პროექტი
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება
„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და პროფესიულ საჯარო მოხელეთა თანამდებობის რანგირების, მათი თანამდებობრივი სარგოს ოდენობის განსაზღვრისა და საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა საშტატო ნუსხის დამტკიცების თაობაზე“ 2023 წლის 28 დეკემბრის N44 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და პროფესიულ საჯარო მოხელეთა თანამდებობის რანგირების, მათი თანამდებობრივი სარგოს ოდენობის განსაზღვრისა და საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა საშტატო ნუსხის დამტკიცების თაობაზე“ 2023 წლის 28 დეკემბრის N44 დადგენილებაში ( www.matsne.gov.ge 05/01/2024, სარეგ.კოდი 010320000.35.104.016546) და დადგენილებით დამტკიცებული დანართი N2 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დანართი N2
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა საშტატო ნუსხა
| № | თანამდებობის/პოზიციის დასახელება | საშტატო რიცხოვნობა |
| 1 | ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირი-პირველადი სტრუქტურული ერთულის ხელმძღვანელი – საკრებულოს აპარატის უფროსი | 1 |
| მეორადი სტრუქტურული ერთეული – საკრებულოს აპარატის იურიდიულ საკითხთა და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება | ||
| 2 | მეორე რანგის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი – იურიდიულ საკითხთა და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსი | 1 |
| 3 | მესამე რანგის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი | 2 |
| 4 | მესამე რანგის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი | 1 |
| 5 | მესამე რანგის მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი | 1 |
| მეორადი სტრუქტურული ერთეული – საკრებულოს აპარატის ადმინისტრირებისა და ორგანიზაციული უზრუნველყოფის განყოფილება | ||
| 6 | მეორე რანგის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი – ადმინისტრირებისა და ორგანიზაციული უზრუნველყოფის განყოფილება | 1 |
| 7 | მესამე რანგის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი | 3 |
| 8 | მესამე რანგის მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი | 1 |
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2026 წლის 31 ივლისიდან.