუნქციების შესრულებასა და სატენდერო/საკონკურსო პროცედურების ჩატარების ტექნიკურ უზრუნველყოფას; ფ) შესყიდვის გეგმით განსაზღვრული საქონლის, მომსახურებისა და სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებას, სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე სამართლებრივი აქტების შესაბამისად; სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ანგარიშების მომზადებას; ქ) სამსახურის: ქ.ა) საქმიანობასთან დაკავშირებული მერის მიერ გამოსაცემი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას; ქ.ბ) კომპეტენციის ფარგლებში ბიუჯეტისა და სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვაში მონაწილეობის მიღებას და მათი შესრულების უზრუნველყოფას; ღ) დადგენილი წესით სამსახურის ფუნქციებს მიკუთვნებულ საკითხებზე შესაბამისი დოკუმენტაციის, გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშის მომზადებას და ინფორმაციის წარდგენას მუნიციპალიტეტის შესაბამის ორგანოებსა და მის თანამდებობის პირებთან; ყ) კომპეტენციის შესაბამისად სამსახურში შემოსული განცხადებების, მიმართვების (წერილების) განხილვას; შ) მოქმედი კანონმდებლობით, მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა და თანამდებობის პირთა სამართლებრივი აქტებით, ამ დებულებით და მერის დავალებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას. |
| თავი III სამსახურის სტრუქტურა |
| მუხლი 3. სამსახურის სტრუქტურა და შემადგენლობა |
| 1. სამსახური შედგება მეორადი სტრუქტურული ერთეულ(ებ)ისაგან (შემდგომში – განყოფილებ(ებ)ისაგან). 2. სამსახურის განყოფილებებია: ა) კანცელარიის განყოფილება ბ) ადამიანური რესურსების მართვის და სამართლებრივი ურთიერთობების განყოფილება; გ) შესყიდვების განყოფილება; დ) საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის განყოფილება. 3. სამსახურის მუშაობას ხელმძღვანელობს, ორგანიზებას და კოორდინაციას უწევს პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი (შემდგომში – სამსახურის უფროსი), რომელსაც ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი. სამსახურის უფროსის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება მერიის დებულებით, ამ დებულებითა და მერის მიერ დამტკიცებული თანამდებობრივი ინსტრუქციით. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის ბრძანებით, სამსახურის უფროსის ფუნქციის შესრულება ეკისრება სამსახურის ერთ-ერთ მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს (შემდგომში – განყოფილების უფროსს). 4. სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების მოხელ(ეებ)ისგან. 5. განყოფილების მუშაობას ხელმძღვანელობს, ორგანიზებას და კოორდინაციას უწევს განყოფილების უფროსი, რომელსაც ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი. განყოფილების უფროსის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება მერიის დებულებით, ამ დებულებითა და მერის მიერ დამტკიცებული თანამდებობრივი ინსტრუქციით. 6. მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის არყოფნის შემთხვევაში, მერის ბრძანებით, მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის ფუნქციის შესრულება ეკისრება მეორადი სტრუქტურული ერთეულის უფრო მაღალ იერარქიულ საფეხურზე მყოფ ერთ-ერთ მოხელეს. 7. განყოფილების საჯარო მოხელეთა: ა) უფლება-მოვალეობები განისაზღვრება მერიის დებულებით, ამ დებულებითა და მერის მიერ დამტკიცებული სამუშაოთა აღწერილობითა და თანამდებობრივი ინსტრუქციით; ბ) თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერული განვითარების წესი განისაზღვრება მერიის დებულებით, ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. |
| მუხლი 4. კანცელარიის განყოფილება |
| განყოფილება უზრუნველყოფს: ა) მერიაში: ა.ა) ერთიან საქმისწარმოებას, საქმისწარმოების ავტომატიზებული სისტემების მეშვეობით, აყალიბებს საქმეთა ნომენკლატურას, შეიმუშავებს წინადადებებს საქმისწარმოების პროცესში გასატარებელ ღონისძიებებთან დაკავშირებით; ა.ბ) შექმნილი და მერიის თანამდებობის პირების სახელზე შემოსული წერილების, განცხადებების და სხვა დოკუმენტაციის სსიპ ,,საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს“ ავტომატიზებული პროგრამის „დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემა“ და სსიპ ,,სახელმწიფო სერვისების სააგენტოს“ ავტომატიზებული პროგრამის „მუნიციპალიტეტების მართვის სისტემა“ მეშვეობით დამუშავებას და მიმართულების მიცემას/შემსრულებლებისთვის გადაცემას, კორესპონდენციის მოძრაობას, კორესპონდენციის განხილვისთვის კანონით დადგენილი ვადების დაცვის მონიტორინგს, კორესპონდენციის გადაგზავნას; საარქივო მასალების ანოტირებას და არქივის წარმოებას; ა.გ) ერთიანი ელექტრონული დოკუმენტბრუნვის საკითხებზე წინადადებების შემუშავებას, მერიის სტრუქტურული ერთეულების საკონსულტაციო-მეთოდურ დახმარებას; ა.დ) შემოსული და მერიის შესაბამისი თანამდებობის პირების მიერ განხილული კორესპონდენციების შესრულების თაობაზე ინფორმაციის მომზადებას და მერიის თანამდებობის პირებისათვის წარდგენას; ა.ე) მერიის ადმინისტრაციული შენობის მისაღებში მომუშავე საჯარო მოსამსახურეების მიერ მოქალაქეთათვის კონსულტაციების გაწევას. შემოსული განცხადებების, კორესპონდენციის დაუყოვნებლივ რეგისტრაციაში გატარებას, ნომრის მინიჭებას და რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტის გადაცემას. დაინტერესებული პირებისათვის მათ მიერ შემოტანილ დოკუმენტაციაზე ინფორმაციის მიწოდებას, მოქალაქეთა საინფორმაციო მომსახურებას. ა.ვ) რეაგირების გარეშე დარჩენილი და ვადაგადაცილებული დოკუმენტების შესახებ მერიის შესაბამისი თანამდებობის პირებისათვის ინფორმაციის წარდგენას; ა.ზ) მერიის სტრუქტურული ერთეულების და ადმინისტრაციული ერთეულების საკონსულტაციო/მეთოდურ დახმარებას და მათი საქმიანობის კოორდინაციას მის კომპეტენციაში შემავალი საკითხების ფარგლებში; ა.თ) მერიის თანამდებობის პირების, მერიის სტრუქტურული ერთეულების და ადმინისტრაციული ერთეულების, ფიზიკური და იურიდიული პირების საარქივო-საინფორმაციო მომსახურებას. ა.თ) დაგეგმილი შეხვედრებისა და თათბირების მომზადების და ჩატარების, განსახილველი საკითხების დაგეგმვის ორგანიზებას, მერიის თანამდებობის პირების მიერ განხილული და ხელმოწერილი დოკუმენტების, სამართლებრივი აქტების, მერის საოქმო დავალებების დანიშნულების მიხედვით გადაგზავნას; დავალებების ოქმების წარმოებას; სხვა ორგანიზაციული საკითხების გადაწყვეტას; ბ) მერიის: ბ.ა) მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მოვალეობების შესასრულებლად აუცილებელი პირობების შექმნას; ბ.ბ) თანამდებობის პირთა მიერ მოქალაქეთა მიღებას; ბ.გ) თანამდებობის პირების და მერიის სხვა საჯარო მოსამსახურეების მიერ უფლებამოსილების განხორციელებისათვის (მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის მიზნით) საჭირო მომსახურების, საქონლისა და სამუშაოთა შესყიდვის დაგეგმვას, შეიმუშავებს წინადადებებს მერიის მატერიალური და ტექნიკური აღჭურვის თაობაზე; ბ.დ) სამსახურებისა და მერის წარმომადგენლების სარგებლობაში არსებული ადმინისტრაციული შენობა-ნაგებობების მოვლა – პატრონობის, აღჭურვის, რემონტის, კეთილმოწყობის, დაგვა-დალაგების, კომუნალურ მომსახურებასა და დაცვის ორგანიზებას; გ) საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემის გამართულ ფუნქციონირებას; დ) საოფისე ავეჯის, კომპიუტერებისა და სხვა ტექნიკის მოვლა-პატრონობას, რემონტს და ტექნიკურ მომსახურებას; ე) მუნიციპალური სამსახურებისა და მერის წარმომადგენლების: ე.ა) საოფისე მასალით მომარაგებას; ინვენტარის, ტექნიკისა და სხვა აღჭურვილობით სარგებლობის წესების დაცვას; ე.ბ) სარგებლობაში არსებული სატრანსპორტო საშუალებების მოვლა-პატრონობას, რემონტს და ტექნიკურ მომსახურებას. ვ) წარმოადგენს წინადადებებს შრომის უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის აუცილებელი ღონისძიებებისა და პროცედურების შესახებ. ორგანიზებას და კოორდინაციას უწევს შრომის უსაფრთხოების ზომების დაცვისა და პრევენციისთვის შესაბამისი სტრუქტურების ჩართვის პროცესს და მათი რეკომენდაციების გათვალისწინებით წარმოადგენს სათანადო წინადადებებს; ზ) განყოფილებას მიკუთვნებული დავალებების სათანადო წესით გაფორმებას, კორესპონდენციების მიღებას, დამუშავებას და შესაბამის ადრესატებთან გადაგზავნას; თ) მოქმედი კანონმდებლობით, მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა, თანამდებობის პირთა სამართლებრივი აქტებით და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. |
| მუხლი 5. ადამიანური რესურსების მართვის და სამართლებრივი ურთიერთობების განყოფილება;
განყოფილების ფუნქციებია: |
| ა) მუნიციპალიტეტის მერიის ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკის შემუშავება, ადამიანური რესურსების მართვა და ადმინისტრირება; ბ) მერიის საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა; გ) კომპეტენციის ფარგლებში მერიის სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება, მერიის სტრუქტურულ ერთეულებში მომზადებული სამართლებრივი აქტების სამართლებრივი ექსპერტიზა და ვიზირება; მერიის თანამდებობის პირებისა და მოსამსახურეების იურიდიულ კონსულტირება, სამართლებრივი დასკვნების მომზადება; დ) განყოფილება უზრუნველყოფს: დ.ა) მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირთა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას, მათ შედგენაში მონაწილეობის მიღებას და სამართლებრივი აქტების პროექტების წინასწარ იურიდიულ ექსპერტიზას, მათ ვიზირებას და განსახილველ საკითხებზე შესაბამისი დასკვნების მომზადებას; მუნიციპალიტეტის ან მერიის მიერ დასადები ხელშეკრულებების პროექტების მომზადებას (მომზადებაში მონაწილეობის მიღებას), და სამართლებრივ ექსპერტიზას და ვიზირებას; დ.ბ) მერიის საქმიანობის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების სრულყოფის შესახებ წინადადებების მომზადებას; დ.გ) განყოფილებაში შემოსული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების, ადმინისტრაციული გარიგებებისა და სხვა დოკუმენტების სამართლებრივ გამართულობას, მათ შესაბამისობაში მოყვანას მოქმედ კანონმდებლობასთან და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებთან; დ.დ) მერიის მიერ გაფორმებული (მისაწოდებელი ან/და მიწოდებული საქონლის, სამუშაოების, მომსახურების) სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებებით გათვალისწინებული სამუშაოების ვადაგადაცილებით და/ან არაჯეროვნად შესრულების თაობაზე შესაბამისი სამსახურის მიერ მომზადებული სათანადო დოკუმენტაციის საფუძველზე, სამართლებრივი დასკვნების მომზადებას და წარდგენას; პირგასამტეხლოს დაკისრების ან/და დაჯარიმების თაობაზე სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას და წარდგენას; დ.ე) თავის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების სრულყოფილი განხილვა-გადაწყვეტისათვის ურთიერთობის წარმოებას მერიის სხვა სამსახურებთან, ადმინისტრაციულ ორგანოებთან, დაწესებულებებთან, ორგანიზაციებთან; დ.ვ) საჭიროების შემთხვევაში, მერიის სამსახურებში მიმდინარე ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობას და ამ მიზნებისათვის დადგენილი წესებისა და პროცედურების დაცვას; მერიაში შემოსული ადმინისტრაციული საჩივრების განხილვას (ზეპირი მოსმენის გამართვა) და შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მომზადებას; დ.ზ) ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების უზრუნველყოფას მუნიციპალიტეტის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე, ასევე მუნიციპალიტეტის საჯარო მოსამსახურეთა სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით შემოსულ საკითხებზე; დ.თ) მერიაში დისციპლინისა და კანონიერების დაცვის, მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებებისა და კანონიერი ინტერესების შელახვის, სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტებთან დაკავშირებული განცხადებების ან საჩივრების შესწავლას და შესაბამის რეაგირებას; დ.ი) მერიის საჯარო მოსამსახურებისგან/თანამშრომლებისგან დისციპლინური წარმოებისთვის ან ინსპექტირებისთვის საჭირო დოკუმენტაციის ან ინფორმაციის მიღებას; დ.კ) მოხელეთა მიმართ დისციპლინური წარმოების განხორციელებაში მონაწილეობას, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად; ე)აწარმოებს მერიაში დისციპლინისა და კანონიერების დარღვევის შემთხვევების აღრიცხვას; ვ) ახდენს მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის სამართლებრივ საკითხებზე კონსულტაციებისა და განმარტებების მიცემას; ზ) უზრუნველყოფს მერიის საქმიანობასთან დაკავშირებით გამოთქმული შენიშვნების, მოსაზრებების შესწავლას და შესაბამისი წინადადებ(ებ)ის წარდგენას; თ) ახორციელებს მერის წარმომადგენლობას (შესაბამისი დავალების არსებობის შემთხვევაში) სახელმწიფო ორგანოებთან, კერძო და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებთან ურთიერთობის დროს (მათ შორის ამ ორგანოთა სხდომებზე, თათბირებზე და ა.შ.); ი) აწარმოებს მერიის მიერ სასამართლოში წარსადგენი საპროცესო დოკუმენტაციის (სარჩელი, განცხადება, შუამდგომლობა, შესაგებელი, საჩივარი და ა.შ) მომზადებას და კანონმდებლობით დადგენილი წესით და ვადებში მათი წარდგენის უზრუნველყოფას სასამართლოში; კ) უზრუნველყოფს საჯარო ინფორმაციის გაცემას (ხელმისაწვდომობას), საჯარო ინფორმაციის გაცემის შესახებ ანგარიშების წარდგენას და საჯარო ინფორმაციის რეესტრის წარმოებას;
| ||||||||||